სიახლეები

დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება არ დაწყებულა

06.04.2015 • 1285
დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება არ დაწყებულა

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს კანონი კონკრეტულად არ განუსაზღვრავს რა ვადაში უნდა დაასრულონ გამოძიების პროცესი, თუმცა მართლმსაჯულების მოთხოვნაა, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება.


“ვნახე ვიდეომასალა და სახეზე გვაქვს სამართლებრივი ნორმების დარღვევა [გადაცდომა].  ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ფაქტზე არაეფექტურად მიმდინარეობს გამოძიების [მოკვლევის] პროცესი, ამ პროცესმა კი შესაძლოა  წაახალისოს სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობა”, – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. 

პეტრე ზამბახიძეს ბათუმის მერიის აიპ-ის თანამშრომლები 13 მარტს დაესხნენ თავს. იმ დღესვე გავრცელდა კადრები, სადაც დეტალურად ასახულია დეპუტატზე ანგარიშსწორების ფაქტი, მაგრამ შს სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა განესაზღვრა 13 მარტს დანაშაული ჩაიდინეს მერიის თანამშრომლებმა თუ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს მოწმეები დღემდე არ დაუკითხია.

 

გადაბეჭდვის წესი