სიახლეები

რას „ემასხარავება“ აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას

07.04.2015 • 1215
რას „ემასხარავება“ აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ  სამთავრობო კომისია, რომელიც გასული წლის აპრილში შეიქმნა და რომელსაც გონიოს მიწების საკითხი უნდა შეესწავლა, მუშაობა დაასრულა. ამ კომისიაში გონიოს მცხოვრებლებიც ჰყავდათ შეყვანილი. „ამ კომისიამ მასალები გადასცა ბათუმის საკრებულოს შესაბამის მუდმივმოქმედ კომისიას, რომელსაც ჩვენთვის მიწების დაკანონების პროცედურა უნდა დაეწყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შერეული სამთავრობო კომისია დროის გაწელვისთვის მოიგონეს. მესამე წელია, რაც ესენი ხელისუფლებაში არიან და ტყუილებით გავცხოვრებენ. ჩვენ მიწას ვითხოვთ“.

 

აქცია გონიოში
აქცია გონიოში

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი შეკრებილი არიან გონიოს ციხესთან, მაგრამ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას არ აპირებენ, რადგან დაახლოებით 400 კაცამდე არიან, შესაბამისად, ამის საჭიროება არ არის. აბდლობა გვითხრეს, 500-600 კვადრატს მოგცემთ და გაზს შეგიყვანთო. მოვილაპარაკოთო, რაზე უნდა მოველაპარაკოთ – საკუთრებას ნუ გვართმევენ.

 

ნიაზ ფუტკარაძის თქმით, ეს ბოლო გამაფრთხილებელი აქცია აჭარაში, მერე მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მიმართავს: „ჩვენ არ გვაინტერესებს აქ დღეს ხელისუფლება მოვა თუ არა. ჩვენ ფული ავაგროვეთ და 300 კაცამდე თბილისში  მივდივართ – აჭარის ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი თანახმა არიან გადმოგვცენ მიწები, მაგრამ თბილისიდან აჩერებენ. ჩვენ ჩავალთ თბილისში და პრემიერს ვკითხავთ, რატომ არ გვაძლევენ მიწას, რატომ უნდათ, რომ ღატაკები ვიყოთ და მონებივით ვიმუშავოთ უცხოეთში“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: