
ნიკო ფოროსმანის ნამუშევარი
ბათუმში “მოგზაურობამდე” ფიროსმანის ნამუშევრები გამოფენილი იყო წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და ქუთაისის ისტორიის მუზეუმში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, წინანდალში ფიროსმანის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში 9 749 დამთვალიერებელმა ნახა, რაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მეზეუმში 2014 წლის მაისში დაფიქსირებულ ვიზიტორთა რაოდენობას ორჯერ აღემატებოდა.
ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, ორი კვირის განმავლობაში განცხორციელებული გამოფენის შედეგებიც ასევე აღემატება მუზეუმში სხვა დღეებში დაფიქსირებულ ვიზიტორთა რაოდენობას.
„ფიროსმანის მოგზაურობის“ პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მირზაანში ფოროსმანის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეებისა და ფონდების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე განხორციელდება ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებულ ნამუშევრების „შოთა რუსთაველისა~ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია.
ორგანიზატორთა თქმით, გამოფენა რესტავრაციისა და დაცვის სამსახურის გამკაცრებული კონტროლით ხორციელდება.
გამოფენა ბათუმში თვის ბოლომდე გაგრძელდება. ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში მეორედ იმართება.

ნიკო ფოროსმანი

ფიროსმანი, ხელოვნების მუზეუმში

საგამოფენო აფიშები







