ლევან ცინცაძის მორიგი ოქრო

 

 

  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 14 ივნისს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ბათუმიდან ლევან ცინცაძე და ბერდია გორგაძე. 

რას ნიშნავს იყო მოხალისე

 

 იყო მოხალისე, ნიშნავს აკეთო კარგი საქმე უანგაროდ, შეცვალო საზოგადოების ხედვა, დაამსხვრიო სტრეოტიპები, დაეხმარო მათ, ვისაც შენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. მე მოგიყვებით ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კლუბის საქმიანობაზე, რომელმაც ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა როგორც ჩემს, ასევე ჩემი თანატოლების ცხოვრებაში.

მითები და რეალობა ევროკავშირზე

 

რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში და რა საფრთხეს შეიცავს აგრესიული საინფორმაციო კამპანია კრემლის მხრიდან. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: “მითები და რეალობა ევროკავშირზე. დისკუსიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვა. დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში _ „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია”.

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

„სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილი 12-ბინიანი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვეა ჩარაზულია. 

საზღვარგარეთ მკურნალობა მთავრობის დაფინანსებით

 

„ფეისბუქსა“ თუ ქუჩაში გამოკრულ განცხადებებში ხშირად ითხოვენ შემოწირულობას სხვადასხვა დაავადების მქონე მძიმე ავადმყოფებისთვის, რომელთაც სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. ყველაზე ხშირად ონკოლოგიური პაციენტები საზღვარგარეთ იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ითხოვენ, რომლებიც საქართველოში არ ხორციელდება. საზღვარგარეთ მკურნალობა თუ სხვა სამედიცინო პროცედურები ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. განაცხადების რაოდენობა ბევრია, პროგრამის ბიუჯეტი კი – შეზღუდული. 

პირველი ლაზურ-მეგრული შეპირისპირებით გრამატიკა ბსუ-ში

 

დღეს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება წიგნის წარდგინება „ლაზურ-მეგრული გრამატიკა I. მორფოლოგია“. ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში პირველად დაიწერა ლაზურისა და მეგრულის ახალი ტიპის – შეპირისპირებითი გრამატიკა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისია. მონოგრაფიაში ერთდროულად არის განხილული როგორც ლაზურის, ისე მეგრულის მონაცემები. 

აჭარისწყალი ჯორჯია: ჩვენი პრიორიტეტი აჭარის განვითარების მხარდაჭერაა

 


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – რონი სოლბერგი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, საინტერესო და მრავალწლიანი გამოცდილებით. მის საქმიანობას მრავალმილიონიანი წარმატებული პროექტების მართვა უკავშირდება.

უკანონო ნაგავსაყრები და საკურორტო ქალაქი

 

ქალაქის დასუფთავებისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმის მერია. შეგროვებული ნარჩენები ამ სამუშაოს შემსრულებელს, შპს „ბათუმის სანდასუფთავებას“, გონიოს პოლიგონზე გააქვს. გონიოს უკანონო ნაგავსაყარი კი, გარემოსდამცველების ინფორმაციით, მიწისქვეშა წყლებისა და ატმოსფეროს დაბინძურების წყაროა, რაც მუდმივად უქმნის ქალაქს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მესამე მერია, რომელიც ბათუმელებს ნაგავსაყრის აშენებას ჰპირდება. 7 მილიონი დოლარი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პროექტისთვის 8 წლის წინ გამოყეს, ისევ „გაყინულია“.

თურქულმა მხარემ სარფში 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება ამოიღო

 

19 ივნისს სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – ქალი და მამაკაცი. თურქული მედიის ცნობით, რომელიც სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, დაკავებულებს საზღვარზე 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება გადაჰქონდათ.

უპრეცედენტო ჩემპიონატი ბათუმში

 

 

  გასულ კვირას საქართველოში პირველად ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში – თავისუფალ პირამიდაში, მამაკაცებსა და ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 13 ქვეყნის (უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, საქართველო, მოლდავეთი, ლიტვა, სომხეთი, რუსეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ბელგია) 73 სპორტსმენი – 58 კაცი და 15 ქალი მონაწილეობდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიქიით დაზარალებულებს 20 000 ლარით დაეხმარა



  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებით, თბილისში მდინარე ვერას ადიდების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი გადარიცხა. 

„ერმაკოვო – ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს, ხაბაძე – ნუ გვართმევ სკვერს“

 

ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით, ბათუმში ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ხელისუფლების მიერ გასხვისებულ და ინვესტორის მიერ შემოღობილი სკვერის ღობეზე,  დღეს ასეთი შინაარსის წარწერები გაჩნდა: „ერმაკოვო, ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს“, „ხაბაძე, ნუ გვართმევ სკვერს“. 

მდინარეები და სამოქალაქო ცნობიერება

 

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, პატარა მდინარე ჩამოდის.  როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ის ერთი თვის წინ გაწმინდეს. ამის მიუხედავად, მდინარეში ბევრ საყოფაცხოვრებო ნარჩენს ნახავთ: საზამთროს ქერქს, „პამპერსებს“, პლასტმასის ბოთლებს, მაისურებს, კედებს და ა.შ. მდინარის ერთ ნაპირზე დიდი წითელი ტაშტიც შევნიშნეთ. რატომ არ უფრთხილდება მოსახლეობა მდინარეებს და მის მიმდებარე გარემოს და არის თუ არა ჯარიმები გამოსავალი?

ხელოვნების უნივერსიტეტი სულიკო ჟღენტის სტიპენდიას აწესებს

 

დღეს 22 ივნისს ცნობილი ქართველი დრამატურგის, სულიკო ჟღენტის დაბადების დღეა. დრამატურგის ბიუსტი რომელიც ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, ყვავილებით შეამკეს. 

98 ათასი ლარი ხანძრით დაზარალებული მოსახლეობისთვის

 

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 98 000 ლარით დაეხმარება. თანხას აჭარის მთავრობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხანძრის შედეგად განადგურებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან   გამოყოფს.

დიდაჭარა-ღორჯომის გზაზე ასფალტი დაიგება

 

ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარა-ღორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს  4 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.  

შეხვედრა დამსაქმებლებთან

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში დასაქმების სააგენტო  დამსაქმებლებს შეხვდა და სააგენტოს სიახლეები გააცნო. სიახლეების შესახებ პრეზენტაცია სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარი ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ძირითადი აქცენტი გადამზადების მიზნობრივ პროგრამაზე იქნა გაკეთებული, რომელსაც სააგენტო 2015 წელს ახორციელებს. 

გამოფენა ხელოვნების უნივერსიტეტში

 

 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. აღნიშნული პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიაზაცია“ ფარგლებში დაფინანსდა. 

უფასო იურიდიული დახმარება სტუდენტებისგან

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ მოქალაქეებს, უმზადებენ სარჩელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებზე, საჭიროებს შემთხევაში, კი პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესებზეც მიყვებიან. 



საპროტესტო აქცია სკვერის გაყიდვის წინააღმდეგ

 

დღეს 18:00 საათზე, ბათუმში ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩის კუთხები, სკვერების გაყიდვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება. 

გვირაბის ახლოს გზის გახსნის საკითხს კომისია განიხილავს

 

ჩაქვი-მახინჯაურის მიმდებარედ, სოფლის გზის გახსნის საკითხს, კომისია განიხილავს.   აჭარის საავტომობილო გზების  დირექტორის ზურაბ სიხარულიძის   განცხადებით,   კომისია  ხვალ, 23 ივნისს ბათუმში შეიკრიბება. 

რატომ სჭირდება მასწავლებელს ფსიქოლოგის დახმარება

 

რა ბარიერებს აწყდებიან პედაგოგები ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში და რა პრობლემების დაძლევაში ეხმარება მათ ფსიქოლოგის რჩევები? – ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებმა PH International-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მესამე ეტაპი გაიარეს სამართლებრივი კულტურის საფუძვლებსა და ფსიქოლოგიაში. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ტრენინგში მონაწილე პედაგოგებისა და მანდატურის შეხედულებებს.

ბათუმის უნივერსიტეტში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაიხსნა


დღეს, 22 ივნისს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ღონისძიება აშშ-ს ელჩმა  საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გახსნა.  

ხარისხის საერთაშოროს კონფერენცია ჩაქვში

 

 დღეს 22 ივნისს, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია იმართება უკრაინის ხარისხის ასოციაცია (UAQ) ხარისხის პროფესიონალთა საერთაშორისო გილდიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარისხის ლიდერთა კლუბისა და რუსეთის ხარისხის ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც 15 წელია ახორციელებს საერთაშორისო პროექტს  – “ხარისხის თანავარსკვლავედი”, რომელიც ტრადიციულად  ქალაქ სუდაკში (ყირიმი, უკრაინა) ტარდებოდა.

პროტესტი ავტობანის მშენებლობის გამო

 

ჩაქვის თემის სოფელ სახალვაშოს მოსახლეობა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ სოფლის გზის გახსნას ითხოვს. ეს გზა აქ ცენტრალურ მაგისტრალს უერთდებოდა. ავტობანის მშენებლობის გამო კი ჩაიკეტა და სახალვაშოს მოსახლეობას ბათუმში წამოსასვლელად ჩაქვში უწევთ ჩასვლა და იქედან უკან წამოსვლა. გვირაბთან დღეს საღამოს სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობის მხრიდან მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და ამ დროისთვის აქციაც დასრულებულია.

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ადგილს უცვლის

 

 

  ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე გარემოვაჭრე სუვენირებს ყიდდა. ტროტუართან ახლოს მათ ჯიხურები ედგათ და გასაყიდი ნივთები ელაგათ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ 20 ივნისს, დილით სამუშაოზე მოსულებს ჯიხურები ადგილზე აღარ დახვდათ. ამბობენ, რომ მერია მათ ჯიხურების დადგმის ნებას არ აძლევს და ჯიხურები ამიტომ წაიღეს.

მკლავჭიდელების 33 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან



  8 ოქროს, 16 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს _ ეს მედლები ჩამოიტანეს საქართველოს მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატიდან. ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში დიდებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა, საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელებმა სამივე კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს და გუნდური მეორე ადგილიც მოიპოვეს.

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში დასრულდა

 

 

  საზაფხულო სკოლა პიარ-ტექნოლოგიებში, რომელიც ბათუმში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დღეს დასრულდა. მასში სხვადასხვა სფეროდან 15 მსმენელი მონაწილეობდა.

რა შეიცვალა ყოფილი პრივატბანკის კლიენტებისთვის

 

„პრივატბანკის“ „საქართველოს ბანკთან“ შერწყმით ყოფილი „პრივატბანკის“ კლიენტთა უმეტესობას ვერ გაურკვევია, რა თანხის გადახდას სთხოვს „საქართველოს ბანკი“; რა მომსახურება გაუძვირდათ ან გაუძვირდებათ ბანკის შერწყმის გამო; რა პირობებით ისარგებლებენ „პრივატბანკის“ საკრედიტო და სხვა ბარათებით და ა.შ. „საქართველოს ბანკში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონკრეტული კლიენტის შემთხვევაზე, ამ კლიენტის თანხმობის დროსაც კი, საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.

“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“ – სიგარები ქედიდან

 

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია შპს „იმერი“ ქედის მუნიციპალიტეტში 23 დასახელების სიგარას, ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოსა და სიგარასთან ასოცირებულ სხვადასხვა დასახელების აქსესუარს სარეალიზაციოდ ამზადებს.

კაფეები ტროტუარებზე – რა ცვლილება იგეგმება კანონში


ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მოქმედი კაფე-ბარების დიდ ნაწილს მათ წინ არსებული ტროტუარები მთლიანად ათვისებული აქვთ, რაც ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნის. მერიის გარევაჭრობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მალე ახალი რეგულაციები ამოქმედდება და არსებულ სურათს რადიკალურად შეცვლის. ცვლილებების პაკეტს საკრებულოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

 

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში პეტრე მელიქიშვილისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.

საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულები ბათუმიდან

 

 

  ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის აღსაზრდელებმა: ანრი ჯორბენაძემ, გიორგი აგიკიანმა, აჩიკო ჯორბენაძემ, ლუკა მამულაძემ, ჯული ჯიხვაშვილმა, თეკლა ჯიხვაშვილმა, ირაკლი ელიაშვილმა, ლელა დუმბაძემ თბილისში თეიმურაზ კაკულიას თასის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს. ანრი ჯორბენაძემ პირველი ადგილი, გიორგი აგიკიანმა – მეორე, ხოლო ირაკლი ელიაშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა.

როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს



27 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 11 მსმენელი ჩაირიცხა, მათ შორის არიან: მოსამართლის ცოლი, შვილი, მოსამართლის თანაშემწე და მდივანი. ასევე არიან ადვოკატებიც. საბჭოს 20 მსმენელი უნდა აერჩია, მაგრამ 111 კანდიდატიდან მხოლოდ 11 შეარჩიეს. სხვებმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მსმენელებს ამ სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იღებენ. მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსი 11 ივნისს გამოცხადდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის წესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

კარდიოლოგიური უფასო გამოკვლევები ქედასა და შუახევში

 

 

  ქედისა და შუახევის მუნიციპალურ საავადმყოფოებში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. 

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ბათუმიდან 50 სტუდენტი გაემგზავრა

 

 

 აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად, ჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მოველეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და 50 სტუდენტი თბილისში 20 ივნისს 11 საათზე, გაემგზავრნენ.

Exit mobile version