ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება

 

 

  ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2016 წლის ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპი ჯომარდობაში საქართველოში გაიმართება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ამის უფლება მსოფლიო ფედერაციაში მდინარის მონაცემებისა და ადგილმდებარეობის აღწერილობის წარდგენის შემდეგ მიიღო. 

მუხრან ვახტანგაძე: ”ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია”

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე იქნება. როგორც აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ბათუმელებს უთხრეს, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში არქეოლოგიური აღმოჩენის მონახულების დროს განაცხადა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც მერაბ ნაგერვაძე იკავებდა, 2014 წლის აგვისტოდან ვაკანტურია. დღემდე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ერთერთი მოადგილე დავით მიქელაძე ასრულებს.

სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული ძმები ბათუმიდან

 

სასკოლო ოლიმპიადა „შერლოკის~ გამარჯვებულები მეოთხე და მეხუთე კლასებს შორის მათემატიკაში ბათუმელი ძმები, ათი წლის გიორგი და ცხრა წლის თორნიკე ვარშალომიძეები გახდნენ. ორივე მათგანი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ეს მათი პირველი გამარჯვება არ არის, გიორგი ვარშალომიძემ სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტშიც“ პირველი ადგილი დაიკავა.

სოფლის სამართალი

 

მერისის ხეობას რომ ბოლომდე აივლი, მიადგები მთას, რომელსაც ღომას მთას ეძახიან. დიდი ხნის წინ ეს მთა მერისის ხეობელებსა და შუახეველებს შორის დავის საგანი ყოფილა. დავა კარგახანს გრძელდებოდა. სახელმწიფო უწყებების ჩარევამაც ვერაფერი გააწყო. ბოლოს სამართალი ხალხმა დამოუკიდებლად იპოვა. 

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია ტურიზმის სფეროში გარკვეულ გადასახადებს აწესებს

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსებისა თუ კვების ობიექტებიდან გადასახადების დაწესების შესახებ შესული შეტყობინებების საპასუხოდ, კერძო სექტორისთვის საინფორმაციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რომ არანაირი ლიცენზირება თუ გადასახადის გადახდა სახელმწიფო უწყებებიდან არ ხორციელდება.

jhfgl

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, განთავსებისა თუ კვების ობიექტებიდან – გადასახადების დაწესების შესახებ შესული შეტყობინებების საპასუხოდ, კერძო სექტორისთვის საინფორმაციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რომ არანაირი ლიცენზირება თუ გადასახადის გადახდა სახელმწიფო უწყებებიდან არ ხორციელდება.

რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციას ბათუმში

 

საერთაშორისო კონფერენცია ”საქართველოს ევროპული გზა” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარის გარეშე დატოვა. კონფერენციის ფარგლებში იგი დღეს ორმაგი შეხვედრის ფორმატში სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს – ჰერბერტ ზალბერს  და ევროკავშირის ელჩს საქართველოში – იანოშ ჰერმანსაც შეხვდა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გაიხსნა

 

დღეს ბათუმში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გაიხსნა.  საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდა.

 

თხილნარის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებისთვის მიმართულების შეცვლას აპროტესტებს

 

 დღეს, 19 ივნისს, თხილნარის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მხოლოდ #39 (ხელვაჩაურის) სამარშრუტო ტაქსებს ეძლევა გადაადგილების საშუალება, სოფლის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს კი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ.

ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

 

19 ივნისს, ამ წუთებში, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ორმაგი შეხვედრის ფორმატში სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს – ჰერბერტ ზალბერს ხვდება. დღესვე, მოგვიანებით, ივანიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში – იანოშ ჰერმანსაც შეხვდება.

ვის ემუქრება ვარიკოზი

 

ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ქრონიკული ვენური უკმარისობის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც ხდება ქვედა კიდურის ზედაპირულ ვენების (რომელთაც სისხლი მიაქვთ გულისკენ) სარქვლოვანი აპარატის დარღვევა, რის გამოც ხდება სისხლის უკუდინება. ამ დროს თხელდება ვენის კედელი და ვენა ხდება ტომარისებური აღნაგობის, ალაგ-ალაგ შეიმჩნევა ვარიკოზული კვანძების გამობერვა. ასე ვითარდება ვენური სტაზი ანუ შეგუბება. ვარიკოზი შესაძლოა წელიწადის ნებისმიერ დროს განვითარდეს, მაგრამ ზაფხულის სიცხის გამო იგი სწორედ ამ დროს მწვავდება. ამ თემაზე ანგიოლოგი ლელა ფირცხალავა გვესაუბრა.

შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ

 

უკვე მეორე წელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას ახორციელებს, რომელიც გულისხმობს აჭარაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ბათუმის სადეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრებში 15-დღიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. მუნიციპალიტეტებში მსგავსი მომსახურების სხვა მიმწოდებელი არ არსებობს.

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და ქუჩის ბორდიურების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადათხრილია ჯავახიშვილის, კომახიძისა და ჭავჭავაძის ქუჩები. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველზეც. განახლებული ინფრასტრუქტურით თუ მიმდინარე სამუშაოების რეჟიმში? – როგორ დახვდება ქობულეთი წელს დამსვენებელს. „ბათუმელების“ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხა.

ანონსი- რა არის ევროპელობა


რატომ გვეშინია ევროპელობის, რა არის ევროპელობა,  ევროპული ღირებულებები და პროგრესი -ამ თემაზე ხვალ, 20 ივნისს  დისკუსია გაიმართება.  მომხსენებელი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი. 

თეა წულუკიანი: არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს

 

 დღეს, 19 ივნისს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე – ”საქართველოს ევროპული გზა”, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის რეფორმა, რაც საქართველოში ორი წლის განმავლობაში სამართლის სფეროში მიმდინარეობს , იქნება ეს მართლმსაჯულება თუ  ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღწევად განხორციელებული იუსტიციის სამინისტროს რეფორმები, მაინც გაკეთდებოდა. „ეს სჭირდება ჩვენს ახალ თაობებს, რათა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ” – განაცხადა წულიკანმა.  

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რეგლამენტს წამზომით დაიცავს

 

ბათუმის საკრებულოს დარბაზში სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ყვირის, პარალელურად ყვირის მისი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, პერიოდულად ოღონდ შედარებით დაბალ ხმაზე ერთვებიან საკრებულოს სხვა წევრებიც. ამ დროს სრულიად გაურკვეველია ვინ რას ამბობს, უფრო სწორად ვინ რას ყვირის. საკითხის ირგვლივ მსჯელობა წარსულის გახსენებასა და საქმის გარჩევაში გადადის. საკრებულოს წევრები ერთმანეთს შენობით მიმართავენ და მიმართვის ფორმად ხშირად იყენებენ სიტყვას „ბიჭო“. ეს თითქმის ყველა სხდომაზე მეორდება. 

დავით ბაქრაძე კონფერენციის დღევანდელი თემების შესახებ

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზის” დღევანდელ სესიებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის იმპლემენტაციის პირველ შედეგებზე და ევროკავშირის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – ”საქართველოს ევროპული გზა” გრძელდება

 

დღეს, ბათუმში, რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზის”  მეორე დღეა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ევროკავშირის ქვეყნებიდან 300-მდე დელეგატი ესწრება.

 

მდუმარე აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში მოქალაქეებმა  სტიქიის დროს დაზარალებულებს სოლიდარობა  მდუმარე აქციით გამოუცხადეს. 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი

 

ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები მიმდინარე წლის 30 ივლისს 10 საათიდან გაითიშება, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 18 და 30 ივლისს ის გადამცემები გაითიშება, რომლებიც სხვადასხვა მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.  

ამერიკელი პროფესორი: როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ

 

„კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი“ – ამ თემაზე დღეს, 18 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ დონოვან რიპკემამ ჩაატარა. ლექცია ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბათუმის მერიისა და საკრებულოს და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“  ორგანიზაციის წევრი ადვოკატების მეშვეობით ვახორციელებთ პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვას, როგორც გამოძიებასთან ასევე საერთო სასამართლოების სისტემასთან ურთიერთობით. აქტიურად ვართ ჩართულები სამართალგამოყენების პროცესში. ეს, ამ კუთხით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის სურვილს აჩენს. 

სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები თბილისში [ფოტო]

 

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ასეულობით ათასი ლარია. დაზარალებულები დროებით სასტუმროებში განათავსეს, ხოლო იმ ადგილებს, რომლებიც ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა, მოხალისეები სამი დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით ასუფთავებდნენ.  

ანონსი – მდუმარე აქცია ბათუმში

 

დღეს, 18 ივნისს, ბათუმში მდუმარე აქციაა დაგეგმილი, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, აქცია ერას მოედანზე  20 საათზე დაიწყება. 

 

პერ ეკლუნდი: პუტინი გააგრძელებს ჩვენ დაშინებას

 

პერ ეკლუნდი უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის [ISDP] უფროსი მკვლევარი, შვედეთიდან დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა: „პუტინი გააგრძელებს ჩვენ დაშინებას, შვედეთის საჰაერო სივრცეში,  ჩვენს დედაქალაქთან  ახლოს ხშირად ჩნდება  მათი სამხედრო ავიაცია“.

მისი განმარტებით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებებზე მაღლა აყენებს საკუთარ ინტერესებს,  „საქართველოს ტერიტორიის 25 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ადამიანებს ღუპავს პროპაგანდით“.

 

 

საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია

 

 საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თამარ ბერუჩაშვილმა და ლინას ლინკევიჩუსმა დღეს, 18 ივნისს, ბათუმში ყოველწლიური  კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა“ – ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიას.  პრესკონფერენცია მედიისთვის მოეწყო და მინისტრებმა ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნაციონალური მოძრაობა: ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

 

17 ივნისს ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა და პარტიის წევრმა რევაზ ხარაზმა ქობულეთში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთეს.

დამატებითი სამედიცინო დახმარების ჯგუფები ბათუმში

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფრომაციით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, სამი ბრიგადა დაემატება. შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე 13-ის ნაცვლად 16 ბრიგადა იმუშავებს.

საქართველოს ევროპული გზა-კონფერენცია ბათუმში

 

„საქართველოს ევროპული გზა“ – ამ სახელწოდებით ბათუმი რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ევროკავშირის ქვეყნებიდან 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არის ბულგარეთის პრეზიდენტი.

ბულგარეთის პრეზიდენტი ბათუმშია

 

დღეს, 18 ივნისს ბათუმში ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ჩამოვიდა.  ბათუმის აეროპორტში პრეზიდენტს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და  მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.

კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი – ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია ბათუმში

 

18 ივნისს, 14 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის #51 აუდიტორიაში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ დონოვან რიპკემას საჯარო ლექციაზე  „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ეკონომიკური რესურსი.“

ნათია სირაბიძე: აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა 60 000 ლარი შეაგროვეს

 

 თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მასშტაბით ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. დახმარების მიზნით ტანისამოსი, სურსათი, ჰიგიენისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ბიზნესმენებმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს.

აგროტური აგროსერვისცენტრში

 

აჭარაში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლები ქობულეთში აგროსერვისცენტრის საქმიანობასა და ორგანიზაციაში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. სტუმრებმა აგროსერვისცენტრის მარწყვისა და პომიდვრის სათბურები, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, ხილის საშრობი მინისაწარმო და ფურის ხელოვნური განაყოფიერების სადგური დაათვალიერეს. ვიზიტის მიზანი კოოპერატივებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები დაზარალებულებისთვის ფულს და საჭირო ნივთებს აგროვებენ

 

 
ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები უკვე მესამე დღეა, თბილისში 13–14 ივნისს სტიქიით შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთებს და თანხას აგროვებენ.

 

 

 

 

 

ხვალ არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში ვერ მივა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხვალ, 18 ივნისს, ის არ აპირებს უმაღლეს საბჭოში მისვლას.  არჩილ ხაბაძის თქმით, მას ამის ობიექტური მიზეზი აქვს -ხვალ აჭარაში ვიზიტად მყოფ ბულგარეთის რესპუბლიკის პრზიდენტს როსენ პლევნელიევს მასპინძლობს.

აჭარის მთავრობა ერთი თვის ხელფასებს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

 

დღეს, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 300 შეკვრა სურსათი გაიგზავნა. მათგან 200 ყუთი ბათუმში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების მიერ არის შეგროვებული, ხოლო 100 ყუთი – მოსახლეობის, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით შეგროვდა.

Exit mobile version