დაახლოებით ერთი კვირაა რიჩარდ ნორლანდი – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, აჭარაში იმყოფება.
Author Archives: ბათუმელები
11 ლარი – ხელფასი ექთნებს
გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, აპრილში რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიურ, ტრავმატოლოგიურ, ნეიროქირურგიულ და კარდიოლოგიურ განყოფილებებში ექთნებმა და სანიტრებმა გამომუშავებით 11-დან 39-ლარის ოდენობის ხელფასები აიღეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამას ბოლო დროს პაციენტების ნაკლებობით ხსნიან.
როგორ უნდა ჩავერთოთ ბათუმში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათი სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას გულისხმობს, 15 ივნისიდან აჭარაშიც ამოქმედდა. პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკურ კვლევებს ბათუმში მხოლოდ ერთი დაწესებულება – ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი ახორციელებს.
დისკუსია ნარკომანიის პრობლემის და ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის შესახებ
დღეს, 26 ივნისს, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 13:30 საათზე, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და კავშირი ,,იმედი“ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშიწყობის მიზნით გაწეული სამუშაოს შესახებ.
ბათუმში რკინის ჯიხურებს იღებენ
25 ივნისს, ღამით ბათუმში რკინის ჯიხურების აღება დაიწყეს. სოციალურ ქსელში ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა ვრცელდება.
25 ივნისი მეზღვაურთა დღეა
2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ(IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ველომსვლელობა ბათუმში
ხვალ, 26 ივნისს, იგეგმება ყოველთვიური ტრადიციული მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ანბანის კოშკთან გაიმართება საღამოს 19:30 საათზე.
ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვაო ნავსადგურთან ახლოს რკინის ჯიხურების განთავსების თაობაზე ბათუმის მერია ოფიციალურ განმარტებას აკეთებს, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.
ვებპორტალი აქტიური მოქალაქეებისთვის
დღეს, 25 ივნისს, 17.00 საათზე, ქალაქ ბათუმის მერიის საკოფერენციო დარბაზში გაიმართება დამოუკიდებელი ვებპორტალის – www.ShenMartav.ge პრეზენტაცია.
გარემოვაჭრეები ჭაჭის თაუერთან [ფოტო]
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდნენ.
კონკრეტულად რატომ ამ ამდგილას? – “ბათუმელებს” მერიაში უთხრეს, რომ ამაზე მოგვიანებით უპასუხებენ.
მეწყერსაშიში ზონები აჭარაში
აჭარა, განსაკუთრებით რეგიონის მთიანეთი, მეწყრული პროცესებითაა ცნობილი. მეწყრული კერების გააქტიურებას აქ არაერთხელ მოჰყვა ტრაგიკული შედეგი. სად არის აჭარაში “ცხელი წერტილები”, რამდენად ინფორმირებულია ამ პროცესების შესახებ ხელისუფლება? – “ბათუმელები” აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.
შუახეველი მოსწავლეების სკანდალური “ეტალონი“
სატელევიზიო გადაცემა „ეტალონის“ სტუმრები გასულ კვირას შუახეველი მოსწავლეები იყვნენ. მანამდე „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეები შუახევის რესურსცენტრმა გამოავლინა. „ეტალონის“ ფინალში მეორე ადგილზე გასული მოსწავლე ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასულს კარნახობდნენ, რის გამოც მან გამარჯვებულის სტატუსი დაკარგა. მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლემ პროტესტის ნიშნად პრიზები უკან დააბრუნა. „ეტალონში“ კი განმარტავენ, რომ სტუდიაში მისულ ყველა მონაწილეს აფრთხილებენ, პროექტი „კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება“ და მოუწოდებენ „თავი შეიკავეთ უღირსი საქციელისგან…“
ციხეში მაყურებლის ინსტიტუტსა და პატიმრების წამების შესახებ
რა მდგომარეობაა ახლა ციხეში, არის თუ არა იქ მაყურებლის ინსტიტუტი, ისევ აწამებენ თუ არა პატიმრებს _ ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულების ადვოკატებმა დაზარალებულად ცნობილ პატიმრებს დაუსვეს.
ფოსტის ფასადი – გუვენ ბათუმი “ბათუმელების” სტატიას ეხმიანება
კომპანია „გუვენ ბათუმი“ გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას – „ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე“ ეხმიანება. კომპანიამ წერილით მომართა რედაქციას:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შუქი გაუთიშეს
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, გამოცდების პროცესი შესაძლებელია ჩაიშალოს, რადგან „ენერგო- პრო ჯორჯიამ“ დავალიანების გამო უნივერსიტეტს ელექტროენერგია გაუთიშა.
სამოქალაქო საზოგადოება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად – დისკუსია
ხვალ, 25 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 238-ე აუდიტორიაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“.
ბათუმში ჰიდროგრაფიული კომისიების კონფერენცია ჩატარდება
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების რიგით მე-19 კონფერენცია, საქართველოში პირველად ბათუმში ჩატარდება. კონფერენციას კოორდინირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური გაუწევს.
უფასო სამედიცინო აქცია წალკის მოსახლეობისათვის
ხვალ, 25 ივნისს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
წარუმატებელი ყაზახური ინვესტიცია აჭარაში – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა
24 ივნისს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ოფისმა ბათუმში კვლევა – „წარუმატებელი ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში წარმოადგინა.
ქედის გამგეობაში დასაქმების მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს
დღეს, 24 ივნისს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ათი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურსანტებთან ერთად კომისიის წევრები გამგეობისა და საკრებულოს მოქმედ იმ თანამშრომლებსაც გაესაუბრებიან, რომლებმაც ატესტაციის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო
დღეს, 24 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ბექა სასამართლოს არ ესწრება. მისი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ მძიმე და დისკრიმინაციულია.
კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმში
27 ივნისს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური გახსნის მოლოდინში
„ბათუმი ცენტრალი“ – იგივე რკინიგზის სადგური და ავტოსადგური გასულ კვირას უნდა გახსნილიყო ბათუმში, მაგრამ როგორც სადგურის დირექტორი ამბობს, „თბილისის ტრაგედიის გამო ტაშ-ფანდურისთვის არავის ცხელა“. შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ეს ახალი კომერციული ობიექტი ოფიციალურად გაიხსნება თუ არა. თუმცა, პირველი მატარებელი სადგურში უკვე შევიდა.
იყიდება ბინა ბათუმის შერატონთან
იყიდება 2-ოთახიანი (44 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონონთან. ასევე იყიდება 2- ოთახიანი (66 კვ.მეტრი) ბინა სასტუმრო შერატონის პირდაპირ. ფასი შეთანხმებით.
ტელ.: (574) 831103; (574) 045 489.
პეტრას ციხის რეაბილიტაცია იწყება
პეტრას ციხის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 318 433 ლარი იქნება და მალე დაიწყება, ორეტაპიანია: „პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე ციხესიმაგრის კეთილმოწყობა, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები“.
მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”
დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული სასტუმროს ადმინისტრატორია. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთ-საქართველოს საზღვართან დააკავეს. პროკურორმა სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებული საზღვრის კვეთიდან 35 წუთში შეაჩერეს სამართალდამცავებმა და გაჩხრიკეს.
შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დღეს, 24 ივნისს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00–დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 750 აბონენტს ქობულეთში; ხოლო ხვალ, 25 ივნისს 11:00–დან 16:00 საათამდე 1395 აბონენტს ზემო აჭარაში.
იმედის მედალი ”ბაქო 2015”-დან
მშვილდოსნებმა ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ, ბაქოში გამართულ ევოროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვეს. მათ ვერცხლის მედალი წყვილთა ბრძოლაში მოიგეს, რომელიც 16-19 ივნის მიმდინარეობდა.
ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ მომდევნო დღეებში ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც გააგრძელეს ასპარეზობა. 21 ივნისს ქალებს შორის ჩატარდა ინდივიდუალური პირველობა, 22 ივნისს კი – მამაკაცებს შორის. ორივე მათგანი მერვედფინალიდან გამოეთიშა თამაშს.
მოქმედი სპორტსმენი ხათუნა ნარიმანიძე ამავდროულად საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. 2015 წლის თებერვალში ის 18 მეტრიან დისტანციაზე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ლაშა ფხაკაძეს, მისი კარიერა მშვილდოსნობაში ექვს წელს ითვლის, ბაქოში კი პირველი ოლიმოპიური მედალი მოიპოვა.
ისინი საქართველოში დღეს ბრუნდებიან. ბაქოში მყოფ ქართველ მშვილდოსნებს „ბათუმელები“ ესაუბრა.
ქედაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბზუბზუში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ცოფი აქ მკვდარ ძაღლს დაუდგინდა.
ბოლივუდის მსახიობები ბათუმის ბულვარში
„ბათუმის ბულვარის“ ვებგვერდის ცნობით, ბათუმში ინდური ფილმისთვის ეპიზოდები გადაიღეს. მხატვრული ფილმის „რამლეილა“-ს 3 მუსიკალური კლიპის კადრების გადასაღებად 25-კაციანი გადამღები ჯგუფი ბათუმში ორი დღის განმავლობაში მუშაობდა.
შშმ პირი ატესტატის ძიებაში
გიორგი გურგენიძე 25 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან საბაზო განათლება ორთაბათუმის საჯარო სკოლაში მიიღო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მის მშობლებს ხელთ აქვთ, თუმცა როგორც გიორგის დედა, მზიური ბალაძე ამბობს, საბაზო ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე სკოლა უარს აცხადებს, მიზეზად დირექტორის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ბრძანების არარსებობა სახელდება. გიორგის დედა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, კონკრეტულად კი სკოლა და განათლების სამინისტრო, მისი შვილის უფლებებს არღვევს.
რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან
მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები პრობლემური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებენ. ამ მიზნისთვის ისინი ფულს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავენ. დაფინანსების მოსაპოვებლად 2013 წლიდან დღემდე ფონდში აჭარის მთიდან რვა ინფრასტრუქტურული პროექტი შევიდა, მაგრამ ფონდს დღემდე არც ერთი მათგანი არ დაუფინანსებია.
ბარბარეს ტაძარი მერიისგან ნათხოვარი მეორადი კრამიტით გადაიხურება
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2910 ლარის ღირებულების 1500 ცალი კრამიტის [მეორადი] საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ თხოვების უფლებით, ქალაქ ბათუმის მერს თანხმობა მისცა.
თაფლის ფესტივალი ბათუმში
წელს ტურისტულ სეზონს ბათუმი კიდევ ერთი ახალი ფესტივალით შეხვდება – 16 აგვისტოს დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორები და წარმომადგენლები მეფუტკრეები იქნებიან. თაფლის ფესტივალი, ანუ თაფლის გამოფენა-გაყიდვა ცოცხალი მუსიკის ფონზე, ბათუმის ბულვარის შესასვლელთან გაიმართება.
უნივერსიტეტის კანცლერად ბათუმის ყოფილი მერი აირჩიეს
დღეს, 23 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერად ჯემალ ანანიძე წარმომადგენლობითი საბჭოს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ბათუმის შუქურაზე შეჩერებული მშენებლობა გაგრძელდება
ბათუმის შუქურაზე მშენებლობის ნებართვა მერიამ განმეორებით გასცა. მერიამ ეს ნებართვა, პირველისგან განსხვავებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით გასცა. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, შუქურასთან დამხმარე ნაგებობის მშენებლობა სააგენტომ დასაშვებად მიიჩნია.