გუშინ, 16 ივნისს, აჭარის მთავრობა, არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა მოცეკვავეების – ზაურ ლაზიშვილისა და თემურ ბიბილეიშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე. ამის გამო სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობამ კრიტიკა დაიმსახურა. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იყო საქველმოქმედო საღამო, რომელიც თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას ითვალისწინებდა.