Batumelebi | აჭარის განათლების სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტი განიხილა აჭარის განათლების სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტი განიხილა – Batumelebi
RU | GE  

აჭარის განათლების სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტი განიხილა

 

აჭარის განათლების სამინისტროს  2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის გეგმა 17 545 700 ლარს შეადგენს. მომავალ წელს დაგეგმილია 11 პროგრამისა და 31 ქვეპროგრამის განხორციელება. აჭარის განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული დაწესებულებების პროგრამული ბიუჯეტი გუშინ განიხილეს.

 

 

2014 წელს აჭარის განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული დაწესებულებების პროგრამული ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯი  8 800 200 ლარს შეადგენდა. სამინისტრო გასულ წელს 10 პროგრამას და 27 ქვეპროგრამას ახორციელდება, 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გეგმა კი 14 324 200 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 10 პროგრამას და 28 ქვეპროგრამას ახორციელებს.

 

პროგრამული ბიუჯეტის განხილვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, თანამშრომლები, სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები“