სიახლეები

უკრაინელი ჯარისკაცების შვილებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცეს

11.09.2015 • 1596
უკრაინელი ჯარისკაცების შვილებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცეს

 

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა შვილები აჭარას 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები ბათუმში აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოწვევით დასვენება/რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გადიან.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერნოპოლელი ბავშვები ბათუმში ყოფნისას მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისეირნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში,ზღვაში; დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას.

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ოთხი თვის წინ, აჭარას ორკვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.

გადაბეჭდვის წესი