სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

10.09.2015 • 1477
საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

 

ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სამუშაო სესიების გარდა გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების პროგრამა,  პირველი სამუშაო დღის შემდგომ  უცხოელი და ქართველი მონაწილეები  ბათუმის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნას დაესწრებიან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირას” ორგანიზებით მესამე წელია  ტარდება.


11 სექტემბერს კი  დელეგაციის წევრები ბოტანიკურ ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხეებს დარგავენ, რომელსაც შემდგომში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხეივანი დაერქმევა. კონფერენცია დასრულდება  გალა კონცერტით,ნანი ბრეგვაძის, ნინო ქათამაძის, სოფო ნიჟარაძის, ანსამბლ „ბათუმისა“ და  ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის” მონაწილეობით. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ნიკოლოზ რაჭველი  და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

  

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით 2014 წელს გადაიბარა.  გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული და მას 40 ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა. 2014-2017 წლებში საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.


გადაბეჭდვის წესი