კვირის ამბები

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

11.09.2015
ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

დანაშაულის ადგილი

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებულს 2 სექტემბერს სახლში სტუმრად ჰყავდა მეგობრები. მან ერთ-ერთი მეგობარი მეზობლად მდებარე მაღაზიაში ლუდის საყიდლად (ნისიად) გაუშვა. გამოძიების ვერსიით, ამ მაღაზიაში ბრალდებული ხშირად იღებდა პროდუქციას ნისიად და ვალს ხშირად არ იხდიდა. გამყიდველმა მეზობლის მეგობარს ლუდის ნისიად გაცემაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა ბრალდებული და იმის გამო, რომ მას ორი ბოთლი ლუდი ნისიად არ მისცეს, გამყიდველს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, ჭრილობებისგან იატაკზე დავარდნილ ქალს კი ყელი გამოჭრა. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მაღაზიაში შემთხვევით შესული მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით ბრალდებული ამოიცნო და, ფაქტობრივად, ის ამ დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, ასევე დაჭრილია – მასაც ბრალდებულმა თავის არეში მიაყენა დანით ჭრილობა. დაზიანების ხარისხს, ჯერჯერობით, ექსპერტიზა ადგენს, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბრალდებულს კვალიფიკაცია შეეცვლება და ბრალი დაუმძიმდება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა და წვერი ჰქონდა მოშვებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის დანაშაულის ადგილიდან სახლში წავიდა, სადაც გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ეზოში გადამალა, ასევე გაიპარსა წვერი.
პოლიციამ მოგვიანებით ის საკუთარ სახლში იპოვა, დაკითხვისა და ამოცნობის შემდეგ კი სამმართველოს შენობაში დააკავეს.
ბრალდებული ადრე ორჯერაა ნასამართლევი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოში მოსამართლეს, მანამდე კი ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს, დავით კეკელიძეს გადასცა. ის ორივეჯერ ქურდობის მუხლითაა გასამართლებული.

ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს დაკავების დროს გაქცევის მცდელობა არ ჰქონია, ამიტომაც გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.

მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: