Batumelebi | საკონსტიტუციო სარჩელი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე – Batumelebi
RU | GE  

საკონსტიტუციო სარჩელი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე

 

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, რითაც ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებკანონში შეტანილი ცვლილებების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. 3 სექტემბრს აღნიშნულ კანონში მიღებული ცვლილებით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების – „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

 

სარჩელთან ერთად მოსარჩელე ითხოვს ახალი  ნორმების შეჩერების ამოქმედებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.

 

პარლამენტმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად და საბჭოს წევრებად დაამტკიცა პირები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ქვეყნის ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი.

 

საკონსტიტუციო საჩივრის წარდგენას სასამართლოში დეპუტატი შალვა შავგულიძეც ესწრებოდა.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები