ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიური გამოავლენს ფინალისტებს და მედლის მფლობელებს (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).
წელს ფესტივალზე დაჯილდოვდება:
- საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი;
- საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი;
- საუკეთესო იდეა.
გარდა ამისა, გამოვლინდება: კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი და ფესტივალის გრანპრი.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდება:
- ფესტივალის საუკეთესო სააგენტო;
- ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო;
- ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო
სპეციალურად ქართული სააგენტოებისათვის დაწესდება ჯილდო – ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო.
გარდა ამისა, არტდირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E) გადაწყვეტილებით, ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea -ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებენ, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards -ში, ბარსელონაში.
გამარჯვებულები საუკეთესო ნამუშევრები და სააგენტოები Ad Black Sea – ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, 27 სექტემბერს დასახელდება.