როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

„ხანუმა“ და კიდევ 16 ძველი ფილმი დღეს საქართველოში ბრუნდება

დღეს, 27 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ ფილმებს შორისაა სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს. ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც …

პოლიციამ დააკავა მამა, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ქორწინებას აიძულებდა

შს სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა. …

დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა – ოჯახში ძალადობის 2 ფაქტი ქობულეთში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს – 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს …

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:  „შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი.“ ____________ …

როგორი იქნება ოქტომბრის ბოლო დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 28 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციებისა და შპს “ბათუმის წყალი” სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.

პოლიციის პიკაპი არხში ჩავარდა – წვიმა ბათუმში

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის ჭაობის მონაკვეთში, პოლიციის ავტომანქანა პიკაპი არხში ჩავარდა. ქუჩის ეს ნაწილი დაზიანებულია. დღეს, 26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია წვიმის შედეგად დაზარალებულების შესახებ. ამ დროისთვის [21:30] ბათუმში ისევ წვიმს.  

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

„პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება 50 ძროხა“ – პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ საქართველოში

26 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოში პირველი „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა და მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია, მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება. ღონისძიების ორგანიზატორებია „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“. „მესაქონლეობის ექსპო“ მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრს ითვალისწინებს სხვა აქტივობებთან ერთად. „საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 …

აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს

სოხუმში მცხოვრები 32 წლის ბესლან ხვარწკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარწკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში იმ ქორწილის ქილიკი გახდა, რომელშიც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველები დახვდათ. ხვარწკია აუდიომიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით [козлосвадьба] მოიხსენიებდა. ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის პოლიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი მრავალრიცხოვანი დაზიანებებით სხეულზე. პაციენტს …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

ბათუმის ოთხ ქუჩაზე გაზი ხვალამდე არ იქნება – ავარიული დაზიანება

დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება  შეუწყდა ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის  აბონენტებს. „სოკარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი აბონენტებს  ეტაპობრივად 23 ოქტომბრის 10:00 საათიდან მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას გამოეხმაურა. საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგის, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მამულაძისგან. „4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა …

ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ბარცხანის დასახლებას იმედაშვილის ქუჩას ბაქოს ქუჩას მაქაცარიას ქუჩას მერკვილაძის ქუჩას კანდელაკის ქუჩას შავშეთის ქუჩას ნონეშვილის ქუჩას ბაქრაძის ქუჩას ქათამაძის ქუჩას თამარ მეფის გამზირს ჭიჭინაძის ქუჩას აგარაკის ქუჩას ლორთქიფანიძის ქუჩას დიასამიძის ქუჩას შრომის ქუჩას კაზინეცის ქუჩას ქათამაძის …

5 ცნობილი ადამიანი ბათუმის ისტორიიდან

ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება. [gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box] 1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი …

სარფის საბაჟოზე, ავტომანქანის სამალავიდან 1 კილოზე მეტი ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტომანქანაში, სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა. საქმეზე გამოძიება …

„ნობელების ქალაქი“ – უფასო ტური ბათუმში ხვალ გაიმართება

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი ______________________ დღეს, 21 ოქტომბერს, ალფრედ ნობელის დაბადების დღეა. ამ გვარს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომაც ხვალ, დილის 9 საათზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან, ბაქოს ქუჩის N 50-ში, ვიწვევ ნებისმიერ მსურველს უფასო ტურზე – „ნობელების ქალაქი“, რომლის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ ძმები ნობელების მოღვაწეობაზე ბათუმში და ბათუმის ისტორიის  საინტერესო დეტალებზე. ნობელების სახელს …

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ხვალ, 22 ოქტომბერს, შემოვა ბათუმის ნავსადგურში. ეს გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. USS Porter (DDG 78)  Arleigh Burke-ს კლასის მართვადი …

ოქტომბერში თბილი ამინდი შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ …

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში – მან ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ ახალკაცმა ახალგაზრდებს შორის 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

ესმა გუმბერიძის მოსაზრება გაეროს ასამბლეის სხდომის შემდეგ

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი _______________________________ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი გაეროდან, სადაც ვესწრებოდი გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის სხდომებს. გენერალური ასამბლეა გაეროს ერთ-ერთი წამყვანი მმართველი ორგანოა. პარლამენტს ჰგავს. სწორედ გენასამბლეაზე იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხის განსახილველად. გაერო ხომ მსოფლიო პოლიციელი კი არაა, არამედ შეკრების ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც სხვაგან არ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22-27 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15-20 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 22 …

20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დღეს, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ფედერაციის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  ____________ ფოტო: ijf.org

შსს: ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ორი შემთხვევა ერთ კვირაში

დღეს, 17 ოქტომბერს, ბოლნისში ქალი მოკლეს, მისი მკვლელობის ბრალდებით კი ქმარი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა საქართველოში 11 ოქტომბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ …

რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბონი-გოროდოკის დასახლებაში

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, კეთილმოეწყობა შემდეგი ქუჩები: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელების ნაწილი იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩები. ამ ეტაპზე სამუშაოები იაშვილის ქუჩაზე …

ჯაპანა-ლანჩხუთის გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე ჯაპანიდან ლანჩხუთის ცენტრამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზით. სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიზანია, …

ქობულეთის ორ სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 08:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე ქობულეთში გაზმომარაგება შეუწყდება გვარასა და კონდიდის აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად მიეწოდებათ.  „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმის სასამართლომ ნარკოტიკების საქმეზე ორ პირს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები – ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს …

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 16 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელიa ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22-27 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 18 …

გორის სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებისთვის კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ი. დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, კასპის მუნიციპალიტეტში ო.ი. 5 წლის მეზობელი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა ო.ი. 2019 წლის 27 ივლისს დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს …

გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა

თუ გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც, თქვენი აზრით, ბათუმში შეიძლება, 2019 წლის 30 ოქტომბრამდე შეგიძლიათ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა და იდეის განსახორციელებლად საჭირო თანხაც მოიპოვოთ. საუბარია კონკურსზე შენი იდეა ბათუმს, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს,  განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე პირობითაა შესაძლებელი: კონკურსში მონაწილე პირი სრულწლოვანი და ბათუმში რეგისტრირებული უნდა იყოს, შესაძლებელია იდეა წარადგინოს საინიციატივო …

პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 19 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან – ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – …

ქობულეთში 57 წლის კაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაღელეში, 57 წლის კაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. როგორც „ბათუმელებს“ ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ემზარ კვესიეიშვილმა უთხრა, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადაჰყავდა, როცა იგი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანი დაკბინეს წლის განმავლობაში მწერებმა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წელს ბაზის მიერ ადამიანების …

Black Rabbit Foot-ის დისტოპიური მუსიკა Bek Bekson-ისგან

ავტორი: მალხაზ ჭკადუა  _________________ ექსპერიმენტები თანამედროვე ბათუმის მუსიკალურ სცენებზე გვაკლია. ყოველწლიურ ფესტივალებსა თუ სხვადასხვა თარიღის აღსანიშნავ კონცერტებზე დროში გამოცდილ ფოლკლორს ან ისეთ პოპულარულ მუსიკას უკრავენ, რომელიც ახალს თითქმის არ გვეუბნება, არც საპროტესტო მუხტი ჩანს, ხანდახან ჯანყის ნასახიც კი არ აქვს. ჩვენც, მობეზრებულები, როგორღაც მაინც ვცდილობთ შეჩვეულ რიტმებს ფეხი ავუწყოთ და მერე ვიშლებით ახალი რუტინული დღისთვის …

Exit mobile version