ოქტომბრის თბილი, უნალექო დღეები ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, თუმცა – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22-27 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიის გამო, დღეს, 13 ოქტომბერს, 21:00 საათზე წყალმომარაგება შეწყდა: [crosslist] ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ჭავჭავაძის ქუჩისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში  პუშკინის ქუჩაზე – ლუკა ასათიანისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების მონაკვეთში [/crosslist] „ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შეფერხებისთვის. დღეს, ასევე, ავარიული დაზიანების გამო, წყლის მიწოდება შეწყდა ლეონიძის, ტაბიძისა და რურუას ქუჩებზე.

სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის გორში დააკავეს კაცი, რომელიც სადარბაზოში შეჰყვა მოზარდს

შიდა ქართლის პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული პოლიციამ დააკავა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის …

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში – რას ნახავთ, რას მოისმენთ, რას დააგემოვნებთ

დღეს და ხვალ, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე, ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან …

პოლიციამ მამა-შვილი დააკავა ოჯახში ძალადობის ბრალდებით

შს სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, რ.ვ., მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. შემთხვევა ნინოწმინდაში მოხდა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, …

60 წლის ქედელი მეხანძრე-მაშველი სამსახურიდან აპლოდისმენტებით გააცილეს

60 წლის მეხანძრე-მაშველი იბრაიმ დიასამიძე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქედაში, წლებია მუშაობდა, მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს. იბრაიმ დიასამიძეს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იბრაიმ დიასამიძე წლების განმავლობაში ქედის რაიონის უსაფრთხოებაზე შვილთან ერთად ზრუნავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რჩება იბრაიმის ვაჟი, მანუჩარ დიასამიძე. იბრაიმ …

შსს: ამოღებულია 60 შეკვრა მეტადონი, სასჯელი 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ი.ო. შს სამინსიტროს ცნობით, ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებადაა ამორებული. გამოძიება განსაკუთრებით …

„კარფურში“ შეძენილი სულგუნი რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული – momxmarebeli.ge

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ის ცნობით, ორგანიზაციამ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე „კარფურში“ შეძენილი სულგუნი ლაბორატორიულად გადაამოწმა. „2019 წლის 25 სექტემბერს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ …

ტუია და მაგნოლია – ძველი ბათუმის ორ ქუჩაზე 744 მცენარეს დარგავენ

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე, წელს 744  ძირ ხე-მცენარეს დარგავენ. დღეს, 11 ოქტომბერს,  ზ. გამსახურდიას ქუჩაზე 220 ძირ ხე-მცენარეს გამწვანების სამსახური ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად დარგავს. საუბარია შემდეგ მცენარეებზე: ტუია სმარაგდა პირამიდული, ტუია ოქროსფერი პირამიდული, სფეროსებრი ტუია, ფოტინია შტამბზე,  კალისტემონი და მაგნოლია სულანჟა. __________ ფოტოზე: მაგნოლია სულანჟას ყვავილობა …

ვინ არიან ქურთები?

წყარო: BBC  თარგმანი: მარიამ მუთიძე 25-35 მილიონი ქურთი ცხოვრობს თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის საზღვარზე მდებარე მაღალმთიან რეგიონში. ქურთების ეთნოსი სიდიდით მეოთხეა შუა აღმოსავლეთში, თუმცა მათ არასდროს მიუღიათ მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორიები. საიდან არიან ქურთები? ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან. ეს ტერიტორია დღეისთვის უჭირავს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას, ჩრდილოეთ ერაყს, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა …

მოსალოდნელია წვიმა, გაძლიერდება ქარი – შაბათ-კვირის ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 ოქტომბერს, საღამოს 9 საათიდან ხვალამდე,  12 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 12-17 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8-13 გრადუსი  ღამით: 2-7 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 …

ბათუმის 8 ქუჩაზე დღეს წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: [crosslist] 26 მაისის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მელიქიშვილის ქუჩას- რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე ვაჟა-ფშაველას ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე ლუკა ასათიანის ქუჩას – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე რუსთაველის ქუჩას – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე კლდიაშვილის ქუჩას – მელიქიშვილიდან …

იაპონიის კუნძულ ჰონშუს ტაიფუნი უახლოვდება – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო იაპონიაში საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. „იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აფეთქება ავსტრიაში, აეროპორტის ტერიტორიაზე – დაშავებულია 9 ადამიანი

ავსტრიაში, ლინცში, ჰიორშინგის აეროპორტის ტერიტორიაზე, დღეს, 10 ოქტომბერს, აფეთქება მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 9 ადამიანი, ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ სამ დაშავებულს სერიოზული ტრავმები აღენიშნება. „ბიბისი“ წერს, რომ აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზუსტდება ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ნაგვის უტილიზაციის საამქროში, სადაც აფეთქების დროს 23 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარს აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე ებრძვიიან. დაკარგულების შესახებ ინფორმაცია …

რატომ ამოდის ბათუმის „შერატონიდან“ შავი კვამლი

ბათუმის სასტუმრო „შერატონიდან“ შავი კვამლი ამოდის. სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ არის ხანძარი. „გაზი რომ არ არის, დიზელზე მუშაობენ. გენერატორის კვამლია“, – ასე ახსნეს შესამჩნევი კვამლი, რომელიც სასტუმროს კოშკიდან ამოდის. ბათუმს დღეიდან სავარაუდოდ 2 დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

რიგითი მოქალაქის მოსაზრება

ავტორი: ნათია სირაბიძე რამდენიმე წლის წინ კუვეიტში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება დავაპირე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ ასწავლიდა, მითხრა: ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს სტუდენტების მოტივირება წარმოადგენსო. რა გინდა უთხრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც მილიარდერები არიან და სკოლაში “ლამბორჯინით” დადიან. ისწავლე, განათლება მიიღე და… რა? საქართველოში ყველა მეხუთე ბავშვი მშიერი მიდის სკოლაშიო, ერთმა მკვლევარმა თქვა. მასწავლებლები …

მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში გამოიდარებს და  10 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8-13 გრადუსი  ღამით: 2-7 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. …

გაზი აჭარაში 10 ოქტომბერს, დილის 6 საათზე გაითიშება

10 ოქტომბრის 06:00 საათიდან 12 ოქტომბრის 12:00 საათამდე აჭარაში  სრულიად ბათუმსა და ხელვაჩაურს, ასევე, ნაწილობრივ ქობულეთს, გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდებათ. „12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ …

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში „რევოლუციური აღმოჩენისთვის“ სამ მეცნიერს გადაეცემა

დღეს, 8 ოქტომბერს, ნობელის კომიტეტმა დაასახელა სამი მეცნიერი, რომლებიც 2019 წელს ნობელის პრემიას მიიღებენ ფიზიკის დარგში. ნობელის პრემია გადაეცემა ჯეიმს პიბლსს, 84 წლის ამერიკელ/კანადელ მეცნიერს, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს – თეორიული აღმოჩენისათვის ფიზიკურ კოსმოლოგიაში, და, ასევე, ნობელის პრემია გადაეცემათ შვეიცარიელ ასტროფიზიკოსებს – მიშელ მაიმორსა და დიდიე კელოს – მზის მსგავსი ვარსკვლავების ირგვლივ ეგზოპლანეტების აღმოჩენისთვის. მათ ჯერ …

Black Rabbit Foot-ის კონცერტი ახალ სცენაზე – ექსპერიმენტული მუსიკა ბათუმში

12 ოქტომბერს, შაბათს, ბათუმის დრამატულ თეატრში [ახალი სცენა] გაიმართება Black Rabbit Foot-ის კონცერტი. Black Rabbit Foot-ი არის კომპოზიტორის, მუსიკოსისა და არანჟირების ავტორის Bek Bekson-ის ახალი ექსპერიმენტული პროექტი. კონცერტზე თქვენ ნახავთ Bek Bekson-ის შექმნილ მუსიკალურ ინსტრუმენტს Scythe Harp Bass-ს და ნიღბებს, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გადაგიყვანთ. პროექტის მონაწილეები არიან: ათინა ჯანუაშვილი, ირაკლი სანადირაძე და გოჩა ყაჭეიშვილი. დასწრება თავისუფალია.  დასაწყისი: …

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი …

დღეს ბათუმში სამ ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის წყლის ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 03:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] პუშკინის ქუჩას ლუკა ასათიანის ქუჩას ვაჟა-ფშაველას ქუჩას [/crosslist] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ახალი აბონენტის დაერთებაა. სამშაბათს, 8 ოქტომბერს კი, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ათ ქუჩას ბათუმში. გაიგეთ უფრო მეტი: რუსთაველი, …

იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას

საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში. „ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ …

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში [ფოტო]

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა გადაიღო.

8 ოქტომბერს ბათუმის ერთ ქუჩაზე გაზი გაითიშება

„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 8 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდებათ ფარნავაზ მეფის ქუჩის აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი დატოვა – „სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ“

ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი:  „2016 წლიდან მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მეცხრე მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი …

35 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორი პოლიციელია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შს სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 7-11 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21-26 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი  ღამით: 2-7 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 9 …

ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება

ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირზე, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში აშენებს 10 კორპუსს 400 თანამშრომლისთვის. მშენებელ კომპანიებთან …

„ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს“ – დიდი ბრიტანეთის ელჩის ტვიტი გურიიდან

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი ტვიტერზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან აქვეყნებს ნაწყვეტს: “ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.” “ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.” გურიის მთები – გალაკტიონ ტაბიძე Mountains of Guria – Galaktion Tabidze#Nasakirali #UKGeorgia2019 …

რუსთაველი, გორგილაძე, ფიროსმანი – ბათუმის 10 ქუჩაზე 8 ოქტომბერს წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 6 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ჟიული შარტავას ქუჩას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე ტბელ აბუსერისძის ქუჩას – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ჯავახიშვილის ქუჩას – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე გრიბოედოვის ქუჩას …

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, წმ. იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან დღეს, 4 ოქტომბერს, „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმ „შერეკილებიდან“ აჟღერდა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში. „საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ვიდეო თან ახლავს. კომპოზიტორი გია ყანჩელი …

ზაქარია ქუცნაშვილი: მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო

ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი:  „მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა. გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ …

ალექს ჩიღვინაძე: ბოშები ჩაკარგული არიან უთანასწორო საზოგადოებაში გაჩენილ უფსკრულში

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს.  მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც …

გესმის კედელი? – როგორია მათი გამოცდილება, ვინც სამყაროს გამოსახულების გარეშე შეიცნობს

ავტორი: ლაშა (Fox)ცერცვაძე, ნინო ლომაძე ვიდეო: ლაშა (Fox) ცერცვაძე ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე გამოქვეყნდა: ინდიგო აბლეფსია ბერძნული სიტყვაა და ცალ ან ორივე თვალში მხედველობის დაკარგვას ნიშნავს. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი მცირემხედველია, 36 მილიონი კი – უსინათლო. რას იმახსოვრებს ხელები, ფეხისგული და კანი? საქართველოში ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აბლეფსიით. 202-ე სკოლა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც მცირემხედველი და უსინათლო ბავშვები …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის 21 საათიდან 3 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23-30 გრადუსი ღამით: 12-17 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15-20 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა …

Exit mobile version