მთავარი,სიახლეები

დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა – ოჯახში ძალადობის 2 ფაქტი ქობულეთში

27.10.2019
დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა – ოჯახში ძალადობის 2 ფაქტი ქობულეთში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს – 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ასევე ოჯახში ძალადობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს 1980 წელს დაბადებული რ. კ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1974 წელს დაბადებულ ს. ლ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: