მთავარი,სიახლეები

ბათუმის ოთხ ქუჩაზე გაზი ხვალამდე არ იქნება – ავარიული დაზიანება

22.10.2019 •
ბათუმის ოთხ ქუჩაზე გაზი ხვალამდე არ იქნება – ავარიული დაზიანება

დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება  შეუწყდა ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის  აბონენტებს.

„სოკარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს.

კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი აბონენტებს  ეტაპობრივად 23 ოქტომბრის 10:00 საათიდან მიეწოდება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: