მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება ოქტომბრის ბოლო დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

27.10.2019 • 2015
როგორი იქნება ოქტომბრის ბოლო დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 28 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 7-12 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, 29-30 ოქტომბერს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან  ხანმოკლე, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: