შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 22  ნოემბრის 21 საათიდან 23  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 4-9 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი  ღამით: 0 –5 გრადუსი  სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს 24-25 …

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეტა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ფრანგული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია …

ხულოში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი ლოკალიზებულია და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ მისი სრული ლიკვიდაციისთვის. 3 ოჯახს გავიყვანთ ქირით. დანარჩენ სახლებში არ ცხოვრობდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიძემ, რომელიც ხანძრის ადგილას იმყოფება. ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ ხანძრის სრულ ჩაქრობას შუადღემდე დასჭირდება დრო. …

ბათუმის პორტში საფრანგეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა

ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმის ნავსადგურში ფრანგული ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვევა. „კომანდან ბირო“ საფრანგეთის საზღვაო ძალების სამხედრო საპატრულო ხომალდია. გემის სახელწოდება უკავშირდება ფრანგული გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრს, საზღვაო ოფიცირს, როჟერ ბიროს, რომელიც 1942 წელს დაიღუპა.

სად გაითიშება ხვალ დენი ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში მონაცვლეობით გაითიშება ელექტროენერგია ქსელზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. ბათუმში, 11-დან 18 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ ქუჩებს: [crosslist] ჟღენტის რუსთაველის ბაგრატიონის ვაჟა-ფშაველას მელიქიშვილის ლუკა ასათიანის ს.ხიმშიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს [კვეთებში] [/crosslist] ქობულეთში, 11-დან 18 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კვირიკეს, მუხაესტატეს, წყავროკას, ხუცუბანსა …

ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის მიწოდებისთვის პირს 3,6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო …

ღამით მოსალოდნელია წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 21  ნოემბრის 21 საათიდან 22  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 4-9 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი  ღამით: -4 –+1 …

პირს, რომელიც კადრების გავრცელების მუქარით ქალს სექსს სთხოვდა, 4 წელი მიუსაჯეს 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში. პროკურატურის ცნობით, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით,  მასთან სქესობრივი …

ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს

ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:  „გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია. ახლა ისევ ცდის ბედს, რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი. სად ხართ ის ხალხი, იმედი რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავა? ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით …

მეუფე იაკობი ევროპარლამენტში: ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ

მეუფე იაკობი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი: „ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც …

რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბათუმში 2020 წელს

მუნიციპალური ინფრატრუქტურის რეაბილიტაცია 2020 წელსაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ მიმართულებით 58 მილიონ 387 000 ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს მერია  ე.წ. “ჭაობის დასახლების” ქუჩების კეთილმოწყობას დაიწყებს, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს დაგეგმილია შემდეგი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა: ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი [ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე] ლუკა ასათიანის ქუჩის …

სვანეთის, სამეგრელოს, რაჭისა და აჭარის ტყეებში 7 ადგილას ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა – სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.  სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან …

4 864 ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანისთვის მოქალაქე 4 864 ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე, ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ლ.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 4 864 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო  (59,75 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 864 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ხულოში, სოფელ დიდი რიყეთთან ტყეში ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში, ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტაუციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ტყის ქვედა საფარს. „ცეცხლის ღია კერა არ არის, ესაა მხრჩოლავი დაკვამლიანება, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არის“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში. ხულოში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს საქართველოს რეგიონებში, ტყეებში …

ზურაბიშვილის რეზიდენციის მოსაწყობად ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ. IDFI-ს თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი. სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 …

ბათუმში დღისით 20 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, მთაში – 17 გრადუსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 19  ნოემბრის  21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15-20 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12-17 გრადუსი  ღამით: 0 – 5 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია. …

140 მეხანძრე-მაშველი სვანეთში ხანძარს ებრძვის

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებოს ცნობით, ხანძრის …

სპეცრაზმმა თბილისში პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყო

სპედანიშნულების რაზმებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლა დაიწყეს. ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა დასაშლელად, თუმცა აქციის მონაწილეები არ დაშლილან. აქციის მონაწილეები აწეული ხელებით შეხვდნენ სპეცრაზმის გამოჩენას. პარლამენტთან ისმის გამაფრთიხლებელი სიგნალები და მოწოდებები: დაიშალოს აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. აქციის დასაშლელად უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა …

დათვების საუზმე [ფოტო]

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა ფეისბუქზე რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ასახულია, თუ როგორი ხერხით მიეწოდათ სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დათვებს საუზმე. „ენრიჩმეტი, იგივე გარემოს გამრავალფეროვნება, ცხოველებისთვის აუცილებელია. საკვების განსხვავებული ხერხებითა და გართულებულად მიწოდება, დათვებს ერთ საკითხზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს და მოსაწყენად დრო აღარ რჩებათ. მთელი დღე მიირთმევენ და კიდევ უფრო ფუმფულდებიან“ – აღნიშნულია სარეაბილიცაო ცენტრის ფეისბუქგვერდზე. დათვების რეაბილიტაციის პროგრამას …

დეპუტატი პროპორციულის ჩავარდნაზე: „ცუდად მოიქცა ქართული ოცნება“

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დღეს, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. მან მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. გია ჟორჟოლიანის თქმით: „მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა იქნას შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილება და ეს შეიძლება იქნას მიღებული“. ჟურნალისტების კითხვაზე, პროცედურულად რამდენად არის ეს მოსწრებადი, გია ჟორჟოლიანმა თქვა, „რა თქმა უნდა, მოესწრება …

ბათუმელი ექიმები ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმელი ექიმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ. „თეთრი ხალათების“ აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. „დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება გამოდის მდუმარე აქციაზე, ჩვენი გამოჩენილი კოლეგის, შესანიშნავი ქირურგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ბატონი ვაჟა აბსოლუტურად უკანონოდაა დაკავებული, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მის ოჯახთან ერთად ჩვენც, მისი კოლეგები ვითხოვთ ბატონი ვაჟას სასწრაფოდ, უპირობოდ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 18  ნოემბრის  21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15-20 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12-17 გრადუსი  ღამით: 1 – 6 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 17.2 გრადუსია. …

კიდევ ერთი პროტესტი გამოცხადებული აქციის წინ

ბათუმში, დღეს, 16 ნოემბერსაც იკრიბება მოქალაქეთა ჯგუფები იმის გასაპროტესტებლად, რაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას – მხარი არ დაეჭირათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. 14 ნოემბერს მმართველმა გუნდმა უარი თქვა თავისი დანაპირების შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. აქციის მონაწილეები დღეს ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს. ეს ჯგუფი თავის პროტესტს დღესაც აჭარის მთავრობის …

არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მორიგი განცხადებებით მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს „რივიერა“-ს მიერ მერიისთვის წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაში ჩართონ საზოგადოეა. ორგანიზაციის განცხადებს, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს, განცხადების ტექსტს ამის მიუხედავად უცვლელად გთავაზობთ: 2019 წლის 22 აგვისტოს,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო დადგენილება …

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი: „მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი“

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც პსპ“ და ასევე სხვა კომპანიების ფლობს, განცხადებას ავრცელებს. კახაბერ ოქრიაშვილი წალკისა და დმანისის მაჟორიტარია და სახელისუფლო გუნდის იმ დეპუტატების რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარი არ დაუჭირეს. გთავაზობთ კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებას: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი …

„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში გაიმართება ხვალაც და ზეგაც. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორცული საარჩევნო წესის კანონპროექტის ჩაგდებას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ. „ყოველ დღე გვექნება აქციები, ხვალ …

„გადაგვაგდეთ? – გადაგაგდებთ!“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, 19:30 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება. „ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გადაგვაგდო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო! პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ქართველი ხალხის ინტერესი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას და საქართველოს პარლამენტს …

თბილისში რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია – პროტესტი კანონპროექტის ჩავარდნის გამო

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტი, სამოქალაქო აქტივისტები მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებენ. რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია. რუსთაველზე შეიკრიბნენ “სირცხვილიას” აქციების მონაწილეები, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შუერთდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო …

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა – უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის …

„ეს არის ივანიშვილის ხრიკები“ – აქცია ბათუმში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიკრიბა აქციაზე – „არ გაბედო“. აქციის ორგანიზატორის, ალექსანდრე მილორავას თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და საქართველოს პარლამენტმა გააუქმოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. „პროტესტის მთავარი მესიჯებია ნუ გადაგვაგდებს ხელისუფლება და ხალხის მონაპოვარს, არჩევნებს ნუ ჩაშლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავაგდებთ მათ“, – აცხადებს ალექსანდრე მილორავა. – „ჩვენ ვითხოვთ, …

„არ გაბედო“ – დღეს, 19 საათზე, ბათუმში აქცია იგეგმება

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია იგეგმება. დღეს პარლამენტს  კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო  ხვალ, 12 საათამდე. „პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ორი დღეა საქართველოს მოსახლეობა ვაკვირდებით საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ცირკს, …

„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ი გამოსცემს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების 2016-2019 წლის ანგარიშს. ინგლისურენოვან ანგარიშში გამოქვეყნდება სტატია ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე. „ბათუმელები“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.   ქალაქ ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მზარდი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიმდინარეობდა ქალაქის სწრაფი განვითარება. 1878-1885 წლებში, ბათუმში „პორტო ფრანკოს“ სტატუსმა ხელი …

აჭარის მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დღეს, 12 ნოემბერს [15:35], გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. გიგა ჩხარტიშვილმა თავად შესთავაზა ბორდს  საკუთარი კანდიდატურა. კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა დაუჭირა მხარი. გიგა ჩხარტიშვილი გასულ წელს აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ კვოტით. სწორედ მას ეკუთვნის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების …

გედევან ფოფხაძემ პარლამენტში წმინდა სალოცავებზე დაიფიცა და დაიგინა

გედევან ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი:  „ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო…ავ როჟას!“ ________________ გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დაჩი  ბერაიას მისამართით შეიგინა. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბერაიას რეპლიკა გახდა იმის შესახებ, რომ ფოფხაძე „ნაციონალების“ მხარესაა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობდნენ.

მოსალოდნელია თბილი, უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 12  ნოემბრის  21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17-22 გრადუსი ღამით: 6-11 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 2 – 7 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 19.2 გრადუსია. …

დააკავეს დედა, რომელიც 13 და 12 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, …

Exit mobile version