მედვედევი რამშტაინის წინ კვლავ ბირთვული ომით იმუქრება

„რამშტაინის“ შეხვედრის წინ დიმიტრი მედვედევი ისევ ბირთვული ომით იმუქრება. მუქარის ტექსტს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამარხზე აქვეყნებს. მედვედევის მინიშნებით, უკრაინასთან მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომის პროვოცირება. დიმიტრი მედვედევი თავის პოსტში საუბრობს ხვალ, 20 იანვარს, დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრა გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის …

რუსეთში ქმნიან ახალ სივრცეს პუტინის კრიტიკისთვის და ანგარიშსწორების არ ეშინიათ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთში იქმნება ახალი სივრცე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკისთვის და მის ინიციატორებს არ ეშინიათ, რომ პასუხს მოსთხოვენ. როგორც ინსტიტუტში აღნიშნავენ, 18 იანვარს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს ახალი ინსტრუქციები უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლის თანახმადაც საომარი მოქმედების ზონაში აიკრძალა გარკვეული პერსონალური ელექტრონული ტექნიკის გამოყენება. …

ბათუმში ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +19 გრადუსს მიაღწევს. გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში და მთელ აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდი 25 იანვრამდე შენარჩუნდება. 19 იანვარს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსი იქნება, 20 იანვარს კი – +19 გრადუსს მიაღწევს. ღამით კი ბათუმში +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის …

18 იანვარს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაზი შეუწყდება 235 აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 18 იანვრის 14 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, პუშკინის ქუჩის #162-ში მცხოვრებ ოჯახებს. გაზმომარაგების განახლება დაიწყება 17 საათზე და სრულად აღდგება 18 იანვრის ბოლომდე. „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ ცნობით, სულ გაითიშება 235 აბონენტი. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. „სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ …

დნიპროს ტრაგედია – ისტორიები სახლიდან, რომელიც რუსულმა რაკეტამ დაანგრია

წყარო: bbc. com  ____________________ შაბათს, 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალური უკრაინის ქალაქში, სადაც თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის 325-ე დღეს მოქალაქეები მიეჩვივნენ საჰაერო განგაშის ხმას და უკრაინელ ჩინოვნიკებს დილიდან დასჭირდათ შეხსენება: „სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია. მოგიწოდებთ, არ უგულებელყოთ სიგნალი, დარჩეთ თავშესაფრებში“. დაახლოებით სადილის დროს დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს …

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 1 – 6 გრადუსი …

რუსეთი შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის – უკრაინა

რამდენი „კალიბრი“ ემუქრება უკრაინას შავი ზღვიდან? – ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს უკრაინული მედია სამხედრო პირებთან ერთად განიხილავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყანას ზღვიდან ათობით მფრინავი რაკეტა ემუქრება. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობას – სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის. რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტის საბრძოლო ხომალდების რაოდენობა 16-მდე გაზარდა, მათგან 6 სარაკეტოა, ერთი კი …

რუსების 26-ე სატანკო პოლკის ბატალიონს მხოლოდ 10 ტანკი დარჩა – გენშტაბი

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელ ანგარიშში. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარეობით, დამპყრობლების 26-ე სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონი, რომელიც კუპიანსკის მიმართულებით მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მხოლოდ 10 ერთეულ ტანკს –  Т80БВ ინარჩუნებს საბრძოლო მდგომარეობაში. დანარჩენი ან განადგურებულია ან მწყობრიდანაა გამოყვანილი. ბატალიონის პირად შემადგენლობაში მხოლოდ 30-მდე დამპყრობელი დარჩა“, – ნათქვამია ანგარიშში. „მტერი …

2023 წელს რუსეთმა პირველი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე – დაჭრილია მინიმუმ 10 ადამიანი

დღეს, 14 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობის ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 15 ადამიანი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება – სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო უკრაინაში, დღეს მთელი დღეა განგაშია. 2023 წლის დადგომის შემდეგ რუსებმა დღეს …

ჩემი ცხოვრების 11 წელი

ავტორი: ნინი თურაძე მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ჰო – 11. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, ორ თვეში კი ჩვიდმეტის ვხდები. მამაჩემისგან არაფერი ისმოდა ახალი. ომი იყოო. ბევრი აღარ დაბრუნებულა უკან, არც მამა. ვისზე რა ლეგენდა დადიოდა, ვისზე – რა. სოფელში ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდებოდა ცხოვრება. მე, დედას და ბებოს არაფერი გვებადა მამაჩემისგან დანატოვარი მიწისა და პატარა …

ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან

ბათუმში, დაახლოებით 10 დღის წინ, ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები გამოჩნდა – გასაქირავებლად. ბათუმი ველოსგან განსხვავებით, ამ ველოსიპედებს სპეციალური საპარკინგე ადგილები, ველოტერმინალი არ სჭირდება. ველოსიპედის დაქირავება შეიძლება აპლიკაციით, გაჩერება კი დასაშვებია ყველგან, ოღონდ სხვა გამვლელებს ხელი არ უნდა შეეშალოთ. ბათუმის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი და ეს ინფორმაცია უნდა …

ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან – ბახმუტსა და სოლედართან 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. მან აღნიშნა, რომ დამპყრობელი ადამიანურ დანაკარგებს არ ითვალისწინებენ და ბრძოლისუნარიანი დანაყოფები კვლავაც მთლიანად სოლედარის რაიონში ჰყავთ კონცენტრირებული. „რუსებმა იქ პრაქტიკულად თავი მოუყარეს ყველაფერს, რაც ჰქონდათ ბრძოლისუნარიანი, მათ შორის არიან საკონტრაქტო არმიის ნარჩენები …

რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 13 იანვრის ანგარიშში ომის დროს წარმოებაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რუსეთის მიერ პატიმართა შრომის გამოყენებაა განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დიდი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის [შეიარაღების] საწარმოო სექტორი სწორედ პატიმართა შრომას იყენებს. ბრიტანული დაზვერვა 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის ტანკების უმსხვილესი საწარმოს – ურალვაგონზავოდის [UVZ] წარმომადგენლის განცხადებას იშველიებს. მაშინ საწარმოს ხელმძღვანელობამ ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურთან (FSIN) შეხვედრის …

რუსეთმა სავარაუდოდ სოლედარი აიღო – ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქალაქი სოლედარი აიღეს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსული ძალები აკონტროლებენ სოლედარს თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. როგორც ჩანს, რუსებმა წარმატებით გამოდევნეს უკრაინის დამცველები ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან. ამავე დროს, ISW აღნიშნავს, რომ სოლედარის სავარაუდო …

რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს – ISW მიზეზებს ასახელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] დღევანდელი ანგარიში განიხილავს ფრონტის ხაზზე რუსების მიერ ცეცხლის შენელების ინტენსივობას და ამის მიზეზებს ასახელებს. ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად, რაც უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს ეფუძნება, ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა უკვე 75%-ით შემცირდა. ეს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზა ვერ აღმოფხვრის …

რუსეთმა კრემენაიას ფრონტზე საჰაერო-სადესანტო ძალები განალაგა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 12 იანვრის ანგარიშში რუსეთის მიერ საჰაერო-სადესანტო ძალების გამოყენებისა და ბოლო დროს მათი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში დისლოცირების საკითხებია განხილული. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, როგორც დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის ირგვლივ, ასევე ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას მისადგომებთან. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ …

უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ საომარი მოქმედებების რუსეთში გადასატანად – ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს საბჭოთა კავშირში უკრაინის როლზე და დასძენს, რომ ამ გიგანტური სახელმწიფოს ინდუსტრიული ცენტრი უკრაინა იყო. სწორედ უკრაინას ჰქონდა ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ბაზები და ცოდნა. ბენ ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს და მათ ეს უნდა გაიაზრონ – ქვეყანამ შეიძლება დარტყმა მიიღოს ყველა აეროპორტსა …

ბათუმში გირაოთი გაათავისუფლეს მამა, რომელიც 14 წლის შვილის ცემის გამო დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა კაცი, რომელიც გასული წლის ნოემბერში შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის თქმით, მამის გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს თავად შვილმა მიმართა. „რადგან ბავშვი განრიდებულია სოციალურების მიერ, რადგან ყველა მოწმე გამოკითხულია, სასამართლომ გაითვალისწინა შვილის სურვილი“, – განმარტა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. …

რუსეთის საფრენი აპარატები ბელარუსში უფრო წვრთნებისთვისაა, ვიდრე თავდასხმისთვის – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 იანვრის ანგარიში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ საფრენოსნო ტაქტიკურ წვრთნებს მიმოიხილავს. ერთობლივი წვრთნები ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 8 იანვარს დააანონსა. სამინისტროს ცნობით, ბელარუსი წვრთნებს 16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე უმასპინძლებს. ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 8 იანვრის შემდეგ საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების მოყვარულმა დამკვირვებლებმა ბელარუსში სულ 12 შვეულმფრენი [Mi-8] და მოიერიშე სამხედრო …

ბახმუტსა და სოლედარში „შეთითხნილ წარმატებას“ ვაგნერის პოპულარიზაციისთვის იყენებენ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] აფასებს უკრაინის ომში ვითარებას და აღწერს ომის შედეგების გავლენას თავად რუსეთზე. ბოლო ანგარიშში განხილულია, რას აკეთებს ევგენი პრიგოჟინი იმისათვის, რომ „ვაგნერი“ წარმოაჩინოს როგორც უალტერნატივო ძალა რუსეთისთვის და ამისთვის „შეთითხნილ წარმატებას“ იყენებს. ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბოლო დღების განმავლობაში რამდენჯერმე გამოაცხადეს სოლედარის აღების შესახებ. ISW აღნიშნავს, რომ ამ წარმატებას ბევრი …

მარილის მაღაროებით მტრის ზურგში შეღწევაზე ორივე მხარე ღელავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 10 იანვრის ანგარიშის ფოკუსში ბახმუტთან მდებარე უკრაინის ქალაქ სოლედართან დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებები მოხდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან ერთად, დონბასის ქალაქ სოლედარში ტაქტიკურ უპირატესობას მიაღწიეს და, სავარაუდოდ, დასახლების უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. სოლედარი ბახმუტის ჩრდილოეთით, მისგან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის აღება რუსეთისთვის კვლავაც …

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ Su-57 FELON გამოიყენეს-ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 9 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ ომში საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყენებას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 2022 წლის ივნისის შემდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მისიების განსახორციელებლად გამოიყენეს Su-57 FELON. „FELON რუსეთის ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც იყენებს სტელსის ტექნოლოგიასა და მაღალგანვითარებულ ავიონიკას“, – ვკითხულობთ ბრიტანული …

კრემენაიასთან ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 7 იანვრის ანგარიში კრემენაიასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მიმოიხილავს. როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, საბრძოლო მოქმედებები რუტინულ რეჟიმში გრძელდება მართლმადიდებლური შობის პერიოდშიც. ყველაზე მწვავე ბრძოლები, ბოლო სამი კვირაა, კვლავ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ირგვლივაა – ქალაქის დასავლეთით, ხშირტყიან რელიეფზე. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რადგან წიწვოვანი ტყე, ზამთარშიც კი, ქმნის საფარს საჰაერო დაზვერვისგან, სავარაუდოდ ორივე …

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 6 იანვრის ანგარიში ანექსირებული ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს. ანგარიშის ფოკუსში ამ რეგიონების მილიციების რუსულ სამხედრო ძალებთან ოფიციალური ინტეგრირება მოხვდა. ე.წ. ლუგანსკისა (LNR) და დონეცკის (DNR) სახალხო რესპუბლიკების მილიცია რუსეთის სამხედრო ძალებში ოფიციალურად 2022 წლის 31 დეკემბერს ინტეგრირდა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში ვიზიტის დროს …

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან შორს განალაგა მძიმე ავიაცია – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 5 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ შორი დისტანციის ავიაციის ახალ განლაგებას მიმოიხილავს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, 27 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანა თავისი შორი დისტანციის ავიაციის (LRA) Tu-95MS BEAR მძიმე ბომბდამშენები და Tu-22M3 BACKFIRE – საშუალო ბომბდამშენები. 2022 წლის 5 და 26 დეკემბერს, …

ბათუმში იწვიმებს, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …

რას წერს ბრიტანული დაზვერვა მაკიევკაში რუსი სამხედროების „ჰაიმარსით“ განადგურებაზე

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 4 იანვრის ანგარიში უკრაინელების მიერ რუსეთის ქალაქ მაკიევკაში სამხედრო დანიშნულებით გამოყენებული შენობის დაბომბვას განიხილავს. შენობა, რომელიც ბრიტანული დაზვერვის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსების მიერ სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, 31 დეკემბერს დაიბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებას 89 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, უკრაინული მხარე კი საუბრობს „ჰაიმარსით“ 400-მდე ოკუპანტის განადგურებაზე. როგორც გაერთიანებული სამეფოს …

რა საახალწლო კონცერტებია დაგეგმილი ბათუმში ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტები გრძელდება. კონცერტები 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, 18 საათზე დაიწყება. საახალწლო აფიშა ასე გამოიყურება: 5 იანვარი – SCOOL FRIENDS, „ელანძე“, ELROW, DJ დავით ვოლკოვი, DJ MAXIC 6 იანვარი – ASTEROID, AND OTHERS, BLACK SEA , DJ როკო ჯიბუტი. 7 იანვარი – საშობაო კონცერტი, DJ MICH დასწრება თავისუფალია. ევროპის მოედანზე ასევე მიმდინარეობს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო …

რუსეთი ბახმუტთან მნიშვნელოვან გარღვევას უახლოეს ხანში ვერ მიაღწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს 3 იანვრის ანგარიში ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების დინამიკას განიხილავს. ბახმუტი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომლის ირგვლივაც ბრძოლები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფთან ერთად, შუა  დეკემბერში გაზარდეს ქვეითთა თავდასხმების სიხშირე ბახმუტის ირგვლივ. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ოპერაციებიდან ბევრი ცუდად იყო …

რუსული და უკრაინული ძალები მაგისტრალის კონტროლისთვის იბრძვიან – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 იანვრის ანგარიშში P66 მაგისტრალის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაა განხილული. როგორც დაზვერვის მონაცემებიდან ვიგებთ, სავარაუდოდ, რუსული და უკრაინული ძალები აღნიშნულ მაგისტრალზე კონტროლის დასამყარებლად ბოლო 5 დღეა იბრძვიან. P66 მაგისტრალი მაგისტრალი რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი მთავარი მარშრუტია დონბასის ფრონტის ჩრდილოეთ სექციის რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან მომარაგებისათვის. როგორც ბრიტანული დაზვერვა …

სანამდე იქნება ბათუმში მზიანი დღეები | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდი 6 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ზღვის წყლის ტემპერატურა 11 გრადუსია. მაღალმთიან აჭარაში ღამით მოსალოდნელია ყინვა  -2, -7 გრადუსი. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში წვიმა 6 იანვარსაა მოსალოდნელი. ___________ ფოტო: ბათუმის ბულვარი

საფრანგეთში ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდა

2023 წლის პირველი იანვრიდან 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებზე საფრანგეთში პრეზერვატივი უფასოდ გაიცემა აფთიაქებში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა. მაკრონმა მთვრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობის ზრდით ახსნა. „ევრონიუსის“ ცნობით, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელი საფრანგეთში, გასულ წლებში, …

„ჩვენ აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება“ – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა უკრაინელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტის ქართულ თარგმანს. „ძვირფასო უკრაინელებო! ეს წელი დაიწყო 24 თებერვალს. შესავლისა და პრელუდიის გარეშე. მძაფრად. ადრე. 4 საათზე. სიბნელე იყო. ხმაური. ბევრისთვის რთული იყო, ზოგისთვის – საშინელი. 311 დღე გავიდა. ჩვენ, შესაძლოა, ისევ სიბნელეში ვიყოთ, ხმაურში და …

კახაბერი და ხანუმები – საახალწლო კონცერტი ბათუმში ღამის 11 საათზე დაიწყება

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი 23 საათზე დაიწყება. კონცერტს „კახაბერი და ხანუმები“ გამართავენ. საახალწლო ღონისძიებების აფიშა ევროპის მოედანზე ასე გამოიყურება: 31 დეკემბერი – გალა კონცერტი – „კახაბერი და ხანუმები“ 1 იანვარი – DJ QARCII 2 იანვარი – „WHY NOT“, „MELOMANIAKK“, „ღამის შოუს ბენდი“, DJ KIMO 3 იანვარი – „კონიაკი“, 4 UP, …

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე მოსალოდნელია ახალი წლის დღეებშიც – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შორი მოქმედების სარაკეტო თავდასხმებია განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამგვარი თავდასხმების ძირითად სამიზნეს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს. კიდევ ერთი მსგავსი შეტევა უკრაინის მასშტაბით, 29 დეკემბერს განხორციელდა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ოქტომბრიდან მოყოლებული ინარჩუნებს თავდასხმების ინტენსიური ტალღის ერთგვარ შაბლონს ყოველ 7-10 დღეში განმეორებით. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის …

Exit mobile version