მთავარი,სიახლეები

რას წერს ბრიტანული დაზვერვა მაკიევკაში რუსი სამხედროების „ჰაიმარსით“ განადგურებაზე

04.01.2023 • 1568
რას წერს ბრიტანული დაზვერვა მაკიევკაში რუსი სამხედროების „ჰაიმარსით“ განადგურებაზე

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 4 იანვრის ანგარიში უკრაინელების მიერ რუსეთის ქალაქ მაკიევკაში სამხედრო დანიშნულებით გამოყენებული შენობის დაბომბვას განიხილავს. შენობა, რომელიც ბრიტანული დაზვერვის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსების მიერ სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, 31 დეკემბერს დაიბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებას 89 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, უკრაინული მხარე კი საუბრობს „ჰაიმარსით“ 400-მდე ოკუპანტის განადგურებაზე.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, ზარალის სიდედის გათვალისწინებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ შენობის მახლობლად ინახებოდა საბრძოლო მასალა, რომელიც აფეთქდა დარტყმის დროს და გამოიწვია მეორადი აფეთქებები.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შენობა ავდიივკას ფრონტის ხაზიდან 12.5 კილომეტრითაა დაშორებული, რომელიც კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად სადავო ზონაა.

დაზვერვის 4 იანვრის ანგარიშის თანახმად, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად უწყობს ხელს რუსეთის არაპროფესიონალური პრაქტიკა მათი მსხვერპლის მაღალ მაჩვენებელს.

___________

ფოტო: EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: