მთავარი,სიახლეები

რუსეთი ბახმუტთან მნიშვნელოვან გარღვევას უახლოეს ხანში ვერ მიაღწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

03.01.2023 • 1096
რუსეთი ბახმუტთან მნიშვნელოვან გარღვევას უახლოეს ხანში ვერ მიაღწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს 3 იანვრის ანგარიში ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების დინამიკას განიხილავს. ბახმუტი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომლის ირგვლივაც ბრძოლები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფთან ერთად, შუა  დეკემბერში გაზარდეს ქვეითთა თავდასხმების სიხშირე ბახმუტის ირგვლივ. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ოპერაციებიდან ბევრი ცუდად იყო მომზადებული.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 10 დღეში უკრაინამ რეგიონის დაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა დამატებითი ძალებით და როგორც ჩანს, რუსეთის თავდასხმების სიხშირეც შემცირდა შუა დეკემბრის პიკის შემდეგ. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოს“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლები რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას სწორედ ბახმუტთან დაიღუპნენ 3 და 13 დეკემბერს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: