მთავარი,სიახლეები

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან შორს განალაგა მძიმე ავიაცია – ბრიტანული დაზვერვა

05.01.2023 • 1123
რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან შორს განალაგა მძიმე ავიაცია – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 5 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ შორი დისტანციის ავიაციის ახალ განლაგებას მიმოიხილავს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, 27 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანა თავისი შორი დისტანციის ავიაციის (LRA) Tu-95MS BEAR მძიმე ბომბდამშენები და Tu-22M3 BACKFIRE – საშუალო ბომბდამშენები.

2022 წლის 5 და 26 დეკემბერს, რუსეთში, შორი დისტანციის ავიაციის ენგელსის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რამდენიმე თვითმფრინავი დაზიანდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, დიდი ალბათობით, რუსეთმა აღნიშნული ინციდენტების პასუხად გადაანაწილა თავისი შორი დისტანციის ბომბდამშენი თვითმფრინავები უკრაინისგან შორს მდებარე აეროდრომებზე.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, LRA, მიუხედავად უკრაინისგან შორს გადასროლისა, მაინც მოახერხებს რაკეტების გასროლას უკრაინაში, რადგან იარაღს 5000 კმ დიაპაზონი აქვს.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ ავიაციის შორ მანძილზე გადატანა გაზრდის ტექნიკურ პრობლემებს და კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც მოძველებული თვითმფრინავების შესაძლებლობებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: