მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს

06.01.2023 • 851
ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 6 იანვრის ანგარიში ანექსირებული ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს. ანგარიშის ფოკუსში ამ რეგიონების მილიციების რუსულ სამხედრო ძალებთან ოფიციალური ინტეგრირება მოხვდა.

ე.წ. ლუგანსკისა (LNR) და დონეცკის (DNR) სახალხო რესპუბლიკების მილიცია რუსეთის სამხედრო ძალებში ოფიციალურად 2022 წლის 31 დეკემბერს ინტეგრირდა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში ვიზიტის დროს წარუდგინა აღნიშნულ ფორმირებებს თავიანთი საბრძოლო ფერები.

რუსეთმა LNR და DNR თავისი ტერიტორიის ნაწილად 2022 წლის სექტემბრის რეფერენდუმის შედეგად გამოაცხადა. თუმცა, როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რუსეთი ორივე რესპუბლიკას აკონტროლებდა 2014 წლის შემდეგ, რაც DNR-ის პირველი არმიის კორპუსი და LNR-ის მეორე არმიის კორპუსები შექმნა და რუსი სამხედრო ოფიცრებით უჭერდა მათ მხარს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, LNR-ისა და DNR-ის სტატუსი და იდენტობები დიდი ალბათობით რჩება სადავო საკითხად რუსულ სისტემაში.

რუსეთის მიერ ახლად ანექსირებულ ამ ორ უკრაინული ოლქთან დაკავშირებული ხარჯები, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლის უკრაინაზე თავდასხმამდეც მნიშვნელოვან გასავალს წარმოადგენდა რუსეთი ფინანსებისთვის.

„ახლა კრემლმა ღიად მიიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მათ. ისინი, სავარაუდოდ, რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური ხარჯის წყარო გახდებიან, რაც კონფლიქტის ამჟამინდელი ფაზის მიღმა გაგრძელდება“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 6 იანვრის ანგარიშში.

___________________________

ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: