მთავარი,სიახლეები

კრემენაიასთან ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

07.01.2023 • 980
კრემენაიასთან ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 7 იანვრის ანგარიში კრემენაიასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მიმოიხილავს. როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, საბრძოლო მოქმედებები რუტინულ რეჟიმში გრძელდება მართლმადიდებლური შობის პერიოდშიც.

ყველაზე მწვავე ბრძოლები, ბოლო სამი კვირაა, კვლავ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ირგვლივაა – ქალაქის დასავლეთით, ხშირტყიან რელიეფზე.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რადგან წიწვოვანი ტყე, ზამთარშიც კი, ქმნის საფარს საჰაერო დაზვერვისგან, სავარაუდოდ ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური იუწყება, რომ როგორც ტყეში მიმდინარე ოპერაციებისთვისაა დამახასიათებელი, ამ შემთხვევაშიც ბრძოლა ძირითადად ქვეითებს უწევთ, ხშირად მოკლე დისტანციაზე.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსი მეთურები კრემენაიას ირგვლივ არსებულ წნეხს, დიდი ალბათობით, განიხილავენ როგორც საფრთხეს ბახმუტის სექტორის მარჯვენა ფლანგზე. ეს უკანასკნელი კი, რუსი მეთაურებისთვის აღქმულია, როგორც დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიის ოკუპაციისთვის წინსვლის ძირითადი გასაღები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: