მთავარი,სიახლეები

ბახმუტში უკრაინამ 16,8 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა კონტრშეტევის შედეგად – ISW

14.05.2023
ბახმუტში უკრაინამ 16,8 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა კონტრშეტევის შედეგად – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში წერენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში განხორციელებული კონტრშეტევების შედეგად 16,85 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ISW წერს, რომ 13 მაისის მდგომარეობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ბახმუტში კონტრშეტევას. აქვე აღნიშნულია, რომ ISW-ს არ უნახავს უკრაინელების მიღწევების ვიზუალური დადასტურება.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 13 მაისს განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში, ხოლო უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინის ჯარები ამჟამად აწარმოებენ აქტიურ ოპერაციებს ბახმუტის რაიონში.

ISW-ის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული წყაროები წერენ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტებით დარტყმაზე ოკუპირებულ ლუგანსკში.

Storm Shadow-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა დიდმა ბრიტანეთში კვირის ბოლოს დაადასტურა. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.

ამავე თემაზე: 

„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: