მთავარი,სიახლეები

ბუდანოვი: რუსული ურდო თავისი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩობა უკრაინაში

08.05.2023
ბუდანოვი: რუსული ურდო თავისი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩობა უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში 1945 წელს და დაამარცხებს რაშიზმსაც.

ტერმინი „რაშიზმი“ უკრაინის რადამ 2 მაისს დააკანონა – ამ ტერმინით უკრაინა უკვე სამართლებრივადაც აღნიშნავს რუსულ ფაშიზმს.

„რუსული ურდო დაიხრჩობა თავისი ჯარისკაცების სისხლში უკრაინის მიწაზე! რადგან მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს ერს, რომელსაც აქვს სიცოცხლის უკვდავი ნება, ურღვევი სიმტკიცე და ჰყავს ძლიერი, მამაცი არმია!“ – ციტირებს ბუდანოვის მიმართვას „უკრაინსკაია პრავდა“. 

ბუდანოვის თქმით,  რუსეთმა თავისი იმპერიული პროექტი „უკრაინის ისტორიის“ დასასრულად მიიჩნია, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინელების  უპრეცედენტო გამბედაობას, თავდადებას, პროფესიონალიზმსა და უკრაინელი ხალხის ტოტალურ, ყოვლისმომცველ წინააღმდეგობას შეხვდა.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ 8 მაისს უკრაინა აღნიშნავს ხსოვნისა და შერიგების დღეს:

„ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის ღვაწლს, მათ გამორჩეულ წვლილს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში, გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლების მიმართ“.

დღეს, 8 მაისს, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინა ნაციზმზე გამარჯვებას 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშნავს. 9 მაისს კი უკრაინაში ამიერიდან აღნიშნავენ „ევროპის დღეს“ – ყველა იმ ევროპელის ერთობის დღესასწაულს, ვინც ნაციზმი დაამარცხა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: