მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. შს მინისტრი ააფეთქეს – ის რეანიმაციაშია

15.05.2023
ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. შს მინისტრი ააფეთქეს – ის რეანიმაციაშია

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკაში“ დღეს, 15 მაისს, აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კორნეტი, რუსული მედიის ცნობით, იგი რეანიმაციაში იმყოფება.

აფეთქება ლუგანსკის ცენტრში, სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ყუმბარა აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

კორნეტი ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მედიის ცნობით, როგორც ჩანს, სწორედ ის იყო აფეთქების ორგანიზატორების სამიზნე.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, კორნეტი 2014 წლამდე მუშაობდა ლუგანსკის ოლქში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის გამოძიების ოფიცრად. 2014 წლიდან დაინიშნა უკვე ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრად.

გასული კვირის ბოლოს ლუგანსკში ორი აფეთქება მოხდა – რუსეთი აცხადებს, რომ დარტყმა უკრაინამ განახორციელა ქარხანაზე.

___________

ფოტო: კადრი „ტასის“ ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: