საქართველოში ტურისტი სავალდებულო დაზღვევის გარეშე ვერ შემოვა – ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

„ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემომსვლელი ტურისტისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის [პოლისის] ქონა აუცილებელი იქნება. დადგენილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 26 დეკემბერს მოაწერა. ამ დადგენილების მიხედვით, …

თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება …

რატომ წააგო ერდოღანმა არჩევნები: „მშიერი კუჭი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მან ის პროვინციებიც კი წააგო, სადაც ტრადიციულად არჩევნებს იგებდა. რატომ დაკარგა ამომრჩევლის ნდობა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პარტიამ და რა იცვლება მეზობელ სახელმწიფოში? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, რას აჩვენებს თქვენთვის არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში: ოპოზიცია ლიდერობს, ერდოღანმა დამარცხება აღიარა…  ეს მართლა …

როგორ აღადგინეს იშხანი თურქეთში – დღეს და 11 წლის წინ [ფოტო]

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე იშხანის ტაძარს ნაწილობრივ რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. უმთავრესი, რაც ამ სამუშაოების შედეგი იყო, ისაა, რომ ტაძარი გადაიხურა, რაც ფაქტობრივად ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენას ნიშნავდა. ძეგლზე სამუშაოები თურქულმა მხარემ ჩაატარა. აღდგენილი ტაძრის ფოტოები რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ. ფოტოები 2023 წლის 26 …

თურქეთში დატბორილ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება. წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა. „მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე. წყალი დაახლოებით …

ერდოღანის შემობრუნება ევროპისკენ – „თურქეთი თამაშობს და ცდილობს სარგებელი მიიღოს“

„თურქეთისთვის მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. ის განმარტავს, რატომ არჩია ერდოღანმა რადიკალურად დასავლეთისკენ შეტრიალება და რას ელის ამჯერად დასავლეთი თურქეთისგან. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოღანი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას: უმასპინძლა …

ჩაის სეზონი თურქეთში ქართველი მკრეფავების გარეშე – ფასი გავზარდეთ, მაგრამ მაინც აღარ მოდიან

„ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ ვიწყებთ, მკრეფავებს ველით. დაკრეფის ფასი მოვამატეთ წელს, ქართველები მაინც აღარ მოდიან“, – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ, რომელსაც ჩაის პლანტაცია აქვს რიზეში, დემირისარში და მკრეფავების გამოჩენას ელის. წინა წლებში თურქეთში თხილისა და ჩაის დასაკრეფად საქართველოს ასეულობით მოქალაქე გადადიოდა თურქეთში სამუშაოდ. წელს, გასული წლის მსგავსად, თურქეთში ჩაიზე სამუშაოდ წამსვლელი ადამიანების რაოდენობა …

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს. აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა. მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან. „ქართული ენისა და ლიტერატურის …

თურქეთის კინოფონდში 1918 წლის ფირს მიაკვლიეს, სადაც ქართველი დელეგატებიც ჩანან

ისტორიკოსმა და არქივისტმა ირაკლი იაკობაშვილმა, უცხოელი კოლეგის დახმარებით, თურქეთში 1918 წელს გადაღებულ კინოფირს მიაკვლია, სადაც აღბეჭდილია ტრაპიზონში, ამიერკავკასიის სეიმსა და ოსმალეთის ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე პირები. ქართველთა დელეგაციიდან ფირზე აღბეჭდილნი არიან: აკაკი ჩხენკელი, რომელიც შემდგომში პირველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, გიორგი ლასხიშვილი (განათლების მინისტრი), გიორგი გვაზავა,  ვახტანგ ღამბაშიძე, ჰაიდარ-ბეგ-აბაშიძე და იმ პერიოდის …

თურქეთში შესვლისას აცრის ან PCR ტესტის დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ არის – საელჩო

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა Covid-19 ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქზე ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში. აქამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემსვლელთათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მოქმედებდა, თუმცა ბოლო თვეებში მოქალაქეები, რომლებიც კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, აცხადებდნენ, …

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს ახალ აეროპორტში დღეს პირველი ფრენა შესრულდა

შავი ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან მიწაზე ფეხი პირველმა Turkish Airlines-ის გენერალურმა მენეჯერმა ბილალ ეკშიმ დადგა. როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ …

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება

14 მაისს თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. როგორც თურქული სატელევიზიო არხი TRT იუწყება, ახალ აეროპორტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნიან. სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას …

ონური, ტაოელი ქართველი – „საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას გული მიჩქარდება“

ონურ სარიკაია თურქეთში მცხოვრები ქართველია ტაოდან, ართვინის სოფელ ქობაქიდან. 29 წლის ონური ჯერ კიდევ ლიცეუმის მოსწავლე იყო, როცა პირველად ნახა საქართველო. ქართულად ძალიან კარგად საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ტაოელ ქართველებს ენა ნელ-ნელა ავიწყდებათ და ტაოს დიალექტსაც მალე გაქრობა ელის. „ტაოში ჯერ ცოცხალია ქართული ენა – ტაოს დიალექტი და ხალხი ერთმანეთს ქართულად ესაუბრება, მაგრამ სოფლიდან ახალგაზრდები …

რა წესი მოქმედებს თურქეთიდან საქართველოში წამლების შემოტანაზე

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წამლების გაიაფების პირობას დებს, მკაცრდება თურქეთიდან წამლის შემოტანის კონტროლი. კერძოდ, სარფის საბაჟოზე მოქალაქეებს, რომლებსაც მედიკამენტები პირადი მოხმარებისათვის გადმოაქვს, მებაჟეები აფრთხილებენ, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წამლები აღარ შემოიტანონ. „ბათუმელები“ თავად გახდა ერთ-ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მივმართეთ და ვთხოვეთ დაზუსტება, ხომ არ შეცვლილა რამე …

ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში

ავტორი: ოლგუნ სარიმუსტაფაოგლუ მე ოლგუნი ვარ. დავიბადე ქალაქ რიზეში – მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ვარ. შავი ზღვის სანაპიროზე გავიზარდე, თუმცა ახლა სტამბულში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამის მიუხედავად, სარკეში რომ ვიხედები, ჩემს წინ ნამდვილად ქართველ კაცს ვხედავ. დედაჩემის ბაბუა ბათუმელი იყო. თურქეთში ემიგრაციაში წასვლა მას მოუწია. სწორედ ამიტომ ბათუმი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თითქმის ყოველწლიურად …

თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, თურქეთში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან ახალი აეროპორტის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის. ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად …

თურქეთში შესვლა მიწვევის გარეშე შეიძლება

პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა, გასული წლის ივლისში კი დაშვებული იქნა თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევის საფუძველზე. …

რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს. ქალბატონო მაკა, ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც? სტუდენტების …

როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

14 თვეა საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში თურქეთთან მიმოსვლა მხოლოდ ბიზნესაქტივობებისთვის, სამუშაოდ და სამედიცინო მიზნით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. „ბათუმელებს“ მოქალაქეები ხშირად მომართავენ კითხვებით, რომლებიც თურქეთში წასვლასა და დასაქმებას ეხება. ამ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისათვის. რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად, …

თურქეთიდან შემოსული 24 500 კილოგრამი კარტოფილი დაავადებულია – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ,,სარფის“ გავლით  თურქეთის რესპუბლიკიდან 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელიც ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარტოფილი დაავდებულია. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“. დაავადებული კარტოფილი საქართველოში 11 თებერვალს შემოვიდა და ტვირთი …

რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო თვითიზოლაციის გარეშე შემოვლენ, თურქეთიც დაემატა. საქართველოში შემოსვლისას თურქეთის მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს, საქართველოში ყოფნის მესამე დღეს კი, კორონავირუსზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში მას არ აქვს იზოლაციის ვალდებულება. მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა …

თურქეთის 2 უნივერსიტეტში ქართული ენისთვის გამოყოფილი ყველა კვოტა ათვისებულია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ორ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე გამოყოფილი კვოტა სრულად არის ათვისებული. „ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი. გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების …

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 2316-მა ადამიანმა მიიღო – 25 აგვისტოს მონაცემი

„ჩაის კრეფის მეორე სეზონი უკვე დასრულდა, ახლა ველოდებით მესამეს დაწყებას რამდენიმე დღეში. იმედი მაქვს, ამ დროისთვის მაინც ჩამოვლენ ქართველები,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ. იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაციები აქვს. ერჰანის თქმით, ჩაი ძირითადად სინეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში ჩასულმა მიგრანტებმა დაკრიფეს, თუმცა მას მეზობლები დაეხმარნენ. „გავიგე, რომ რამდენიმე ქართველი უკვე ჩამოსულა სამუშაოდ. …

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. „მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, …

რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, …

რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურმა დირექტორატმა მიიღო ახალი რეგულაცია, უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით. „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის ხვალიდან, 14 ივლისიდან“, – …

თურქეთში დასაქმებული ქალები დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ. თურქეთში დასაქმებული ქალები აჭარაში უკვე მეხუთედ ითხოვენ თურქეთთან საზღვრის გახსნას ან კომპენსაციას მთავრობისგან. ისინი აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ შემოსავლების გარეშე დარჩნენ, მთავრობა კი მათ პრობლემებს ვერ ხედავს. თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების ბათუმში გამართული აქციების შემდეგ, საქართველოს …

აქცია სარფში საზღვრის გახსნის მოთხოვნით [LIVE]

დღეს, პირველ ივლისს, სარფში აქცია მიმდინარეობს თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. აქციაში ის ადამიანები, ძირითადად ქალები, მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ. საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან. ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე …

„თითქოს ცხოვრება ჩაქრა“ – სეზონურად დასაქმებულები თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

„დეპრესიულად ვართ, წარმოიდგინეთ, თითქოს სიცოცხლე და ცხოვრება ჩაქრა. არაფრის შანსი აღარ გვაქვს, რომ ვაკეთოთ. მუშაობა გვინდა, მაგრამ სამუშაო არაა, პერსპექტივა არაა“, – ასეთია შუახევში, სოფელ დაბაძველში მცხოვრები მანანა ქამადაძის განწყობა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამ, აჭარის მთაში მცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დატოვა. ოჯახებში, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმ კრიზისის …

საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ. ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით. მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში  ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“: …

რა შემთხვევაში შეუძლიათ არალეგალებს თურქეთის ივნისის ბოლომდე დატოვება ჯარიმის გარეშე

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ამა წლის 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 2020 წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად. „საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის …

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

დღეს, 27 მაისს, ბათუმის მერიის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის ყველა მონაწილე ქალია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი კოვიდ 19-ის პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებული, საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი, უმუშევარი დარჩნენ. „ვმუშაობდი ხოფაში, სახაჭაპურეში და კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. მარტის შემდეგ უმუშევარი ვარ. სახელმწიფო ითხოვს დასაქმების საბუთს და ამის დამტკიცებას მე ვერ მოვახერხებ, რადგან თურქული მხარე ამ …

საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან.  ფრენები განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე. 16 მარტიდან …

რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას ავრცელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში მიმართონ, თუკი კორონავირუსისთვის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ. იხილეთ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით. ქალაქი ადანა საავადმყოფოს დასახელება: Adana Şehir Hastanesi მისამართი: Kışla Mahallesi Dr. Mithat Özsan Bulvarı No:1. ქალაქი ანკარა 1.საავადმყოფოს დასახელება: Ankara Eğitim ve Araştırma Hastanesi მისამართი: …

ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით. ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი …

ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა შემოვიდა

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, 10-13  ივნისს ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG – 307  შემოდის, თურქეთ-საქართველოს სანაპირო დაცვის ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში. საკონსულოს ცნობით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სანაპირო დაცვის ორი თურქი და ორი ქართველი თანამშრომელი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვება. TCSG-307 თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღის დათვალიერება  ვიზიტორებს  11 ივნისს, სამშაბათს – …

Exit mobile version