მთავარი,სიახლეები

თურქეთში შესვლისას აცრის ან PCR ტესტის დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ არის – საელჩო

04.06.2022
თურქეთში შესვლისას აცრის ან PCR ტესტის დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ არის – საელჩო

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა Covid-19 ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება.

ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქზე ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

აქამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემსვლელთათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მოქმედებდა, თუმცა ბოლო თვეებში მოქალაქეები, რომლებიც კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, აცხადებდნენ, რომ მათ თურქეთში შესვლისას აღარ სთხოვდნენ ვაქცინაციის ან PCR ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს და რეგულაციები ფორმალური იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: