კონსული თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე: დემოკრატიის გამოცდა პირნათლად ჩავაბარეთ

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის პირველი წლისთავის აღსანიშნავად თურქეთის კონსული ბათუმში – იასინ თემიზქანი ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე კონსულმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „15 ივლისი დემოკრატიის გამარჯვებაა“. „ამ ადამიანებმა იარაღი გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მათ არაფერი ჰქონდათ ხელში… იყო მოლოდინი, რომ ტერორისტები უკან დაიხევდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ტანკები გამოიყვანეს, ცეცხლი გაუსხსნეს მშვიდობიან …

ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში. სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. „დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო …

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა

სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, გუშინ 7 აპრილს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროის დაშავებული საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე საქართველოში დაბრუნდა. მან სარფის სასაზღვრო პუნქტი უკვე გადმოკვეთა. ციალა ქათამიძის ინფორმაციით, პროკურატურამ როინ ლეონიძეს ბრალდება მოუხსნა და ის დაზარალებულად ცნეს. „კონსულისგან მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებზე და ექსპერტიზის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეს …

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ …

ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემები შემოვიდნენ

ბათუმის ნავსადგურში მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017″-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) შემოვიდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხვალ, 4 აპრილს, მსურველებს  გემების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების – TCG Kalkan-ისა …

თურქეთის საკონსულოს განმარტება 5 ბავშვთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან

Batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას – „ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს“, ბათუმში თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა. საკონსულოს ოფიციალური განმარტებით, 46 წლის ლალის პრობლემების შესახებ ბათუმში თურქეთის საკონსულო ინფორმირებულია და მას შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარა კიდეც. „ჩვენი შესაძლებლობის, კომპეტენციის ფარგლებში, არაერთხელ გაგვიწევია დახმარება, რითაც შეგვეძლო. რაც შეეხება თურქულ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვას, ჩვენ არაერთხელ …

ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთის საკონსულოსა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

46 წლის ლალი  საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, როგორც  „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 15 წელი თურქეთში, კერძოდ სტამბულში ცხოვრობდა. ლალის 5 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი, რომელიც 14 წლისაა,  ნორმალურად ვითარდებოდა, ახალ გარემოში კი სრულიად ჩაიკეტა. დედა და ბავშვები მეოთხე წელია რაც საქართველოში, ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ბავშვები სკოლაში არ დადიან, რადგან ქართული კარგად არ იციან. დედა ამბობს, რომ ბავშვებმა …

თურქეთის საკონსულო: გავრცელებული ინფორმაცია სარფში აფეთქების შესახებ ტყუილია

თურქეთის საკონსულო ბათუმში უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარფში, თურქეთის მხარეს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საქართველოს შს სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, სიმშვიდეა.

როგორ აისახება თურქეთის „საგანგებო რეჟიმი“ საქართველოზე

„დემოკრატიის დასაცავად“ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თქვა, რომ ამ პერიოდში თურქეთის ჯარს „ვირუსებისგან გაწმენდს“, რადგან სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი შესაძლოა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყოს. ექსპერტების შეფასებებით, „დემოკრატიის დაცვის“ სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს. თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში უკვე ძირითადად თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. …

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“, –  განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ვინ დააარსა „შაჰინის  სკოლა-ლიცეუმი“  ბათუმში და რატომ გახდა ის პოლიტიკური სამიზნე; აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება …

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი-და-იშხანი-რესტავრაც

Exit mobile version