მთავარი,სიახლეები

ცვლილებები ბათუმის აგრარული ბაზრის ყველის სექციაში

28.04.2016
ცვლილებები ბათუმის აგრარული ბაზრის ყველის სექციაში

დღეს 28 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ინიციატივით, შეხვედრა იმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბათუმის აგრარული ბაზრის წარმომადგენლებს შორის.

როგორც განმარტეს,  შეხვედრის ძირითადი მიზანი ბათუმის აგრარულ ბაზარში გასატარებელი ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილება შეეხება ყველის სექციას, რომლის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“.

ყველის სექცია აღიჭურვება 40 ახალი დახლ-მაცივრით, ხელსაბანი ონკანებით და უჟანგავი ინვენტარით. რძის პროდუქტების სექციისთვის მოეწყობა 4 სასაწყობე ოთახი, ლაბორატორია, გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო, სამრეცხაო და სასტერილიზაციო.

ყველის სექციის რეკონსტრუქციის მიზანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველის სექციაში დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.

შეხვედრის წარმომადგენლთა განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ბათუმის აგრარული ბაზრისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: