შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი. მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით. მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: …

წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს

სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …

ქობულეთში 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

12 დეკემბერს ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს ცივი იარაღით. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ერთი პირი, ადამიანების დაჭრაში ბრალდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით დაკავებულები არიან: „1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა. 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი. …

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, პოლიციამ 1974 წელს დაბადებული კ.ქ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა“-ამბობს შსს. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით …

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა …

დღეს ქობულეთში კაცი მოკლეს

დღეს, 3 დეკემბერს, დილის საათებში მკვლელობა მოხდა ქობულეთში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 108 მუხლით – განზრახ მკვლელობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ჩხრეკა თავდადებულის ქუჩაზე – “საგამოძიებო ღონისძიება სავარაუდო ნარკოდანაშაულზე”

დღეს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, მოქალაქეები ორი პირის ჩხრეკის ფაქტს შეესწრნენ. ეჭვმიტანილები ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებდნენ, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს ხელბორკილები გაუკეთეს. შს სამინისტრო მოქალაქეების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მობილიზების მიზეზი სავარაუდო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება გახდა. “საგამოძიებო ღონისძიება უკავშირდება სავარაუდო ნარკოდანაშაულს”, – გვითხრეს შსს-ში.

ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია 4 ადამიანი

ავტოავარია მოხდა დღეს, 30 ნოემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიაში 3 ავტომობილი მოყვა, დაშავებულია 4 ადამიანი. ადგილზეა საპატრულო პოლიცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს.

ბათუმსა და ქობულეთში 2 პირი დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.გ. ბათუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, ზ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა. ასევე, იმავე ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს 1986 წელს დაბადებული გ.წ.-ს. „დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი გ.წ.-ს …

პოლიციამ თბილისში აქციაზე 15 პირი დააკავა

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაკავებულებს შორისაა გიგი უგულავა. შსს-ს ცნობით, დაკავება მოხდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. დაპირისპირებისას პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. __________ ფოტოზე: აქცია თბილისის საქალაქო …

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს – შსს

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ზუგდიდში კი 2 პირი – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმსა და ზუგდიდში. დღეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო. საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და  ეს სხდომათა დარბაზში …

საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება არ დაიწყო – საიას შეფასება

„საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოძიება არ იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სავარაუდო მოსყიდვის ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა. საუბარია 24 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ …

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

დღეს, 24 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და გადაბირებას ცდილობდა. სანაცვლოდ მას 100 000 დოლარი შეთავაზეს. პარტიამ ამის დასადასტურებლად აუდიო ჩანაწერის მოკლე ვერსიაც გაავცელა. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. იგი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის …

პოლიციის განყოფილების უფროსი დამემუქრა, როცა ჩემი საქმე ვიკითხე – მოქალაქე

„ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელების თვალწინ მაგინა, უკანონოდ დაკავებას მიპირებდა და ირიბად სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე მეკეიძე, რომელსაც ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს. მოქალაქის თქმით, პოლიციის განყოფილების უფროსს 19 ნოემბერს შეხვდა და იმ საქმის გამოძიების შედეგით დაინტერესდა, სადაც თვითონ დაზარალებულია. ალექსანდრე მეკეიძე ამბობს, რომ პასუხის მიღების ნაცვლად, …

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა მოზარდი

დღეს, 19 ნოემბერს, ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც, პირველადი ინფორმაციით, 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება. „2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს …

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის …

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება …

ბათუმში 16 წლის გოგოს ქუჩაში მანქანა დაეჯახა, იგი რეანიმაციაშია

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა 16 წლის გოგოს დაეჯახა. მოზარდი ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება. ჰოსპიტალში დაშავებულ მოზარდს იკვლევენ. აქ გვითხრეს, რომ დაშავებული ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ვერ დგინდება მისი ვინაობა. კლინიკა სამართალდამცველებთან ერთად ცდილობს ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის იდენტიფიცირებას. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ინტრაკრანიალური ტრავმით …

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, დაკავებულია 1 პირი – არჩევნები 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის, 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1 პირი. „აჭარის პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების – “მთავარისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებთან სიტყვიერი …

სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო – შსს არჩევნების მეორე ტურზე

დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევების შესახებ შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. შსს-ს თქმით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს. „ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე უბნის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 5 პირი. …

ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „კრიტიკულად მძიმეა, მას უტარდება სათანადო პროცედურები,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ში, სადაც დაჭრილი სასწრაფრო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ნატყვიარი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.    

სააკაშვილის „შემოსვლის საქმეზე“ დანაშაულის დაფარვისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. „მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ …

ზურაბ ბერიძე: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით

წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი, ანასტასია შატალოვა მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიციამ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკა. ზურაბ ბერიძეს მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე 6 თვეზე მეტია არ მქონია საერთოდ ურთიერთობა. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე. სხვას ვერაფერს გეტყვით“ – თქვა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებთან დღეს, …

ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე 

წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიცია ამ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ზურაბ ბერიძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერია და მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ამოიღეს ერთი პერსონალური კომპიუტერი და ერთი ნოუთბუქი. ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კი ქალს ცეცხლსასროლი …

ბათუმში 2 ძმის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული კაცი თბილისში დააკავეს

თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს, რომელიც იძებნებოდა. მას ბათუმში განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავებიან. საუბარია 8 ოქტომბერს ღამით ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რ.გ.-მ მის მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან …

დააკავეს 3 პირი, რომლებიც ბათუმელ ბიზნესმენს ათასობით დოლარს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. „საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების …

21 წლის პირმა 100 ათასი ლარი მიითვისა სხვის ფეისბუქ და საბანკო ანგარიშებზე შეღწევით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, …

პოლიციამ ბათუმსა და ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო …

მაშველებმა ბათუმში მუშაობა დაასრულეს, ადგილზე მხოლოდ პოლიცია დარჩება

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება გამოძიება. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქუჩა, სავარაუდოდ, გადაიკეტება, რადგან არსებობს გვერდით მდებარე შენობის ჩამონგრევის საფრთხე. მაშველები 29 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება …

ბათუმში, სახლის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. „თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, …

ბათუმში კორპუსის ნგრევის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო …

გურიაში საფლავების გაქურდვისთვის 2 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გურიში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას …

შსს: თიანეთში 81 წლის კაცი შვილის მკვლელობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს თიანეთში. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა …

Exit mobile version