ბათუმში მოზარდი დაჭრეს

დღეს, 6 მაისს, ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკასთან მოზარდი დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. თვითმხილველის თქმით, ერთმა ახალგაზრდამ მეორე დანით ბეჭის არეში დაჭრა, რის შემდეგაც ისინი მალე დაიშალნენ. კონფლიქტში 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. შემთხვევის  ადგილზე არის სისხლის წვეთები. დაჭრილი სასწრაფო სამსახურს არ გადაუყვანია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი თანატოლებმა წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ადგილზე მუშაობს …

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 798 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პირბადის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტზე – 158. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, …

ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმსა და ქობულეთში – დაშავდა 1 პირი

დღეს, 28 აპრილს, ბათუმსა და ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაახლოებით დილის 9 საათზე, ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ დილით ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ხალვაშის გამზირიდან მათ გამოძახება არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ შს …

ნარკოტიკის რეალიზაციაში ჩართული პატარა გოგო – შსს ვიდეოს ავრცელებს [Video]

შს სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის რეალიზაციის დანაშაულებრივ სქემაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული. კადრებში ჩანს, რომ პატარა გოგონა სახლთან სამალავში რაღაცას ინახავს. შსს ირწმუნება, რომ გოგონამ სამალავში ნარკოტიკი დადო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა. 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და …

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ შემცველი ხსნარებით 4 საინექციო შპრიცი, „COMBAT-PP“-ის და …

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნოვაში“ მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მაღაზიის შენობის ფასადი და სწრაფი გადახდის აპარატი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ბათუმში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ბათუმში, აკაკი შანიძის ჩიხში სახლი დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოქალაქის თქმით, სახანძროს ადგილზე მისვლამდე ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებზეც გადავიდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოსახლეობამ მოახერხა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის …

პოლიციამ ქობულეთში ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1969 წელს დაბადებული ბ.გ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა ქობულეთში. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა – 1977 წელს დაბადებული ბ.გ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“ – წერს შსს. გამოძიება ოჯახის წევრის …

ქობულეთში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 40 წლამდე ასაკის კაცი სანადირო თოფით მოკლეს. სოფლის რწმუნებულის თქმით, კაცი მისმა ძმამ მოკლა და ის ჩაბარდა პოლიციას. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა რამ გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი, ამის შესახებ არ იცის: „ორივე ძმა წარსულში ნასამართლევია“. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. დაიწყო თუ არა გამოძიება – პასუხს „ბათუმელები“ შინაგან …

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს

15 აპრილის ღამეს ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს. ჩამტვრეულია ტაძრის სარკმლის მინა, თუმცა ტაძრიდან, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკარგული არაფერი არ არის. ტაძრის ქურდობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, სერგი რუხაძემ კი გვიპასუხა, რომ წირვის შემდეგ შეძლებს საუბარს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული …

დაკავებულია 6 პირი, მათ შორის არიან ძმები წულუკიძეები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. …

ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ დააკავა

ოჯახის წევრის ინფორმაციით, ბათუმში   გუშინ, 14 აპრილს, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე დააკავეს სამართალდამცველებმა. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში. ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ …

ქალი: ჩემი ფოტოები სექსმომსახურების საიტზე გამოაქვეყნეს, პოლიციამ კი არაფერი გააკეთა

„სექსმუშაკმა ჩემი პირადი ფოტოები თავის გვერდზე გამოიყენა, სადაც ადამიანებს სექსს სთავაზობდა… პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს, არაა ეგ დანაშაულიო,“ – ამბობს სოფო ლორთქიფანიძე. ის ფოთში ცხოვრობს და სამართალდამცველებს გენინსპექციაში უჩივის. სოფომ პოლიციელებს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფის ამსახველი ფაქტები მიაწოდა, მაგრამ მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ სამართალდამცველებმა იგი მიზანმიმართულად არ დაიცვეს. „27 მარტი იყო, ახლობელმა კაცმა დამირეკა, შენი ფოტოები …

დეიდას დაჭრის გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ბათუმში 9 აპრილს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მისმა დისშვილმა დაჭრა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო …

ბათუმში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ აღენიშნებოდათ მრავლობითი ტრავმები.

„ფორმულას“ მძღოლის ავტომანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. „გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, …

რატომ გამოუშვეს კაცი, რომელიც ბათუმის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა

კაცი, რომელიც გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში დანით შეიჭრა, თავისუფალია. ეპარქიის პრესსამსახურის უფროსის, იოანე გორელიშვილის თქმით,   მიტროპოლიტ დიმიტრის თხოვნით გამოუშვეს ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. „გუშინ ღამე დაუბრუნეს ოჯახს, ეპარქია არ უჩივის,“ – გვითხრა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილის თქმით, კაცმა, რომელიც  ეპარქიაში შეიჭრა, „ვერ განსაზღვრა, სად შემოვიდა  და რა უნდოდა“. „მან შემდეგ ბოდიში მოგვიხადა მომხდარის …

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1131 ადამიანი დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1131 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია, ხოლო ამ წესის განმეორებით დარღვევისთვის – 40 ლარი. შსს იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, …

ოზურგეთის 1 და ლანჩხუთის 2 სოფელში მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ასეთივე საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში. ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება …

„მაქვს სისხლნაჟღენთები“ – გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

დღეს, 4 აპრილს, სასამართლომ გაათავისუფლა გუშინ, გვიან ღამით „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტები, მათ შორის გენრი დოლიძე. გუშინ, 3 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციის  დროს სამი აქტივისტი დააკავეს. გენრი დოლიძე ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული იყო. „ხვალ გაგრძელდება პოლიციელების დაკითხვა. ვინც გამოაგზავნეს, ის პოლიციელი …

შსს აცხადებს, რომ ბათუმში ამოიღეს 415 აბი სუბოქსინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ. „სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი. პოლიციამ მეორე …

11 პირი დააკავეს 600 ათასზე მეტი ევროს თაღლითურად დაუფლების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა …

“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი

დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი. “გენრისთან …

ბათუმში სირცხვილიას მინიმუმ 3 აქტივისტი დააკავეს – აქტივისტები

ბათუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 4 აპრილს მოხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს არეულობა იყო. მათ დაინახეს სამი ადამიანის დაკავება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მეტი პირი იყოს დაკავებული. დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გენრი დოლიძე. აქტივისტები “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებდნენ …

ვინ გადაიხდის დაზიანებული ავტომანქანების ხარჯს – წყლის ამოხეთქვა ჭავჭავაძის ქუჩაზე

„ვერ გვეუბნებიან პასუხს, ვერც იმას, რა უნდა ვქნათ, ვის მივმართოთ,“ – ამბობს ბათუმელი ლადო ხაბეიშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 19 თებერვალს ჭავჭავაძის ქუჩაზე წყლის მოულოდნელი ამოხეთქვის დროს დაზარალდა. 19 თებერვლის შემდეგ ლადოს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან ვერ გაჰყავს და ვერც კომპენსაციას იღებს. წყლის ამოხეთქვის დროს ქუჩაში სულ 8 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. ლადო ხაბეიშვილის თქმით, …

მოქალაქეებს ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ონლაინაპლიკაციით შეუძლიათ – შსს

ავტომანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა პირველ აპრილამდე განისაზღვრა, რამაც მომსახურების სააგენტოების წინ, მოქალაქეთა გრძელი რიგები გააჩინა. შსს ინფორმაციით, ავტომანქანებზე  სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლა მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურადაც შეუძლიათ. „იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანის მფლობელის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან …

ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში

ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი. ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო. მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა …

ქობულეთში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს შუახნის კაცი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, გარდაცვლილი დახვდა.

ავტოავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 22 მარტს, რუსთაველის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, თუმცა ექიმების დახმარება მძღოლებს არ დასჭირდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს – შსს

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ შემთხვევის …

225 ახალი ავტომობილი პოლიციას გადასცეს

პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: “შკოდას” მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და “კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.“ ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ ბორცვაძე და …

ბათუმში ნარკორეალიზატორს ფარულად ვიდეო გადაუღეს და დააკავეს – შსს

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში ა.ბ. დააკავეს. იგი თურქეთის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს ფარულად ჩაიწერეს. „ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, “მეტამფეტამინის“ შემცველი …

ბათუმში 26 ველოსიპედის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და არაერთ ქურდობაში მხილებული ნ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილ 26 ველოსიპედს უკანონოდ დაეუფლა. პოლიციამ მოპარული ველოსიპედების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით …

როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ

ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანია „აიდურგეოსთან“. ხელშეკრულება 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული და მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ამ თემაზე: ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება „არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, …

სად ამოქმედდა აჭარიდან გურიისკენ მიმავალ გზებზე სიჩქარის კონტროლის რადარები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია აამოქმედა. 2021 წლის 16 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია ამოქმედდა: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (გმირთა მოედანი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან …

Exit mobile version