სიახლეები

ბათუმსა და ქობულეთში 2 პირი დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით

30.11.2021
ბათუმსა და ქობულეთში 2 პირი დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.გ. ბათუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, ზ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, იმავე ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს 1986 წელს დაბადებული გ.წ.-ს.

„დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი გ.წ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა,“ – წერს შსს.

შს სამინისტროს ცნობით,  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯამში დაკავებულია 10 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტო არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: