დააკავეს 3 პირი, რომლებიც ბათუმელ ბიზნესმენს ათასობით დოლარს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. „საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების …

21 წლის პირმა 100 ათასი ლარი მიითვისა სხვის ფეისბუქ და საბანკო ანგარიშებზე შეღწევით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, …

პოლიციამ ბათუმსა და ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო …

მაშველებმა ბათუმში მუშაობა დაასრულეს, ადგილზე მხოლოდ პოლიცია დარჩება

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება გამოძიება. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქუჩა, სავარაუდოდ, გადაიკეტება, რადგან არსებობს გვერდით მდებარე შენობის ჩამონგრევის საფრთხე. მაშველები 29 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება …

ბათუმში, სახლის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. „თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, …

ბათუმში კორპუსის ნგრევის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო …

გურიაში საფლავების გაქურდვისთვის 2 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გურიში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას …

შსს: თიანეთში 81 წლის კაცი შვილის მკვლელობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს თიანეთში. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა …

ნატო-საქართველოს საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში | ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის – SNMCMG2-ის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი “სოხუმი” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT …

2 ოქტომბერს შსს-ში კოორდინატორების წინააღმდეგ 200 შეტყობინება შევიდა

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის დარღვევაზე 200 შეტყობინება შევიდა, ერთი პირი კი 2000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე …

დააკავეს 7 პირი, 16 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო უბანთან დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება. შსს აცხადებს, რომ 16 საქმეზეა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებულია 7 ადამიანი. შსს ამ შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას: სოფელ ფონიჭალაში მდებარე 30-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით; ყვარლის რაიონულ სამმართველოში – …

დააკავეს მეპატრონე იმ ბინის, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს

შსს ინფორმაციით, დააკავეს პირი, ვის საცხოვრებელ ბინაშიც იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი თბილისში, დაკავების დროს. „დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, 1958 წელს დაბადებული პირი, გამოძიება სსკ-ის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პირველ ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერირორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ …

სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს სამინისტრო

დღეს, პირველ ოქტომბერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის. „მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი …

2 ადამიანი დაიღუპა ბათუმში ავტოავარიის შედეგად

წუხელ ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა  კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული, 17 წლის მოზარდი კი, რეანიმაციაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა. _____________ ფოტო: შემთხვევის ადგილი, TV Pirveli

ბათუმში ნატოს ხომალდები შემოვიდა

საქართველოში ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, ნატოს ხომალდები შემოვიდა. შემოსულია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი – SNMCMG2, რომლის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს. შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები …

ვინ გამოიძიებს საქმეს, როცა სავარაუდო დამნაშავე პოლიციელია – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

პოლიციის ის განყოფილება, სადაც დასაქმებულ პოლიციელს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, ვეღარ გამოიძიებს ამ საქმეს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 23 სექტემბერს, მიიღო. მოსარჩელე გიორგი ცერცვაძეა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალეს. მოქალაქემ პოლიციელებს უჩივლა, თუმცა საქმე პროკურატურის დავალებით იგივე საგამოძიებო ორგანომ გამოიძია, სადაც ცერცვაძის მხრიდან დადანაშაულებული პოლიციელები მუშაობდნენ. გიორგი ცერცვაძე გორში დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისა …

კაფეში ტურისტს 15 000 ლარი ჩამოაჭრეს ანგარიშიდან, დაკავებულია 1 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი …

დააკავეს 3 პირი, ვინც 28 წლის კაცს ხელ-ფეხი შეუკრა და არხში დაახრჩო – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, მათგან ორ ბრალდებულს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, ერთს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება. შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ.-მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, …

ავარია ბათუმში – ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში, ავტოავარია მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ___________ ფოტო: „ალტერნატივა“, ხათუნა ბერიძე.

ბათუმსა და ქობულეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია – ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ. „სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი …

შსს: „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. „დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. …

დააკავეს 14 წლის მოზარდი, რომელსაც 3 თანატოლის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 2007 წელს დაბადებული ლ.მ., რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს. პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, …

ყვარელში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. „პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს,“ – წერს შსს.

შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. „აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, …

დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. „თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა …

რატომ ვერ შეამოწმეს მარიხუანა, რომელიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს

ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა სკოლის ეზოში სავარაუდოდ მარიხუანას აღმოჩენაზე. ბათუმში, მე-18 საჯარო სკოლის ეზოში 3 ძირი მარიხუანა 2 სექტემბერს ამოიღეს. „ამოიღეს, ნარგავები წაიღეს და მიმდინარეობს მოკვლევა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის რესურსცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ საქმეს აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობს. „ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის,“ – …

აჭარა ოჯახში სექსუალური ძალადობით რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა

ოჯახში ძალადობის 4886 შემთხვევიდან 22 იყო სექსუალური ძალადობა. 2021 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები შემაკავებელ ორდერს აფორმებენ. ორდერში მიეთითება, კონკრეტულად რა სახის ძალადობაზე საუბრობს მსხვერპლი: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური… შსს ამ სახის სტატისტიკას გასული წლიდან ამუშავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის 22 შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა …

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, …

ფეისბუქზე ყალბი პროფილით მოქალაქეს 300 დოლარი გამოსძალეს თაღლითურად – შსს

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თაღლითობის ბრალდებით დააკავა 1996 წელს დაბადებულ გ.ლ. შსს-ს ცნობით,  გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნ.ღ.-ს მისწერა, თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ …

პოლიციამ ხელვაჩაურში რესტორანი „ჩვენებური“ დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“ დალუქეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით. აღნიშნული რესტორანი …

ქობულეთში კაცი დანით დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დანით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი – 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების თქმით, ნაცემი და დაჭრილი კაცი დილით იპოვეს. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია. გამოძიება მიმდინარეობს …

ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და ბოლნისში 20 პირი დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. …

ბათუმში 2 სარიტუალო დარბაზი დალუქეს

პოლიციამ ბათუმში 11 აგვისტოს ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. „სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა,“ – …

ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს

ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება. დააჯარიმა თუ არა …

23 წლის ქალის გატაცებისთვის 4 პირს პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა ოთხივე …

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული 31 წლის ავსტრალიელი ქალი შანე ბრუკი, გარდაცვლილი იპოვეს. ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. დაკარგული ქალის მეგობრები ამბობდნენ, რომ შანე ბრუკი ამერიკაში მეგობარს ელაპარაკებოდა, როცა მას თავს დაესხნენ. ახლობლების ინფორმაციით შანე ბრუკი გაუჩინარებამდე მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. ის თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი …

Exit mobile version