Batumelebi | ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს – შსს ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს – შსს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს – შსს

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ზუგდიდში კი 2 პირი – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმსა და ზუგდიდში.

დღეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.

საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და  ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს, ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com