Batumelebi | ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კრიტიკულად მძიმეა, მას უტარდება სათანადო პროცედურები,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ში, სადაც დაჭრილი სასწრაფრო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ნატყვიარი აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი