ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, შეჯახების შემდეგ კი, ერთი ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველის, ლია გრძელიძის თქმით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.
Tag Archives: შსს
ბათუმში მიუსაფარი ძაღლი ტბაში წიხლით ჩააგდეს – პოლიციას განცხადებით მიმართეს
დღეს, 16 მაისს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ცხოველისადმი სისასტიკეა ასახული. ვიდეო ბათუმის ცენტრალურ პარკშია გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 2 ბიჭი ტბის ნაპირას მყოფ მიუსაფარ ძაღლს და ერთ-ერთი მათგანი წიხლის კვრით აგდებს ძაღლს ტბაში. ამის შემდეგ ახალგაზრდები იცინიან და გზას აგრძელებენ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს ბათუმელმა ცხოველების უფლებათა დამცველებმა. მათ განცხადება …
Continue reading “ბათუმში მიუსაფარი ძაღლი ტბაში წიხლით ჩააგდეს – პოლიციას განცხადებით მიმართეს”
რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები
მთავრობამ 18 აპრილს ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, მაშინ როცა, უკვე მეორე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 88-ბინიანი კორპუსების მშენებლობას ვერ ასრულებს. სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობას ხელს ამწე უშლის, რომელიც ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიამ ტერიტორიიდან არ გაიტანა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლოს კი, საკითხის განხილვა უკვე მეხუთე თვეა არც დაუწყია. საქალაქო სასამართლოში …
Continue reading “რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები “
აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში აჭარაში, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისსა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, აჭარაში დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ …
Continue reading “აჭარაში ნარკოდანაშაულზე 4 პირი დააკავეს – შსს”
ბათუმში სავარაუდოდ უკანონო ქოლცენტრი აღმოაჩინეს – შენობა პოლიციამ დალუქა
„60 ადამიანი დამხვდა აქ, რომელიც უკანა კარიდან გაიპარა,“ – ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. მან დღეს, 10 მაისს ბათუმის „ბიზნეს ცენტრის“ მე-3 სართულზე ფეისბუქლაივი ჩართო და თქვა, რომ იქ უკანონო „ქოლცენტრია“ გახსნილი. კადრებში მართლაც არაერთი ადამიანი ჩანს. ფეისბუქლაივში ჟურნალიტს ოფისში დასაქმებული ადამიანები პასუხობენ, რომ ეს სამშენებლო კომპანიაა, თუმცა ვერ ამბობენ კომპანიის სახელს. „ეს ბათუმის სამშენებლო კომპანიაა“, …
Continue reading “ბათუმში სავარაუდოდ უკანონო ქოლცენტრი აღმოაჩინეს – შენობა პოლიციამ დალუქა”
ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული
ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული. თვითმხილველის თქმით, ტრაილერები დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე დგანან [ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით], თუმცა, გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში, მათი მხრიდან რაიმე შეზღუდვა გზებზე გადაადგილებაში დაწესებული არ არის: „შესაძლოა ტრაილერები საპატრულო პოლიციამ გააჩერა“. რატომაა კოლონა გაჩერებული შემოვლთ გზაზე – „ბათუმელები“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან …
Continue reading “ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული”
ბათუმში აქციაზე 25 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. „ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის …
რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი
26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის საგამოცდო მარშრუტები შინაგან …
Continue reading “რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი”
მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს
დღეიდან, 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული …
Continue reading “მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს”
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს
„ოფისი დღეს დილით გაქურდული დაგვხვდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, პარტიის ხელვაჩაურის ოფისის ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოებით გახსნეს და მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს. „მაგიდაზე იყო მცირე ოდენობის ფულიც, რაზეც ხელი არ უხლიათ. დიდი ალბათობით, ინტერესი იყო კომპიუტერზე, რადგან იქ ინახება ჩვენი მონაცემები… ეს არის „ქურდული ოცნების“ მიერ წახალისებული, ქურდული იმიტომ, რომ …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს”
უკრაინელი ქალი ჰყვება, რომ ის ბათუმში გააუპატიურეს, მაგრამ დღემდე დაზარალებულად არ უცნიათ
უკრაინის მოქალაქე, 47 წლის ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ძველით ახალი წლის ღამეს, ის გააუპატიურეს. ქალი გასული წლიდან ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. ამის შესახებ დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. ქალი ამბობს, რომ ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართა დასახმარებლად, რაც დარწმუნდა, რომ პოლიცია საქმეს სათანადოდ არ იძიებდა. უკრაინის მოქალაქე ქალი …
ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.
მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლის რეგისტრაცია გამარტივდა – სააგენტო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 5 აპრილიდან მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა. „განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციას …
Continue reading “მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მოტოციკლის რეგისტრაცია გამარტივდა – სააგენტო”
ცოტნე კობერიძის თქმით, მან ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა და ამის გამო დააკავეს
თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ დღეს, 3 აპრილს, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნათქვამი – „ბიძინას მონა!“ გახდა. ცოტნე კობერიძე დაკავებიდან მოკლე ხანში, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. „ღარიბაშვილს ვუთხარი „ბიძინას მონა“. აგრესიულად არ მითქვამს. მოვიდა პოლიციელი, საბუთები გამომართვა, საკრებულოს საშვი მქონდა საბუთებში, ეს …
ბათუმში პოლიციამ განმარტების გარეშე დააკავა თბილისის საკრებულოს წევრი – ზურაბ ჯაფარიძე
დღეს, 3 აპრილს, ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე – ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქვეყნებს ფეისბუქზე და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აკავებენ ცოტნე კობერიძეს. „რის გამო უნდა დამაკავოთ?“ – ეკითხება პოლიციელებს ცოტნე კობერიძე. „ახლა დაგაკავებ, დაკავებული ხარ იცოდე ადმინისტრაციული წესით“, – პასუხობს მას პოლიციელი. ვიდეოში ასევე ჩანს, …
449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები
ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. 2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო …
Continue reading “449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები”
მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან
ილია სააკაშვილი ერთ-ერთი სამართალდამცველია „მამუკა მიქაუტაძის საქმიდან“, რომელიც ახლა უკვე შსს-ს მაღალჩინოსანია – ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსია. ილია სააკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო 2013 წელს, როცა თბილისში მცხოვრებმა მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინა დღით მიქაუტაძემ ცოლს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას, პოლიციელებმა მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა …
დღეიდან მოპედისა და კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლება სავალდებულოა
დღეიდან, 28 მარტიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება. AM კატეგორიის მართვის უფლების მოპოვება შესაძლებელია 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების …
Continue reading “დღეიდან მოპედისა და კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლება სავალდებულოა”
ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, დააკავეს 6 პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. [toggle title=”დეტალურად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”] ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი …
Continue reading “ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, დააკავეს 6 პირი – შსს”
მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა
დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …
Continue reading “მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა”
35 წლის კაცი სხვისი საბანკო ბარათების კოდებს იმახსოვრებდა და თანხას ითვისებდა – შსს
პოლიციამ თბილისში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების …
ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი გრიგოლ ბესელია
აჭარის პოლიციის ახალი უფრო გრიგოლ ბესელიაა. ის აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე გრიგოლ ბესელია იკავებდა, ავთანდილ გალდავამ დაიკავა, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსი იყო. გალდავა ცნობილი გახდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სახის საკადრო ცვლილებებზე აღარ აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, როცა …
Continue reading “ვინ არის აჭარის პოლიციის ახალი უფროსი გრიგოლ ბესელია”
ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა
ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 32 წლის ირაკლი დგებუაძე ბათუმში სავარაუდოდ როტაციის პრინციპით ჩამოვიდა. დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციონერები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები დააკავეს – ამ პროცესს სწორედ ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა. ბათუმის პოლიციის უფროსი აქამდე ხვიჩა ქადაგიძე იყო. ქადაგიძე ამ …
Continue reading “ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა”
ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს
პოლიციამ დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში ოპოზიციის 6 წევრი დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე. “ბათუმელებს” ენმ-ის წევრების დაკავება დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. …
დაკავებულია 6 პირი, რომელთაც მილიონამდე ლარი მიითვისეს თაღლითურად – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი. „ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, …
Continue reading “დაკავებულია 6 პირი, რომელთაც მილიონამდე ლარი მიითვისეს თაღლითურად – შსს”
ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 3 მანქანა
დღეს, 11 თებერვალს, ავარია მოხდა ბათუმში, ლერმონტოვისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად სამი მანქანა დაზიანდა, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით. გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის …
Continue reading “პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს”
უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია
2021 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 ადამიანი. სტასტისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე იძებნება 51 პირი, გარდაცვლილი იპოვნეს 14 ადამიანი, ხოლო მოიძებნა 98 ადამიანი. გასულ წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორს 42 მოზარდია, ანუ 18 წლამდე პირი. უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 პირი 18-დან 24 წლამდეა, 59 ადამიანი – 25-დან 45 წლამდე, 29 …
Continue reading “უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია”
ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა ქალის მკვლელობის ბრალდებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა“ – აცხადებს შსს. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს”
3 პირი დააკავეს, ამოღებულია 3 კილოგრამამდე ჰეროინი | შსს
შინაგნ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს წარსულში ნასამართლევი 3 პირი – 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის …
Continue reading “3 პირი დააკავეს, ამოღებულია 3 კილოგრამამდე ჰეროინი | შსს”
აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი …
Continue reading “აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს”
ყალბი მართვის მოწმობის დამზადების სქემა ტელეგრამზე, დაკავებულია 1 პირი – შსს
შსს-ს ცნობით, პოლიციამ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული …
Continue reading “ყალბი მართვის მოწმობის დამზადების სქემა ტელეგრამზე, დაკავებულია 1 პირი – შსს “
37 მილიონი ლარის ნარკოტიკები გავანადგურეთ – შსს
შსს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული, 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. მათ შორის 23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“, 12 127 ტაბლეტი „სუბოტექსი“, 9 კგ კოკაინი. შსს ინფორმაციით, ასევე განადგურდა 1 ტონა კანაფი და „მარიხუანა“ და 300-იდან 1000 ტაბლეტამდე სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. „ნარკოტიკები …
Continue reading “37 მილიონი ლარის ნარკოტიკები გავანადგურეთ – შსს”
ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, წაართვეს მანქანაც, მათ ქურდებს მიმართეს და არა პოლიციას – შსს
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, მათ კი დასახმარებლად მიმართეს არა სამართალდამცველებს, არამედ სხვა „ავტორიტეტებს“. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის …
დაიღუპა 1 კაცი – ქობულეთში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა
ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი. „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.
გატეხილი მაღაზია და მოპარული მობილურები – ქურდობის ორი ფაქტი ბათუმში
ბათუმში 15 დეკემბერს ორი მაღაზია გაქურდეს. ერთი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ზუმერია“, მეორე კი, სურსათის მაღაზია ჯავახიშვილზე – „ორი ნაბიჯი“. დღეს, დაახლოებით 14 საათზე, მაღაზია „ზუმერიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს. როგორც „ბათუმელებს“ მაღაზიაში მყოფმა პირმა უთხრა, ახალგაზრდა კაცმა 2 მობილური მოიპარა, ჩაირთო სიგნალიზაცია და იგი გაიქცა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა გამთენიისას, ჯავახიშვილის …
Continue reading “გატეხილი მაღაზია და მოპარული მობილურები – ქურდობის ორი ფაქტი ბათუმში”