მთავარი,სიახლეები

ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა

14.12.2025 •
ხულოში სოფლების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა

ხულოში, ყინჩაურისა და ხიხაძირის ადმინისტრაციული თემების რამდენიმე სოფელი, ასევე დაახლოებით 100 აბონენტი შუახევში, შუქის გარეშეა.

ხულოს სოფლების დიდ ნაწილში შუქი გუშინ, 13 დეკემბერს გამოირთო, როცა ინტენსიური თოვა დაიწყო. სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღდგა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესცენტრის ინფორმაციით, სოფლებში, სადაც შუქი ამ დრომდე არ აქვთ, ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება.

ხულოს მერიის ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე უკვე ნახევარი მეტრია, დაბალ ზონაში – 5-10 სანტიმეტრი.

ხულოს მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: