მთავარი,სიახლეები

წყალდიდობა პოლონეთში, ჩეხეთსა და და ევროპის სხვა ქვეყნებში – არის მსხვერპლი

16.09.2024
წყალდიდობა პოლონეთში, ჩეხეთსა და და ევროპის სხვა ქვეყნებში – არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. უამინდობის მიზეზი ციკლონი გახდა, რომელსაც ევროპის ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა და ქარი მოჰყვა.

დღეს, 16 სექტემბერს, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიხრჩო მდინარე კრასოვკაში ქალაქ ბრუნტალთან, 7 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

3 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ავსტრიაში, 6 – რუმინეთში და 1 – პოლონეთში.

ჩეხეთში განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რაიონები, დაიტბორა ქალაქების: იესენიკისა და ოპავას ქუჩები. ოპავას ათასობით მკვიდრი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლის გამო, იესენიკში კი ასობით ადამიანი წყალდიდობის ზონიდან ნავებისა და ვერტმფრენების საშუალებით გამოიყვანეს. ქვეყანაში ავდარს „საუკუნის წყალდიდობა“ უწოდეს.

ქვემო ავსტრიაში, მდინარე კამპსა და ტრაისენზე ორი კაშხალი დაირღვა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიტბორა. შაბათ-კვირას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა წყალდიდობის ზონიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინეს და რეგიონი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

რუმინეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ექვსი ათასამდე სახლი, სტიქიამ დააზარალა 20 მუნიციპალიტეტი და რვა ოლქი. გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის 6 მსხვერპლი ძირითადად მოხუცები იყვნენ, მათ შორის 96 და 86 წლის ქალები.

პოლონეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე დასახლება დაზიანდა, მათ შორის ქალაქი გლუჩოლაზი, სადაც წყალდიდობის შედეგად ხიდი დაინგრა.

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში წყალდიდობის საფრთხის შესახებ გამოცხადდა. აქ მდინარის მაქსიმალურ ადიდებას 18 სექტემბერს ელიან.

____________

ფოტოზე: წყალდიდობა პოლონეთში. ფოტო: EPA-EFE/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: