როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს. პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, …

„მოქალაქეები ითხოვენ გადასახადების გადავადებას“ – ენერგოომბუდსმენი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადავადებას ითხოვენ – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი [ენერგოომბუდსმენი] სალომე ვარდიაშვილი ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მომხმარებელთა მიმართვა გაიზარდა. იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს „ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ზოგი უხელფასოდ დარჩა, ზოგს …

მარნეულში 1000 ადამიანს ტესტს უტარებენ კორონავირუსზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 25 მარტს, მარნეულში 1000 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირებას  ჩაუტარებენ.  მარნეულში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც. „ტესტები ჩინეთიდან არის შემოტანილი. ტესტირება პირველ რიგში იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, ვისაც კონტაქტები ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთან“ – გვითხრეს სამინისტროში. მარნეულში კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების ტესტირება დღეს, 25 მარტს დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ამ …

რა თანხების მობილიზება [ვერ] მოხერხდება ბათუმის ბიუჯეტში

2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით ბათუმის ბიუჯეტში წლის ბოლოს 158 მილიონი ლარი უნდა აისახოს.  ამაში შედის, როგორც ადმინისტრაციული გადასახდელები,  რენტის სახით და საკუთრებიდან მიღებული თანხები, ასევე, სხვა და სხვა გადასახდელი. მათ შორის რამდენიმე სახის გადასახადი მერიამ მთავრობის რეკომენდაციით გადაავადა. პროგნოზის მიხედვით, მერია 32 მილიონის ამოღებას სათამაშო ბიზენისადან გეგმავდა, ამ დროისთვის ბათუმში სხვა კომერციულ ობიექტებთან ერთად …

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა – სამინისტრო მშობლებს რჩევებს აძლევს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, რომ სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდეს. გარდა ამისა, დღეს 25 მარტს, სამინისტრომ რჩევები მისცა მშობლებსაც. შეინარჩუნეთ სიმშვიდე არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე …

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია – BBC

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპა კორონავირუსის ინფექციის ახალი ეპიცენტრი გახდა, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება აშშ-ში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. მრავალი ქალაქი და ქვეყანა კარანტინშია, შეწყვეტილია ავიამიმოსვლა, გაუქმდა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები. ვირუსის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ჩინეთთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქვეყანამ შეძლო წარმატებით შებრძოლებოდა Covid-19-ის პანდემიას. „არის ქვეყნები, რომელთაც მიიღეს ზომები და შეძლეს ეპიდემიის შეკავება. ჩემი აზრით, …

26 მარტს ბათუმის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს, 23 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც და ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. „სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის …

მცირე სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის

4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში. მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო …

1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში – ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

დღეს, 25 მარტს, მსოფლიოში 2.6 მილიარდი ადამიანია იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მოსახლეობის (1.3 მილიარდი) სრული კარანტინი გამოაცხადა – წერს „ბიბისი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ინდოეთში კორონავირუსით 562 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა. 25 მარტის 00:00 საათიდან 21 დღით ინდოეთში სრული კარანტინი გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რათა …

ბათუმში იუსტიციის სახლმა მუშაობა თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის გამო შეაჩერა

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ბათუმისა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 6 ფილიალში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლების მუშაობა დროებით შეჩერებულია. სამუშაო პროცესი ასევე შეჩერებულია 20 საზოგადოებრივ ცენტრში, მათ შორის, ჩაქვში. იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული – აცხადებენ იუსტიციის სახლში. „იუსტიციის სახლი …

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 343 ადამიანს დაუდასტურდა

“ჩვენ გვაქვს 343 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – თქვა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ 24 მარტს, გასული 24 საათის შეჯამებისას. მისივე ინფორმაციით, სულ თურქეთის მასშტაბით ამ დრომდე  1 872 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 952 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი უმრავლესობის პასუხი უარყოფითი იყო. ბოლო 24 საათში კორონავირუსით თურქეთში 7 ადამიანი დაიღუპა. …

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

ესპანეთში ექიმები ჩივიან, რომ საბაზისო ეკიპირებაც კი არ აქვთ, იმ პირობებში, როცა ერთ დღეში კორონავირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა. 24 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 39 673 ადამიანია დაავადებული. აქედან ვირუსის მატარებელთა 13%-ს სამედიცინო პერსონალი შეადგენს – წერს „გარდიანი“.  ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ კარანტინია, თუმცა დაავადების გავრცელება არ ნელდება. კორონავირუსმა …

მოხალისეობის პირველი დღეები ბულგარეთის პატარა ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე

ავტორი: ელზა ლემსაძე გასულ წელს, მეგობრის დახმარებით, ძალიან კარგი პროგრამის შესახებ გავიგე, რომელიც Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მომდევნო ათი თვის განმავლობაში ბულგარეთში, ქალაქ სლივენის ადგილობრივ ორგანიზაციაში უნდა ვიმუშაო. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებას თუ შეცვლიდა. ვერც იმ პირველ ემოციას დავივიწყებ, როცა მაცნობეს, რომ შემარჩიეს. ასევე, ვერ წარმომედგინა ჩვენ ცხოვრებაში COVID-19 -ის მოულოდნელად შემოჭრაც. …

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …

პაოლო მიკაი – ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

24 მარტს გენუაში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 წლის იტალიელი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი პაოლო მიკაი. “ლა რეპუბლიკა” წერს, რომ იტალიური მედიასფერო პაოლო მიკაის გლოვობს. იგი ვირუსის სიმპტომებით გენუის საავადმყოფოში ის 10 დღის წინ მოათავსეს, დღეს კი გარდაიცვალა. პაოლო მიკაი Mediaset-ის თანამშრომელი იყო.  40 წლის მანძილზე მის სახელს  უკავშირდება არაერთი ცნობილი ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი. “40 წლის განმავლობაში …

დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 მარტის მონაცემით [19:30 საათი], საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა. დღის განმავლობაში სტატისტიკა 9-ით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს ბათუმში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 252 პაციენტი. 

ბათუმის ინფექციურში გადაყვანილ 5 ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა ინფორმაცია. ოთხივე პაციენტი კარანტინიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითია, მათ COVID-19 არ აქვთ. 24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის …

9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას

ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროგრამის მიზანია აღნიშნულ პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით და, ასევე, ქვეყანაში ამ პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება. დაფინანსებას …

ისრაელის პრეზიდენტმა კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა დაიწყო

ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა, ზღაპრების კითხვა და ჩაწერა დაიწყო, რომ კარანტინში მყოფი ბავშვების მშობლებს ყოველდღიურობა გაუადვილოს. „ვიცი, რომ ძალიან რთული დრო დგას, ყველა სახლშია და მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, ეს გამოწვევაა. გთხოვთ, შემომიერთდით და ერთად გავატაროთ ეს დრო, ამჯერად ვკითხულობ ლეი გოლდბერგის შესანიშნავ წიგნს სიმამაცეზე  – „ქირავდება ბინა“. წაიკითხეთ ჩემთან ერთად მთელმა …

იცვლება მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები – ბათუმის მერიის განცხადება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დროებით გაუქმდა N17 სამარშრუტო ხაზი და აღნიშნული სამარშრუტო ხაზის ავტობუსები გადანაწილდება N12 და N16 მარშრუტებზე. მერიის განცხადებით, ეს მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, რადგან აღნიშნულ მარშრუტებზე მგზავრთა მეტი ნაკადია. მერიის ინფორმაციით, N12 მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს მაიაკოვსკის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, ხელვაჩაურის მიმართულებით, 7-წუთიანი ინტერვალით. N16 მუნიციპალური ავტობუსი კი იმოძრავებს მაიაკოვსკის ქუჩიდან სარფის მიმართულებით, …

მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდები შეჩერდა 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების [გასაუბრება/ტესტირების] პროცესი. 21 აპრილამდე შეჩერდა, ასევე, კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების განაცხადის მიღების პროცესი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მეზღვაურებზე, რომელთა გემზე ასვლა დაგეგმილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. კვალიფიკაციის სერტიფიკატების განაცხადები 2020 წლის 21 აპრილამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაიცემა საქართველოს …

“სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს, რომლებიც დავალიანებას ვერ იხდიან

24 მარტის მდგომარეობით, „სოკარი“ არ აპირებს მოქალაქეებს, რომლებიც გაზის დავალიანებას ვერ იხდიან, თანხის გადახდა გადაუვადოს. „სოკარის“ წარმომადგენლები თითოეულ ასეთ აბონენტთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გაზს ჩაუჭრიან, თუკი მიმდინარე დავალიანებას ვერ გადაიხდიან. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. ერთ-ერთის თქმით, მათმა ოჯახმა შემოსავალი დაკარგა და ამ ეტაპზე გადახდას ვერ ახერხებს. „ჩემი ქმარი სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით …

ბათუმში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, ხუთს კი კორონავირუსზე მკურნალობენ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით. ოთხივე მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხი, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუთიდან მხოლოდ ერთ მათგანს …

ნატოს გემებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები არ ეხება

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა 2020 წლის 22 აპრილამდე. ეს შეზღუდვა არ ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [ნატოს] დაქვემდებარებაში არსებულ, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში სასწავლო ფრენებს. შეზღუდვა ასევე არ ეხება ნატოს დროშის ქვეშ მცურავი …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

24 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საქართველოში ამ დროისთვის [24 მარტის 10:10 სთ.] კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 66, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235 ადამიანი.

იტალიაში გარდაიცვალა მღვდელი, რომელმაც თავისი რესპირატორი ახალგაზრდას დაუთმო

72 წლის მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი, რომელიც ბერგამოს პროვინციაში პატარა ქალაქ კასნიგოს ეკლესიაში მსახურობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 30 მღვდელთაგან, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა. ბერგამოს ყველა  საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებითაა სავსე. ექიმებს არ ჰყოფნით რესპირატორები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები. როგორც იტალიური გამოცემა TGCOM24-ი წერს, ჯუზეპე ბერარდელმა თავისი რესპირატორი მასზე ახალგაზრდა უცნობ პაციენტს დაუთმო. მას შემდეგ, რაც მღვდელს …

ვინ არის პაციენტი #31 – ვირუსის აფეთქებას სამხრეთ კორეაში ერთ ადამიანს უკავშირებენ

ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ კორეა კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევიდან ათასობით შემთხვევაზე გადავიდა. დღეს ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 9000-ს მიუახლოვდა. ვირუსის მასიურ გავრცელებას არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს და „პაციენტ #31“-ს უკავშირებენ.  სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მასიური ზრდა უკავშირდება ერთ-ერთ „სუპერგამავრცელებელს“, 61 წლის ქალს, ცნობილს, როგორც „პაციენტი #31“, რომელიც ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის, სინჩეონჯის წევრია. შედეგად, ქალაქ …

„არ ვიცი, დარჩება თუ არა ბილეთი, რომ დავბრუნდე“ – საქართველოს მოქალაქე ვენაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება სპეცრეისები  ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.  ფრენა თბილისი-ვენა-თბილისი 26 მარტსაა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ვენაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, 26 მარტის რეისით საქართველოში ვენიდან ისინი გამოემგზავრებიან, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბილეთი 22 მარტის რეისზე და ჯავშანი გაუქმდა, დარჩენილ ადგილებს კი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებზე …

იტალიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 602 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა კი 6078-ია. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან 408 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  7 423-ს მიაღწია. ასეთია 23 მარტის მონაცემები. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 4 781 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით 23 მარტის მდგომარეობით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 63 919 ადამიანია. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

დღეს ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას თავის ქვეყანაში, გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა …

ბათუმის ბულვარი: იზღუდება ატრაქციონებისა და სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება შეზღუდვები. აკრძალულია: სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა; ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა; სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება. „მაქსიმალურად …

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დღეს, 23 მარტს, დილით, ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში 54 დადასტურებული შემთხვევაა, ახლა კი ეს რიცხვი 61-ა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი.  ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.  ამავე თემაზე:  ბათუმში ელოდებიან 6 …

იკრძალება ყველა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. იკრძალება კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილებით ასევე  აკრძალულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება. მათ შორის: შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის …

დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ პაციენტებს ჯგუფები მოემსახურებიან

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სატრანსპორტო შეზღუდვების გამო მუნიციპალიტეტებში დიალიზის საჭიროების მქონე  სოციალურად დაუცველ პაციენტებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. მსგავსი საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ პროგრამა დიალიზის საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პაციენტების ტრანსპორტირების მომსახურებას ამ დრომდეც ითვალისწინებდა. ხელვაჩაურში დიალიზის საჭიროებების მქონე მოქალაქეებმა, რომლებსაც ტრანსპორტირების მომსახურება …

„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ

რა ელოდება კერძო სექტორს, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დიდხანს გაგრძელება? რა ელოდებათ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გაუშვეს და ჯერჯერობით ხელფასებს ინარჩუნებენ? ვინ როგორ დაუბრუნდება და ვინ ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას ბაზარზე, რაც პანდემიამდე ჰქონდა?  – ამ თემაზე  შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნონა ხუჯაძეს ვესაუბრეთ. ქალბატონო ნონა, როგორ გააგრძელა კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ, …

„ჰილტონიდან“ ინფექციურში უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაიყვანეს – სასტუმრომ მუშაობა შეაჩერა

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონმა“ დღეს, 23 მარტს, მუშაობა შეაჩერა. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ პირს, გრიპის სიმპტომები დაუდგინეს და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „ჰილტონში“ საკარანტინე ზონა მოწყობილი არ ყოფილა. სასტუმროდან კონკრეტული პირის შესახებ გადაყვანის ჟურნალისტებმა კითხვა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერს, …

Exit mobile version