ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა, ზღაპრების კითხვა და ჩაწერა დაიწყო, რომ კარანტინში მყოფი ბავშვების მშობლებს ყოველდღიურობა გაუადვილოს.
„ვიცი, რომ ძალიან რთული დრო დგას, ყველა სახლშია და მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, ეს გამოწვევაა. გთხოვთ, შემომიერთდით და ერთად გავატაროთ ეს დრო, ამჯერად ვკითხულობ ლეი გოლდბერგის შესანიშნავ წიგნს სიმამაცეზე – „ქირავდება ბინა“. წაიკითხეთ ჩემთან ერთად მთელმა ოჯახმა, ბავშვებთან ერთად. არ იჩქაროთ, ისე მიირთვით ყავა და უპასუხეთ სატელეფონო ზარებს,” – ამბობს პრეზიდენტი.
74 წლის პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ უსმენენ ისრაელში მცხოვრები ბავშვები მის მონათხრობ ზღაპარს.
ისრაელში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ქვეყანაში Covid 19-ის ვირუსული ინფექციის 1656 შემთხვევაა დადასტურებული.