დღეს გახდება ცნობილი ამოქმედდება თუ არა ახალი შეზღუდვები | კორონავირუსი

დღეს, 21 აპრილს, საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი რეგულაციების საჭიროებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ გუშინ, 20 აპრილს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, საბჭო ასევე იმსჯელებს უკვე გამოცხადებულ უქმე დღეებში [4-11 მაისი] რომელი ორგანიზაციები გააგრძელებენ მუშაობას. ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გუშინ, 20 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 1792 ახალი …

აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალა | 21 აპრილი

21 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში ამჟამად 332 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.  

მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი-მარტივი 100 ათასი ტესტის შესყიდვას საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] ტენდერის გარეშე,  2 122 800 ლარად გეგმავს. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1 მილიონი ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია აპრილის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი. კერძოდ, ცენტრის საწყობში …

საქართველოში კოვიდის 1 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

20 აპრილს, დილით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა …

კაპრეშუმის საჯარო სკოლა დაიხურა – კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 აპრილს, აჭარაში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა. ბათუმში კი ონლაინსწავლებაზე ოთხი კლასი გადაიყვანეს. ამ დროისთვის სულ 6 სკოლაა აჭარაში დახურული – 2 ბათუმში, 2 – ხელვაჩაურში და 2 სკოლაც ქობულეთში. ონლაინსწავლებაზე მთლიანობაში 29 კლასია გადასული ამავე მუნიციპალიტეტებში.

აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 1 ადამიანი

20 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გარდაიცვალა 1 ადამიანი,  7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია , 70 კი გამოჯანმრთელდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის 353 ადამიანი იმყოფება, კოვიდსასტუმროში კი – 224. ონლაინკლინიკაში 558 ადამიანი მკურნალობს.

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 აპრილია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. 19 აპრილის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375  განაცხადია დარეგისტრირებული. სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების …

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.93 პროცენტია

19 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ქვეყანაში 10 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა. 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%. დღეს ქვეყანაში …

აჭარაში კოვიდის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 19 აპრილი

19 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 361 პაციენტი მკურნალობს და მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. 200 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება, „თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – აღნიშნულია მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში. მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის …

აჭარაში კოვიდის გამო 12 სკოლა და 4 ბაღია დახურული

18 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ჯამში 12 სკოლაა დახურული. ამავე მიზეზით დაიხურა 4 საბავშვო ბაღიც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდის გამო, ბათუმსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სკოლის 25 კლასია გადასული ონლაინსწავლებაზე . „ეს კლასები არა 25 სკოლაში, არამედ, ზოგ სკოლაში რამდენიმე კლასია დახურული. განახლებულ …

აჭარაში კოვიდის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 18 აპრილი

18 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში  კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 357 პაციენტი, მათ შორის მძიმეა – 69, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 5 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 205 პაციენტია. ბინაზე მკურნალობს 505 პირი. საკარანტინე სივრცეში  მოთავსებულია აჭარაში 3 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში, აჭარაში, 2 …

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 818 ახალი შემთხვევა

18 აპრილის დილის მდგომარეობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 14 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის …

დადასტურდა კოვიდის 1219 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა

17 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 9 პაციენტი. 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.26% დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა …

აჭარაში კოვიდის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 338 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 187 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

კოვიდის 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა თურქეთში – ბრძოლა მესამე ტალღასთან

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება. 15 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 61 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა ვირუსით, 35 031 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩინური „სინოვაკით“ თურქეთში 2021 წლის 14 იანვარს დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისათვის 11,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი, ხოლო 7,72 …

დადასტურდა 1077 ახალი შემთხვევა, 8 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდი საქართველოში

Stopcov.ge-ს ცნობით, 16 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 8 პაციენტი გარდაიცვალა. 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.04 %.  ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის …

აჭარაში კოვიდის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 აპრილი

16 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 344 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 165 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ქობულეთში გვარას საჯარო სკოლა კოვიდის გამო დაიხურა

დღეს, 16 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარას საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსის შემთხვევის გამო. ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი მასწავლებელს და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. 16 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 12 სკოლაა უკვედახურული. ონლაინსწავლებაზე იმყოფება 21 ცალკეული კლასი.

შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს. აეროზოლების კვლევის საზოგადოების მკვლევარებმა 11 აპრილს გაავრცელეს ღია წერილი. მათ გერმანიის მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, პანდემიის სამართავად არ გამოიყენონ კომენდანტის საათი. გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში და ამავდროულად …

აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი. გუშინ, 14 აპრილს, აჭარაში 6 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე კოვიდის შემთხვევების გამო. კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია ორი საბავშვო ბაღი – ერთი ბათუმში და ერთი ქობულეთში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო …

დადასტურდა კოვიდის 1030 შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.14-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ს ცნობით, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  1 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა. 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში …

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 350 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 475  პირი. 163 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

ბათუმის №18 სკოლის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი გვიდასტურებს. სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში გადავიდა. მოსწავლეს კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა ვირუსი. დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში კოვიდის დადასტურების …

მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“. სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის …

დადასტურდა 1 085 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

Stopcov.ge-ს ცნობით, 14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 085 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 31, გურიაში – …

აჭარაში კოვიდის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 14 აპრილი

14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 390 პაციენტი მკურნალობს და მათგან 10 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 261  პირი. 126 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად] ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში [72 საათი] სავალდებულო თვითიზოლაციას. ამასთან, მე-3 დღეს ამ პირმა საკუთარი ხარჯით PCR კვლევა უნდა ჩაიტაროს. …

თურქეთში 2 კვირით იზღუდება 19 საათიდან გადაადგილება – 59 ათასი შემთხვევა ერთ დღეში

14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით ამოქმედდება შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 14 აპრილიდან თურქეთში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე. ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდა დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების …

როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან

ია შანთაძე მეთორმეტეკლასელია და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობს. როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მე-11 კლასში იყო, მეორე სემესტრში მოულოდნელად შეიცვალა მისი ცხოვრებაც და საკლასო ოთახიდან ონლაინკლასში აღმოჩნდა. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ვიღვიძებ, უცებ ტელეფონში შევდივარ და იქედან მესაუბრება მასწავლებელი. რაღაც პერიოდი იქაც ვერ ვახერხებდი შესვლას და ასე „ჰოპ“ და უცებ გავიდა ეს …

საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრას 64-158 მილიონი ლარი სჭირდება – ეროვნული გეგმა

კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია მინიმუმ 64 მილიონი, მაქსიმუმ კი, 158 მილიონი ლარი დაუჯდება. 48 მილიონიდან 141 მილიონამდე ლარი მხოლოდ ვაქცინების შესაძენად იქნება საჭირო. საქართველოში COVID 19 ვაქცინის დანერგვის განახლებული ეროვნული გეგმა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა. იმუნიზაცია მოქალაქეებისთვის უფასოა. „მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, …

კოვიდის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია …

აჭარაში კოვიდის 116 ახალი შემთხვევაა | 13 აპრილი

13 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ის ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 379 პაციენტი მკურნალობს და მათგან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 983  პირი. 126 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

11 სკოლა დახურულია, ინფიცირებული მოსწავლეების რიცხვს არ ასახელებენ – კოვიდი აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში 11 საჯარო სკოლაა დახურული. „ბათუმელების“ კითხვას, აჭარაში რამდენი მოსწავლეა ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირებული, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ პასუხობს. ცენტრში გვითხრეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მხოლოდ თვეში ერთხელ გააჟღერებენ ინფორმაციას და დაასახელებენ მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებელს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საკლასო ოთახში სწავლებას ბათუმის …

საქართველოში კოვიდის 359 ახალი შემთხვევაა, 6 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარაში …

აჭარაში კოვიდის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 12 აპრილი

12 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 309 პაციენტი მკურნალობს და მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 996  პირი. 111 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში. 

Exit mobile version