მთავარი,სიახლეები

კოვიდის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

13.04.2021 • 840
კოვიდის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარაში – 116, იმერეთში – 97, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 80, გურიაში – 15სამეგრელო – ზემო სვანეთში – 161, კახეთში – 40მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: