15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 350 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 475 პირი. 163 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.






