Batumelebi | დადასტურდა 1 085 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში დადასტურდა 1 085 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში – Batumelebi
RU | GE  

დადასტურდა 1 085 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

Stopcov.ge-ს ცნობით, 14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 085 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 31, გურიაში – 24სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 24მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 5 720 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი. თბილისში – 7 103 პირი, აჭარაში – 2 261, იმერეთში – 994.

_____________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com