30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 110 პირი გარდაიცვალა. 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.85%. კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 873 პაციენტი.
Tag Archives: კორონავირუსი
ბრძოლა გადარჩენისთვის – რა პრობლემები აქვს ბიზნესს პანდემიაში
კორონავირუსმა მცირე თუ საშუალო ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სამი ათასზე მეტმა ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა. ეს უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს, ბიზნესმენებისთვის კი გადაუხდელ საბანკო ვალებსა და პროდუქციის წარმოების შეჩერებას ნიშნავს. როგორ უმკლავდება ბიზნესი პანდემიის რთულ პირობებს, რის ფასად უწევს დასაქმებულთა შენარჩუნება და როგორ უნდა გამოინახოს რთულ დროში ოქროს შუალედი ისე, რომ ბიზნესს არ მოუწიოს …
Continue reading “ბრძოლა გადარჩენისთვის – რა პრობლემები აქვს ბიზნესს პანდემიაში”
კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1433 ახალი შემთხვევა
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 095 პირი გარდაიცვალა. 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.72%. რეგიონებიდან კოვიდის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა …
Continue reading “კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1433 ახალი შემთხვევა”
აჭარაში კოვიდის 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 29 აპრილი
29 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 361 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 8 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 335 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.
2, 3 და 4 მაისს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია – მთავრობის დადგენილება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. „აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში. 2 მაისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავენ. მთავრობის გადაწყვეტილებით 3-12 მაისს აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც, თუმცა ეს არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას. ბათუმისა …
Continue reading “2, 3 და 4 მაისს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია – მთავრობის დადგენილება”
აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აპრილი
აჭარაში, 28 აპრილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 37 656 პაციენტი; კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 373 პაციენტი, მძიმე პაციენტია 68, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 8, კოვიდსასტუმროებშია 324 პაციენტი. აჭარაში დღევანდელი მდგომარეობით …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აპრილი”
კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი საქართველოში
stopcov.ge-ის 28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1551 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 69, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი …
Continue reading “კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი საქართველოში”
ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი
ათიათასობით უმუშევარი, 3 ათასზე მეტი დახურული ბიზნესი, 156 მილიონი ლარით შემცირებული საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში იმ ადამიანებისგან, რომლებიც კოვიდრეგულაციების გამო უხელფასოდ დარჩნენ, ლარის გაუფასურება და გაზრდილი სახელმწიფო ვალი – ეს არის ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ის რამდენიმე უარყოფითი შედეგი, რაც პანდემიამ გამოიწვია საქართველოში. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს მთავრობა მაისის ბოლოსთვის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველად დოკუმენტს …
Continue reading “ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი”
ქობულეთში კოვიდის გამო 3 სკოლა დახურეს – 27 აპრილი
დღეს, 27 აპრილს, ქობულეთში სამი საჯარო სკოლა დაიხურა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სოფელ ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში, საჩინოს და ნაკაიძეების საჯარო სკოლებში. ასევე გაიზარდა ონლაინსწავლებაზე გადასული კლასების რაოდენობა. გუშინ 24 კლასი იყო ონლაინსწავლებაზე, დღეს კი 7 კლასი დაემატა. სულ 33 კლასია ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე გადასული. სკოლებში ოფიციალურად სასწავლო პროცესი პარასკევს, …
Continue reading “ქობულეთში კოვიდის გამო 3 სკოლა დახურეს – 27 აპრილი”
ბოლო 24 საათში კოვიდით 17 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 1578 ახალი შემთხვევა
27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4060 პირი გარდაიცვალა. 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4,19%. კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3644 პაციენტი.
აჭარაში კოვიდის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 აპრილი
27 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 352 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 283 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება. აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 16 სკოლა, 33 კლასი ონლაინსწავლებაზეა გადასული.
თურქეთში 17 მაისამდე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა
შესწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ იკეტება თურქეთის საზღვრები, თუმცა საუბარია არა საზღვრების დაკეტვაზე, არამედ ლოქდაუნზე ქვეყნის საზღვრებში. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ. თურქული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება – ქვეყანა 18 დღით იკეტება. ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თავად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცნო მედიას. …
Continue reading “თურქეთში 17 მაისამდე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა”
სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს შეუძლიათ უქმე დღეებში მუშაობა – მთავრობა
აღდგომის დღესასწაულის, 2 მაისის შემდეგ საქართველოში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული, თუმცა მუშაობა არ შეეზღუდებათ სავაჭრო მოლებსა და რესტორნებს. ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. მისი განმარტებით, ეს არის უქმე დღეები და სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. „ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები …
Continue reading “სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს შეუძლიათ უქმე დღეებში მუშაობა – მთავრობა”
გაბუნია: 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების გეგმა გვაქვს
დღეს, 26 აპრილს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფექციის მატებასთან ერთად იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. „დღეის მდგომარეობით 3700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს – 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევები დაახლოებით არის 14 000-მდე. გასული, მეორე ტალღის პერიოდში, როდესაც …
Continue reading “გაბუნია: 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების გეგმა გვაქვს”
ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – მთავრობამ საწარმოები და სფეროები განსაზღვრა
ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები განსაზღვრეს, რომლებზეც არ გავრცელდება უქმე დღეების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება. ბრძანების მიხედვით, ამ სფეროების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. 2021 წლის 4-11 მაისს უქმე დღეებით ვერ ისარგებლებენ: 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის …
ბათუმში 3 სკოლა დაიხურა – 26 აპრილი
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, აჭარაში კიდევ სამი სკოლა დაიხურა. აქედან ორი კერძოა, ერთი კი – საჯარო. ონლაინსწავლებაზე გადავიდა ბათუმის მესამე საჯარო სკოლა, „მეგა სკოლა“ და „გიმნაზია 21-ე“. აღნიშნულ სკოლებში კოვიდი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში მთლიანობაში 13 სკოლაა დახურული, 24 კლასი კი ონლაინსწავლებაზეა გადასული. …
აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალა
26 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 370 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 278 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება. აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 13 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი. 24 კლასი ონლაინსწავლებაზეა გადასული.
კოვიდით გარდაიცვალა 18 პაციენტი, დადასტურდა 521 ახალი შემთხვევა | 26 აპრილი
26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 043 პირი გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა – 285 და აჭარაში გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 644 მძიმე პაციენტია. 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის …
Continue reading “კოვიდით გარდაიცვალა 18 პაციენტი, დადასტურდა 521 ახალი შემთხვევა | 26 აპრილი”
18 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 966 ახალი შემთხვევა | 25 აპრილი
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 025 პირი დაიღუპა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა – 567 და აჭარაში გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 611 მძიმე პაციენტია. 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო …
Continue reading “18 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 966 ახალი შემთხვევა | 25 აპრილი”
აჭარაში კოვიდის 117 ახალი შემთხვევაა, 2 პაციენტი გარდაიცვალა
25 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 366 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე, მათგან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 293 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება.
აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 აპრილი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 78 პირს დაუდასტურდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ბათუმში 416 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია – 63; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პაციენტი. 289 პირი მკურნალობს კოვიდსასტუმროში. აჭარაში 2 636 პირი თვითიზოლაციაშია. — 24 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1250 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან ქვეყანაში გარდაიცვალა …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 აპრილი”
1250 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 პაციენტი – 24 აპრილის კოვიდსტატისტიკა
24 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1250 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 15 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 302785 , ბოლო 24 საათში – 1250 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 284749 , ბოლო 24 საათში – 463 მათ შორის გარდაცვლილი – 4007 , ბოლო 24 საათში – 15 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 31958, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14801, PCR ტესტით – 17157 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – …
Continue reading “1250 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 პაციენტი – 24 აპრილის კოვიდსტატისტიკა”
დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ
დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, პირები, რომლებსაც ჰქონდათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი …
Continue reading “დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ”
„ბათუმობა“ 8 მაისს აღარ ჩატარდება
„ბათუმობა 2021“, რომლის ჩატარებაც 8 მაისს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრსა და ინდმეწარმე ლაშა კვარაცხელიას შორის დადებული ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. ღონისძიების ორგანიზებაზე ხელშეკრულება 78 900 ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გაფორმდა და ამავე წლის 21 აპრილს შეწყდა. კულტურის ცენტრს ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე 100 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ამ თემაზე: 8 …
კორონავირუსით 11 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 271 ახალი შემთხვევა – 23 აპრილი
23 აპრილის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსით ინფიციერების 1 271 შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი …
Continue reading “კორონავირუსით 11 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 271 ახალი შემთხვევა – 23 აპრილი”
აჭარაში კოვიდით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 98 ახალი შემთხვევა
23 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 98 ახალი შემთხვევა. ბათუმში ამ ეტაპზე კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა (მართვით სუნთქვაზეა), კლინიკაში მკურნალობს 343 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -267, ონლაინკლინიკაში – 639. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 აპრილის მდგომარეობით აჭარაში სულ 3025 პირი აიცრა კორონავირუსზე, აქედან ფაიზერით – 1830 და ასტრაზენეკათი – 1195. …
Continue reading “აჭარაში კოვიდით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 98 ახალი შემთხვევა”
ბოლო 2 კვირაში ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს
აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის გაზრდის გამო ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამჯერად კოვიდსასტუმროდ „სქაი თაუერიც“ იმუშავებს, რომელიც მესამე კოვიდსასტუმრო იქნება ბათუმში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხელშეკრულება კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ 300 ათას ლარზე 2021 წლის 21 აპრილს გააფორმა. ამავე კომპანიასთან კოვიდსასტუმროს მოწყობაზე დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2021 წლის 8 აპრილსაც გააფორმა. …
Continue reading “ბოლო 2 კვირაში ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს”
ახალი აკრძალვები თურქეთში – საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთში საქართველოს საელჩოს თანახმად, დღეიდან 5 დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. „თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ამ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე. ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა“. საქართველოს საელჩო დამატებითი კითხვების შემთხვევაში გიპასუხებთ ცხელი ხაზის შემდეგ …
Continue reading “ახალი აკრძალვები თურქეთში – საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს”
აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 22 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკაში 22 აპრილის მონაცემებით, მკურნალობს 343 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა – 6. გამოჯანმრთელდა 68 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა – 19-მა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა – 22 აპრილის მონაცემები
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს. …
აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1300-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. როგორც დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალებზე და ბოლო მონაცემებით დაკავებულია 3600 საწოლი, 90 პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. გაბუნიას თქმით, ონლაინკლინიკები ჩართულები არიან იმ ინფიცირებულების მდგომარეობის მართვაში, რომლებიც შინ მკურნალობენ. 21 აპრილის მონაცემებით კორონავირუსზე საქართველოს …
Continue reading “აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი არ მოიხსნება”
გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა. „იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს …
Continue reading “გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში”
ბათუმის რესპუბლიკურს ჩეხეთის მთავრობამ 190 ათასი ევროს აპარატურა გადასცა
ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი – ეს სამედიცინო აპარატურა გადასცა დღეს, 21 აპრილს, ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ჯამში ბათუმის რესპუბლიკურს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცეს. თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი საავადმყოფოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩეხეთის საელჩომ გადასცა. შეხვედრას დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის მინისტრის მოადგილე მიქელა მარსოვა, ჩეხეთის …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურს ჩეხეთის მთავრობამ 190 ათასი ევროს აპარატურა გადასცა”
სააღდგომო უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამავე საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ საბჭო მაქსიმალურად ცდილობს სააღდგომო უქმეებზე აიცილოს თავიდან დამატებითი რეგულაციები. მისივე თქმით, არ ყოფილა შემოთავაზება აიკრძალოს სადღესასწაულო უქმეებზე საზოგადოებრივი თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. თუმცა, როგორ ღიბრაძემ დასძინა, უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს. მისივე თქმით, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული რომელ სამსახურებს …
Continue reading “სააღდგომო უქმეებზე დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ეპიდვითარება აჩვენებს”
რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია
საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …
კოვიდით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 310 ახალი შემთხვევა
21 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის …
Continue reading “კოვიდით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 310 ახალი შემთხვევა”