ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ბოლო 24 საათში აჭარაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენრია, 20 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. __________ ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge  

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – 6 აგვისტოს მონაცემები

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 240 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 987 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ დროებითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თურქეთთან საზღვარი უნდა გახსნას, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დააწესა, ვისაც თურქეთში სამუშაო ვიზიტით სურს წასვლა. „გამოდი, გამოდი!“- აქციის მონაწილეები ამ …

მსოფლიოში 700 000 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 5 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 700 741 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 156 830 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 95 819 – ბრაზილიაში, 48 869 კი – მექსიკაში. 5 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 18 544 820 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი …

15 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანის კლასტერი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთი ახალი პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა კონტაქტები, ხოლო 3 დადასტურებულ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დასადგენად. დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აგვისტოს მონაცემები

5 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 12 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294. _______________ ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული …

ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 4 გუშინ დადასტურებული შემთხვევის საკონტაქტო პირია, ორი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავიანთი სურვილით მკურნალობას გააგრძელებენ თურქეთის რესპუბლიკაში. გუშინ, 4 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. ამ შემთხვევასთან …

ბათუმში ინფიცირებული მძღოლის ნაცნობს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, კარანტინშია გადაყვანილი 17 ადამიანი – ამის შესახებ დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთან. ნონა ეფაძის თქმით, კაცი მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც კვლევის შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსი. სატვირთო მანქანის მძღოლი, …

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით. 4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, განიკურნა 3 პაციენტი – 4 აგვისტოს მონაცემები

4 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1182 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280.

„ოცნების“ შემწირველები პროგრამაში, რომელსაც სურსათის გაძვირება უნდა შეეჩერებინა

პანდემიის დროს ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის, მთავრობამ სპეციალური პროგრამები შეიმუშავა. სურსათზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. სახელმწიფო სუბსიდია, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, …

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 18 080 067 შემთხვევა. ბოლო ოთხ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 689 370 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 154 860 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 94 104 – ბრაზილიაში და 47 746– მექსიკაში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია …

ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პირი განიკურნა – კლინიკაში რჩება 15 პაციენტი

ბოლო 48 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. დღეის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდცენტრია, 15 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 4 პაციენტი – 3 აგვისტოს მონაცემები

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 …

თურქეთში დასაქმებულები: „ვერ მივიღეთ კომპენსაცია – 300 ლარი“

ბოლო ორი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ უკვე 10-მდე პირმა მოსწერა, რომ თურქეთში მუშაობდნენ,  განაცხადი შეავსეს, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღეს. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ზოგი მათგანი ამბობს, რომ არ სურს „მთელმა ქვეყანამ გაიგოს“, როგორ უჭირს და მხოლოდ იმაზეა თანახმა, სახელმწიფოსთან ჟურნალისტებმა გავარკვიოთ, რატომ არ დაერიცხათ დაანონსებული კომპენსაცია – 300 ლარი, ზოგი კი მზად არის თავის მდგომარეობაზე …

მექსიკა მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკის შეერთებული შტატები უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 472 ადამიანი. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 434 193 შემთხვევა, მათგან 334 867 პაციენტი უკვე განიკურნა. მექსიკა მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ. ჯონ …

ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა. დღეის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ქოვიდცენტრია, 16 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი …

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – 2 აგვისტოს მონაცემები

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6969 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285. ___________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის მონაცემები

პირველი აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით სამივე შემთხვევეაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 949 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17  პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. დღეისათვის ცხელების კლინიკებში …

უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

უცხოელის საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გასცემს, ოღონდ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს. ანალოგიური უფლება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსაც. „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც დარგობრივი სამინისტროების მიერ განაცხადის …

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 …

„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თურქეთში სეზონური დასაქმების შემთხვევაში რა დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ მოქალაქეებს. მინისტრმა ზუსტად ვერ დაასახელა კონკრეტულად რა საბუთები დასჭირდებათ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმებისთვის, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა: „როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ჩართული არიან ჩვენგან როგორც …

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პაციენტიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველო და გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. კიდევ ერთი ინფიცირებული, სრულწლოვანი მამაკაცი იმყოფებოდა კარანტინში, მას ბანგლადეშში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე, ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ერთ არასრულწლოვანს, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. იგი თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანეს. …

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 31 ივლისის მონაცემები

31 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 940 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

საბიუჯეტო ორგანიზაციები 4,3 მილიონი ლარის ხსნარს, ნიღაბსა და თერმომეტრს შეისყიდიან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ხელის სადეზინფექციო საშუალებების, დეზობარიერების, უკონტაქტო თერმომეტრებისა და ნიღბების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში, 4 372 151 ლარია. აქედან: [checklist] ხელის სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად, მაქსიმუმ, 3 394 000 ლარი დაიხარჯება; დეზობარიერების შესაძენად – 197 600 ლარი; უკონტაქტო თერმომეტრების შესაძენად – …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 6 პაციენტი

30 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი. __________________________________________ ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული …

ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიამ 320 მლრდ დოლარი დაკარგა – UNWTO

კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტიის დანაკარგი მსოფლიოს მასშტაბით 320 მილიარდი აშშ დოლარია 2020 წლის იავრიდან მაისის ჩათვლით – წერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია [UNWTO]. ორგანიზაციის ცნობით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 300 მილიონით შემცირდა და ეს დანაკარგი ტურიზმის ინდუსტრიაში სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. ტურიზმის ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ვარაუდობენ 2021 …

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 1 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 10  ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. „5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 29 ივლისს. დღევანდელი მონაცემებით 248 პაციენტი …

დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა – 29 ივლისის მონაცემები

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337. ___________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს შეეძლებათ შეღავათისთვის მერიას იანვრამდე მიმართონ

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად …

მარინა ეზუგბაიას კომენტარი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყაროზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. „ერთი დადასტურებული შემთხვევის წყაროა ლილოს ბაზრობა, ერთის – გაჩიანი, ერთის – დაავადებულთან კონტაქტი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ოთხი შემთხვევა არის შემოტანილი და აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 28 ივლისს, ჟურნალისტებთან. დღევანდელი მონაცემებით …

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქ მძღოლს, რომელმაც უკვე დატოვა საქართველო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლს, თურქეთის მოქალაქეს. სამინისტროს ცნობით, მან უკვე დატოვა საქართველო საკუთარი სურვილით და თურქეთში გადავიდა. 28 ივლისის მონაცემებით, ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 15 პაციენტს მკურნალობენ.  

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 28 ივლისის მონაცემები

28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 927 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353. __________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს

COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის …

Exit mobile version