ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკურ სამოსს შეკერავენ

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი პროექტი – „ანტიკური სამოსი მინოსური  კრეტიდან ბიზანტიამდე“ განხორციელდება. პროექტის ავტორი ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილია. პროექტს იენის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი დიზაინის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური კოსტიუმი შეიკერება, რომლის ჩვენება 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

არქეოლოგიური ექსპედიციები 90 ათასი ლარით დაფინანსდება

 

აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დღეს, 10 მარტს, გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, საექსპედიციო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერის ჩატარების ნაცვლად, ერთ პირთან მოლაპარების უფლება მოითხოვა.  

მინისტრის საჩუქარი არჩილ ხაბაძეს

 

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართულ-ინგლისურ ენაზე  ახალი წიგნი – „აჭარის საგანძური“ გამოსცა. ამ დროისთვის წიგნის ათასი ეგზემპლარია გამოცემული. განათლების მინისტრმა გიორგი  თავამაიშვილმა „აჭარის საგანძური“ მთავრობის სხდომაზე არჩილ ხაბაძესაც აჩუქა. 

როგორი იქნება კულტურის ათწლიანი სტრატეგია

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურის განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე მუშაობს.  სტრატეგიასთან დაკავშირებით სამინისტრო  რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს, 28 მარტს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.   რას შეცვლის კულტურის ახალი სტრატეგია ქვეყანაში? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ საქართველის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი საუბრობს.

„სხვა ლანდშაფტი“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში  ოთხი ხელოვანის ირაკლი შონიას, კახაბერ ემირიძის, ამიკო ქავთარაძისა და ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები გამოიფინა.  „სხვა ლანდშაფტი“ – ასე ქვია გამოფენას, სადაც ხელოვნების სამი მიმართულების  – ფოტოს, ფერწერისა და მუსიკის სინთეზია წარმოდგენილი. 

 

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 20 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

 

<!** Image 4 align="" width="500" height="2056" >

გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” ფანტასტიკის ჟანრის წიგნების თარგმანები გამოსცა

 

21 თებერვალს მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ საკუთარი, ამავე სახელწოდების გამომცემლობაში ნათარგმნი პირველი ხუთი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ინვესტორს პროექტი დაუწუნა

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ ინვესტორს ყოფილი პირველი აფთიაქის  ფასადის უკან ახალი მშენებლობის ნებართვა არ მისცა. აღნიშნული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩების კვეთაში, ყოფილი ფოსტის შენობის წინ მდებარეობს. 

ბათუმში „ზამთრის ფესტივალი“ იწყება


ბათუმში მუსიკალური ფესტივალი ,,ბათუმური ზამთარი“ იწყება. ფესტივალი 2015 წლის 16 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ბათუმის მუსიკალური ცენტრში გაიმართება.

 

 




 

ბიძინა აფხაზავა: თუ მშენებლობა გაგრძელდება, მშენებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება

 

 ბიძინა აფხაზავა: თუ მშენებლობა გაგრძელდება, მშენებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება 

„ბათუმის შუქურაზე დამხმარე ნაგებობის მშენებლობა ისევ გრძელდება“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუკი „შუქურაზე“ მშენებლობა არ გაჩერდება, მშენებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება. 

ლონდონში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი ძნელაძე პარიზში იმყოფება. როგორც დეპუტატი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ის პარიზში 22 იანვარს ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის  იუნესკოს კეთილი ნების ელჩის წოდების მინიჭების ცერემონიალზე დასწრებას აპირებს. 

გამოფენა ”ზღაპრების სამყარო” ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება [ფოტო]

 

 

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დღეს გამოფენა „ზღაპრების სამყარო“ გაიხსნა. 

ხულოს თეატრში თანამშრომლები დაითხოვეს

 

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის 38 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.  როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა როინ სურმანიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა,  თეატრალური დასიდან ხელშეკრულება  სავარაუდოდ ორ მსახიობს აღარ გაუფორმდება.

რა გამოიფინება ბათუმის მუზეუმში

 

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოების შენობაში „ბათუმის მუზეუმი“ გაიხსნება, სადაც ანტიკური ეპოქიდან დღემდე ბათუმის ისტორიის ამსახველი ექსპონატები განთავსდება. ახალი მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში იქნება.  

ბათუმი კინოში – წიგნის პრეზენტაცია „აპოლოში“


„ბათუმი კინოში“ – ასე ეწოდება წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა. წიგნის ავტორი ოლიკო ჟღენტია. 

„მე აქ ვიყავი“, – წარწერები ისტორიულ ძეგლებზე

 

„მე აქ ვიყავი“, „მიყვარხარ“, „გიო+თიკო“… – მსგავს წარწერებს თითქმის ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კედლებზე შეხვდებით. წარწერები, ბასრი საგნებით ამოკვეთილი ნახატები და სხვადასხვა დეტალები შეგხვდებათ ვარძიის, დავით-გარეჯისა თუ სხვა ეროვნულ ღირსშესანიშნაობებზე. ბოთლები, საკვების ნარჩენები და ძეგლის ირგვლივ დანაგვიანებული გარემოც არ არის იშვიათობა. როგორია ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ქართველების მგრძნობელობა და რამდენად სტერეოტიპულია დამოკიდებულება, რომ ქართველებს ისტორია განსაკუთრებულად გვიყვარს და პატივს ვცემთ?

ებრაელი მუსიკოსების კონცერტი ბათუმში

 

დღეს  21:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში,  ,,ქართულ-ებრაული ხელოვნების საღამო’’ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას  ისრაელის ორკესტრი „იერუსალიმის კამერეტა“ მიიღებს. 

უცნობი კოლექციის გამოფენა ნობელების მუზეუმში

 

 

20 მაისს 13:00 საათზე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ძმები ნობელების მუზეუმში უცნობი კოლექციის  – „ბათუმის ისტორიის ახალი ჩარჩოები“, გამოფენას გეგმავს.

 

 

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007-2014 წლებში მუზეუმის მიერ შეძენილი თუ ნაჩუქარი ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ქალაქ ბათუმის, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

 

 

„ეს ის მასალებია, რომლებიც უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ამ კუთხით არის საინტერესო გამოფენა  ბათუმის და ზოგადად, საქართველოს ისტორიის არაერთი საკითხის დაზუსტებისა და კვლევის თვალსაზრისით. ცალკეა წარმოდგენილი კომპანიების ,,ბრანობელისა’’ და ,,ატლას დიზელის’’ მოღვაწეობის ამსახველი ახალი მასალები, საგაზეთო თუ სხვა სახის რეკლამები“- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. 

 

 

ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული” [პროგრამა]

 

 

  მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული”  მაისისამდე გაგრძელდება.

აჭარაში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება

14 აპრილიდან 25 მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც აჭარის მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები , მიიღებენ მონაწილეობას.

კოლხი ქალის სამკაულები ოქროს ფონდიდან

 

ვიწრო ოთახში მხოლოდ მინის კარადებია განათებული. თეთრ ფონზე დალაგებულ ნივთებს შორის ფერადი მინით გაწყობილი  საყურეები და  ბეჭედია, ნატიფად დაქარგულ ბუდეში ჩასმული ძოწის თვლით, რომელიც ელექტრონის განათების ქვეშ მელნისფერია. დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით,  არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი იმ ადგილებში იყო, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.  

კლასიკური მუსიკის საღამო

 

29 მარტს, შაბათს, საღამოს 7 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდია წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის საღამოს

მასტერკლასები კლასიკური ბალეტის სკოლაში

 

ბათუმში, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლაში, თბილისიდან მოწვეული პედაგოგი ტატიანა ბახტაძე  და კონცერტმეისტერი ელენა ლილიუკოვა  22 მარტამდე  ჩაატარებენ მასტერკლასებს პროფილურ საგანში – „ხალხურ-სცენური ცეკვა“.

ახალი შეთავაზება ანსამბლის წევრებს

 

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულ მოცეკვავეებთან შეხვედრა გამართეს. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა აქციის წევრებს,  რომლებიც  ორი კვირაა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ,  ახალი შეთავაზება გააცნო. 

 

 

ნებართვის გარეშე დაწყებული ეკლესიის სარემონტო სამუშაოები გრძელდება

 

ბათუმში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე _ წმ. ბარბარეს ეკლესიაზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე დაიწყო, განახლდა.    

გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

დღეს  ბათუმის რეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის პირველი სართული  გონიოს განძის გამოფენით გაიხსნა.  საგამოფენო სივრცე ოქროსათვის მუზეუმის პირველ სართულზე, ერთ ოთახშია მოწყობილი.  

წიგნის პრეზენტაცია არქეოლოგიურ მუზეუმში

 

 

დღეს არქეოლოგიურ მუზეუმში წიგნის _ „აჭარა წარსული და თანამედროვეობა” _ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ასახულია აჭარაში 2012 წელს განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები. წიგნის რედაქტორია ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელი.  

„ელექტრას“ პრემიერა ბათუმში

 

14 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა შედგება. სოფოკლეს „ელექტრა“ რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. დასი სპექტაკლზე ორ თვე-ნახევარი მუშაობდა.  „ბათუმელები“ მიშა ჩარკვიანს ესაუბრა. 

ფესტივალი „ბათუმური საღამოები“ გაიხსნა

 

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური საღამოები“, რომელიც  რვა დღე გაგრძელდება. 

ევროკავშირის რჩეული ფილმები ბათუმში

 

 

7-16 თებერვლის ჩათვლით, ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია.  სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები. 

„ოჯახური იდილია“ დრამატულ თეატრში

 

 

ხუთშაბათს, 30 იანვარს ბათუმის დრამატულ თეატრში,  რეჟისორ იური ცანავას ერთმოქმედებიანი კომედია – „ოჯახური იდილია“ იქნება ნაჩვენები.

 

დასაწყისი 19:00 საათზე

ბილეთის ფასი: 2-5 ლარი

 

„ექსპერიმენტალური თეატრი“ ფესტივალზე მიემგზავრება



ბათუმის „ექსპერიმენტალური თეატრის“  მორიგი წარმატება, სტუდენტური დასი, საფრანგეთის შემდეგ ამერიკის ინტერნაციონალურ თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი“  – ფლორიდის ქალაქ ვენისში იქნება ნაჩვენები.


<!** Image 1 align="middle" sub="„ექსპერიმენტური თეატრი ყველგან“" width="360" height="637" >





The Paper Cinema წარმოგიდგენთ „ოდისეას“



5, 6 და 7 დეკემბერს, 14:00 და 19:00 საათზე, ბათუმში, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში ინოვაციური ბრიტანული დასის The Paper Cinema- სპექტაკლები გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.  

ხალხური არქიტექტურა მაღალმთიანი აჭარიდან ჩაქვში

 

 

აჭარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განსათავსებელი საექსპოზიციო ექსპონატების ნაწილი აჭარის მაღალმთიანეთიდან უნდაგადმოიტანონ. აჭარისთვის დამახასიათებელი ძველი სახლების  ორიგინალები, ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჩაქვში განთავსდება. გაუძლებს თუ არა ტენიან ჰავას მთის განსხვავებულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი სახლები  –  „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა.

ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ფესტივალი – „ზე-კართან“  გაიმართა.  ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მწერლებმა და პოეტებმა მუნიციპალიტეტის ხეობები მოინახულეს და თემებში ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოები გამართეს. 

„მაინცადამაინც თბილისელები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბილეთებს მიაწყდეთ?“

 

 

5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ გაიმართება.  დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში  გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარებას ახლავს თან. 

Exit mobile version